სამართალი

შსს-ის ინფორმაციით,სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე

შსს-ის ინფორმაციით,სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ პარლამენტის წინ გაიმართა აქცია. თავდაპირველად აღნიშნული აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. მოგვიანებით  აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობის გამოყენებით და პოლიციელებზე ჯგუფური  თავდასხმით შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას. შესაბამისად,  აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო აშკარად ძალადობრივი ხასიათი. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა, აქციის[სრულად…]

აქციაზე დაკავებულებიდან 14 პირს სასამართლომ 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა

აქციაზე დაკავებულებიდან 14 პირს სასამართლომ 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დაკავებულეიდან 14 პირს სასამართლომ 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. გუშინ, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. Please follow and like us:

შსს – აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე

შსს – აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე  დარეკონ. „აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე – 126“, – აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, თბილისში გუშინდელ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან თბილისის საქალაქო[სრულად…]

სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო

სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო

სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. რაც შეეხება გ.ბ.-ს,  მის მიმართ ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უდანაშაულოდ ცნო. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ. ამასთან, ორივე მათგანს შეეცვალა სასჯელის[სრულად…]

სამეგრელოში 27 040 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

სამეგრელოში 27 040 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

17-23 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, სენაკსა და ქალაქ ფოთში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 27,040 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან[სრულად…]

ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 664 ფაქტი გამოვლინდა

ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 664 ფაქტი გამოვლინდა

20-26 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 664 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 4 621 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:[სრულად…]

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. თავად იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს. მოზარდი გასული წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, რამდენიმე დღეში კი,[სრულად…]

ლაგოდეხში 16 წლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს

ლაგოდეხში 16 წლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს

ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა – როგორც ზედაპირული-სახმელეთო დათვალიერებით, ისე წყალში. გოგონას საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო[სრულად…]

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა – გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. როგორც „თბილისი თაიმსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ[სრულად…]

სამართალდამცველებმა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებული პირები 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. არიან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე[სრულად…]

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის სასამართლო 23 მაისს იმსჯელებს

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის სასამართლო 23 მაისს იმსჯელებს

7 თვის შვილის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. მისი უფლებების დასაცავად ბრალდებულის ოჯახს ადვოკატი არ აუყვანია. „მას დაენიშნა სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატი. სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა მოხდა იმის გამო, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია და მუხლი, რომლითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი, ნაფიც მსაჯულთა განხილვას ექვემდებარება, თუმცა, ბუნებრივია, რთულია იმის თქმა,[სრულად…]

სოფელ აღაიანში 7 თვის შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დედა დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანია

სოფელ აღაიანში 7 თვის შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დედა დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანია

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული იპოვა. ამის შესახებ ინფორმაიცას „ინტეპრესნიუსი“  ავრცელებს. ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ბავშვის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილი ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია. მეზობლების ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, დედამ შვილი გაგუდა. „მამამ გარდაცვლილი ბავშვი 21 მაისს, დილით, 05:00 საათზე, საბავშვო ეტლში იპოვა,[სრულად…]

საგადასახადო ორგანოს მიერ თბილისში 23 640 ლარის ღირებულების კონტრაფაქციული საქონელი გამოვლინდა

საგადასახადო ორგანოს მიერ თბილისში 23 640 ლარის ღირებულების კონტრაფაქციული საქონელი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში Massimo Dutti-ის წარმომადგენლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, დაგეგმეს კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც, 23 640 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს, – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, კერძოდ, ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელდა[სრულად…]

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების პროცესს ზაზა სარალიძე ესწრება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების პროცესს ზაზა სარალიძე ესწრება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების, გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს სასამართლო პროცესს, რომელიც სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც ესწრება. როგორც პროცესის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ განაცხადა, საქმის გარშემო განაჩენის შემდეგ ისაუბრებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი მსჯავრდებული არასრულწლოვნის, გ.ბ.-ს ადვოკატი წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რომელიც გასულ სხდომაზე დაიწყო. შეგახსენებთ,[სრულად…]

2018 წელს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირია მიცემული, ვიდრე 2017 წელს

2018 წელს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირია მიცემული, ვიდრე 2017 წელს

2018 წელს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი იქნა მიცემული, ვიდრე 2017 წელს,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვა, მათ შორის, დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია.[სრულად…]

ჭავჭავაძის გამზირზე აქციისას დაკავებულ პირებს 1500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ

ჭავჭავაძის გამზირზე აქციისას დაკავებულ პირებს 1500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ

ვახუშტი მენაბდის, კახა ავალიშვილის, ცოტნე ცხვედიანის, გიორგი კობახიძის, გიორგი სოფრომაძისა და დავით სუბელიანის მიმართ სამართალდარღვევის პროცესი შეწყდა და ყველა მათგანს 1500-1500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. ყველა მათგანის დაჯარიმების თაობაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ცნობისთვის, დაკავებული პირები: კახა[სრულად…]

2018 წელს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 220 სახელმწიფო მოხელის მიმართ დაიწყო

2018 წელს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 220 სახელმწიფო მოხელის მიმართ დაიწყო

2018 წელს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 220 სახელმწიფო მოხელის მიმართ დაიწყო. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დროს თანამდებობაზე 117 პირი მუშაობდა, ხოლო 43 თანამდებობას აღარ იკავებდა. როგორც გენერალური პროკურორი პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშში წერს, 84 პირი შს სამინისტროს ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელია; 70 პირი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი იყო; 16 პირი – საკრებულოს წევრი[სრულად…]

მალხაზ მაჩალიკაშვილის  სუს-ში გამოკითხვაზე დღეს მივა

მალხაზ მაჩალიკაშვილის სუს-ში გამოკითხვაზე დღეს მივა

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სუს-ში გამოკითხვაზე დღეს, 15:00 საათზე ადვოკატებთან ერთად მივა. როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სუს-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება იმას, რომ „მისი განადგურებით უწყებამ საკუთარი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის სიმართლე გაანადგუროს”. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სუს-ს ეს არ გამოუვა, რადგან მის უკან მხარდამჭერთა დიდი ძალა დგას.[სრულად…]

სასტუმრო „მამიდას“ მფლობელ როენა ხუცურაულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

სასტუმრო „მამიდას“ მფლობელ როენა ხუცურაულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელ როენა ხუცურაულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბრალი ასევე წარედგინა ხუცურაულთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ პირს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, მასზე სასამართლომ დღეს ან ხვალ უნდა იმსჯელოს. შინაგან[სრულად…]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – რომ მცოდნოდა რა საკითხს ეხებოდა, სუს-ში წავიდოდი, ახლა ნებისმიერ დროს წავალ

მალხაზ მაჩალიკაშვილი – რომ მცოდნოდა რა საკითხს ეხებოდა, სუს-ში წავიდოდი, ახლა ნებისმიერ დროს წავალ

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სუს-ში დაკითხვაზე მივიდოდა, რომ სცოდნოდა, უწყება ტერაქტის მომზადებაში დაადანაშაულებდა. როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, ახლა ნებისმიერ დროს მზადაა გამოკითხვაზე მივიდეს. „ხუთჯერ ვიყავი დაბარებული. ბოლოს 10 საათი დამკითხეს. მაშინ ვთქვი, თუ ძალით არ მიმიყვანთ, ჩემით არ მივალ, რადგან ვინც იქ ზის, ყველას თემირლანის სისხლში აქვთ ხელები. რომ მცოდნოდა[სრულად…]

ანა და დავით ბაგრატიონებს შორის სამოქალაქო დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდება

ანა და დავით ბაგრატიონებს შორის სამოქალაქო დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდება

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის სამოქალაქო დავაზე გადაწყვეტილება, რომელიც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფას ეხება, დღეს გამოცხადდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. გასულ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე აცხადებს, დავა 3 ავტომობილს შეეხება, რომელთაგან ერთი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია, რადგან ავტოკატასტროფაში მოჰყვა.[სრულად…]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – მე გავიფიქრე, მე მომივიდა ეს აზრი და ბევრჯერ მომდის, მაგრამ ძალას ვნახულობ და ამას ვკლავ ჩემში, რადგან საქართველოს მოსახლეობის თანაგრძნობას ვხედავ

მალხაზ მაჩალიკაშვილი – მე გავიფიქრე, მე მომივიდა ეს აზრი და ბევრჯერ მომდის, მაგრამ ძალას ვნახულობ და ამას ვკლავ ჩემში, რადგან საქართველოს მოსახლეობის თანაგრძნობას ვხედავ

დამიჭირონ, აქ ვარ, – ასე მიმართავს მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ს. მაჩალიკაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ტერაქტს არ გეგმავდა და ეს მხოლოდ მისი ფიქრები იყო, რომელსაც საკუთარ თავშივე კლავდა. “მე გავიფიქრე, მე მომივიდა ეს აზრი და ბევრჯერ მომდის, მაგრამ ამას ვკლავ ჩემში, იმ ძალას ვნახულობ ჩემში, რადგან საქართველოს მოსახლეობის თანაგრძნობას ვხედავ და[სრულად…]

მწერალთა სახლი გაქურდეს

მწერალთა სახლი გაქურდეს

არსებული ინფორმაციით, თბილისში მწერალთა სახლდიდან დავით სარაჯიშვილის კუთვნილი ნივთები მოიპარეს. imedinews-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. Please follow and like us:

მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე, სიჩქარის გადაჭარბებასა და დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე სანქციები გაიზრდება

მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე, სიჩქარის გადაჭარბებასა და დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე სანქციები გაიზრდება

ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, დგომა-გაჩერების წესების დარღვევის, სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში სანქციები გაიზრდება და გამკაცრდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიების შემდეგ განუცხადა. როგორც ჯავახაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. “დღეს დაიწყო გაეროს კვირეული საგზაო უსაფრთხოებაზე. ეს[სრულად…]

ჰააგის სასამართლოსა და პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისის წარმომადგენლები თბილისს ეწვევიან

ჰააგის სასამართლოსა და პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისის წარმომადგენლები თბილისს ეწვევიან

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თბილისს დღეს ეწვევიან. გაერთიანებული გასვლითი მისიის ფარგლებში, ჰააგის წარმომადგენლები აღმასრულებელი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული სიტუაციის გაცნობა და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაა. უცხოელი სპეციალისტები 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ მედიის კითხვებსაც უპასუხებენ.[სრულად…]

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინა და რვა პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინა და რვა პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს. როგორც „თბილისი თაიმსს“ საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე დაკავებულია 8 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში, კახეთის, აჭარის და იმერეთის რეგიონებში, უკანონო მატერიალური[სრულად…]

85 წლის მამაკაცი, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, დაკავებულია

85 წლის მამაკაცი, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, დაკავებულია

პოლიციამ 85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა.  საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები 85 წლის ო.გ. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა[სრულად…]

გიორგი გახარია – „იქმნება ამიერკავკასიაში ყველაზე განვითარებული კრიმინალისტიკური ლაბორატორია“

გიორგი გახარია – „იქმნება ამიერკავკასიაში ყველაზე განვითარებული კრიმინალისტიკური ლაბორატორია“

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ახალი ტრანსპორტი, ახალი პოლიციის შენობები, ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორები, ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიური აღჭურვილობა. მინისტრის თქმით, პირველად საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში წელს შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ყველაზე მძლავრი და განვითარებული იქნება ამიერკავკასიაში. „საკითხი[სრულად…]

გახარია: ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად შემცირებულია

გახარია: ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად შემცირებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად შემცირებულია. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მისი განმარტებით, ოჯახური ძალადობის ნაწილში რისკების შეფასების სისტემამ და შემაკავებელი ორდერების ნაწილმა შედეგი გამოიღო. “შემაკავებელი ორდერების რაოდენობა პრინციპულად გაიზარდა და მიაღწია დაახლოებით 6 ათასს და გადასცდა კიდეც, თუმცა[სრულად…]

სადახლოსა და წითელ ხიზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

სადახლოსა და წითელ ხიზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

24-29 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად,[სრულად…]