სამართალი

დავით კირვალიძე მოწმის სტატუსით გუშინ გვიან ღამით დაიკითხა

სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა დავით კირვალიძემ მოდულის შენობა წუხელ, დაახლოებით 23.00 საათზე, მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას კითხვები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს “მექანიზატორის” საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. დავით კირვალიძემ დაკითხვის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.[სრულად…]

შსს-მ შიდა ქართლში აღმოჩენილი სამალავიდან დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა შიდა ქართლის რეგიონში სამალავი აღმოაჩინეს. უწყების ინფორმაციით, სამალავიდან ამოღებულია დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება: 2 კილოგრამი ტროტილი, ყუმბარმტყორცნი “მუხა”, 2 ხელყუმბარა, ლულქვეშა ყუმბარმტყორცნის 18 ყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1082 ვაზნა და 39 მჭიდი. “საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით”,[სრულად…]

მამუკა ივანაიძეზე გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა არ დასტურდება

მთავარი პროკურატურის გამოძიების შედეგებით, სოფლის მეურნეობის სამინტროს დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანაიძეზე გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა არ დასტურდება. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში საგანგებო განცხადება გაკეთდა. როგორც პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა, უდავოდ დადასტურებულია, რომ ტრაქტორების შესყიდვის საქმეზე ივანაიძის მიერ გამოძიებისთვის ჩვენება მიცემულია საკუთარი ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში, დამოუკიდებლად, ყოველგვარი კანონსაწინააღდეგო ზეგავლენის[სრულად…]

შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დავით ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესზე ჩუბინიძის ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ. ადვოკატის შუამდგომლობით, დავით ჩუბინიძე გათავისუფლების შემთხვევაში ითანამშრომლებს სასამართლოსთან და საფრთხეს[სრულად…]

ხვალ მოსამართლეთა მე-11 რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება

ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლეთა მე-11, რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გახსნის. უზენაესი სასამართლოს ცნობით, კონფერენციაზე “საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის შესახებ” პროექტს დაამტკიცებენ. ასევე მოხდება ადმინისტრაციული კომიტეტის წევრების არჩევა. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია უფლებამოსილია საკითხები განიხილოს მაშინ, თუ მას საერთო სასამართლოს მოსამართლეთა ნახევარზე მეტი ესწრება.[სრულად…]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სრული მარცხი განიცადა -სასამართლომ გიგი თევზაძის და სერგო რატიანის გადაწყვეტილება ბათილად სცნო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სრული მარცხი განიცადა -სასამართლომ გიგი თევზაძის და სერგო რატიანის გადაწყვეტილება ბათილად სცნო

  დღეს გამართულ სხდომაზე სასამართლომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება პროფესორ მაია გონაშვილის ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად გამოაცხადა. მაია გონაშვილი ილიაუნის ბიზნესის სკოლაში დეკანის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა 2012 წლის აგვისტომდე. იმავდროულად, იგი იყო ილიაუნის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. გასული წლის აგვისტოს თვეში, როცა უნივერსიტეტის[სრულად…]

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო 30 აგვისტოს დაიწყება

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალდების მოწმეების დაკითხვა 30 აგვისტოს ჩანიშნულ პროცესზე დაიწყება. თბილისის საქალაქო სასამართლში დღეს გამართულ პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი პროცესის თარიღზე. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. შესავალი სიტყვის წარმოთქმის საშუალება თავად დედაქალაქის მერს გიგი უგულავასაც მიეცა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდების[სრულად…]

გიგი უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება. წინასასამართლო სხდომაზე უგულავამ მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი თქვა. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო, თუმცა ბრალდების მხარე აღნიშნულის წინააღმდეგი[სრულად…]

სასულიერო პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 ივლისისთვის გადაიდო

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებულების, მათ შორის სასულიერო პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 ივლისისთვის გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ბრალდებულის ტიტან დავრიშიანის გამოუცხადებლობის გამო მიიღო. როგორც პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს ბრალდებულების ადვოკატებმა განუცხადეს, ტიტან დავრიშიანი სხვა საქმესთან დაკავშირებით პატიმრობაში იმყოფება და დღევანდელ პროცესზე მისი ბადრაგირება ვერ მოხერხდა.[სრულად…]

დღეს რუსუდან კერვალიშვილის, მაია რჩეულიშვილის და ივანე ცაგურიას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს საქალაქო სასამართლოში რუსუდან კერვალიშვილის, მაია რჩეულიშვილის და ივანე ცაგურიას სასამართლო პროცესი გაიმართება. პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს ამ დროისათვის უცნობია. მენაშენეთა გაფლანგული თანხების საქმეზე სამივე პირს თაღლითობა და დიდი ოდენობით თანხის მითვისება ბრალდებათ. საუბარია 11 მილიონზე და 6 ათასამდე დაზარალებულ პირზე. “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებისგან განსხვავებით, კომპანია “დექსუსის” დამფუძნებელი[სრულად…]

მაია რჩეულიშვილი თავს თაღლითად არ მიიჩნევს

“ცენტრ პოინტის” ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და თავს თაღლითად არ მიიჩნევს, – ამის შესახებ რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურაში ბრალის ოფიციალური წარდგინების შემდეგ განუცხადა. “წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. მასალებს ბოლომდე არ გავცნობილვარ, მხოლოდ დადგენილებას გავეცანი. მასალებს ხვალ გადმოგვიგზავნიან, რომელსაც შევისწავლით. ფაქტი სახეზეა, რომ ყველა ქონება, რომელიც[სრულად…]

თბილისის პროკურატურის განცხადება – “ცენტრ პოინტისა” და “დექსუსის” დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენებაზე

პროკურატურა “ცენტრ პოინტისა” და “დექსუსის” დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენების დაკითხვაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უწყება ცენტრ პოინტ ჯგუფის” მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე გამოძიებას უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. “თბილისი თაიმსი” მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “მთავარი პროკურატურა რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებს გამოძიებას “ცენტრ პოინტ ჯგუფის” მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე.[სრულად…]

რუსუდან კერვალიშვილის ბრალდების შესახებ არჩილ კბილაშვილის დადგენილება გამოქვეყნდა

მთავარმა პროკურატურამ “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, რუსუდან კერვალიშვილის ბრალდების შესახებ უწყების ხელმძღვანელის, არჩილ კბილაშვილის დადგენილებაც გამოაქვეყნა. მთავარი პროკურორის დადგენილების მიხედვით, რუსუდან კერვალიშვილი ბრალდებულადაა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და[სრულად…]

ასავალ დასავალი: „ჟვანია მოკლულია თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით და არსებობს ფარული ჩანაწერები სადაც ისმის სააკაშვილის ხმა“

საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილია. ამ ინფორმაციას გაზეთი “ასავალ-დასავალი” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით,  მთავარ პროკურატურას დასრულებული აქვს გამოძიება და კონკრეტული დამნაშავის ბრალეულობა გამოკვეთილია. როგორც “ასავალ დასავალი”  ინფირმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს ,  პროკურატურა საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ აპირებს საქმის გახსნილად გამოცხადებას. ” გამოძიების პროცესში უშუალოდ გამოიკვეთა სააკაშვილის მონაწილეობა ჟვანიას მკვლელობაში.[სრულად…]

თეა წულუკიანი: მამუკა მიქაუტაძის საქმესთან დაკავშირებით ვენდოთ გამოძიებას და დაველოდოთ მის შედეგებს

მამუკა მიქაუტაძის საქმესთან დაკავშირებით ვენდოთ გამოძიებას და დაველოდოთ მის შედეგებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა. თეა წულუკიანი მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებს გამოძიების დასრულებამდე კომენტარებისგან თავი შეიკავონ. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება. მე ვისურვებდი, რომ ყველამ შეიკავოს თავი წინასწარი კომენტარებისგან სანამ[სრულად…]

შსს: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაიზარდა, ხოლო დანაშაული შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2013 წელს საქართველოს მასშტაბით დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 26,8%-ით გაიზარდა, დანაშაული კი 3277 ერთეულით შემცირდა. 2013 წლის 6 თვის მონაცემების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 2012 წელს მომხდარი 17 485 დანაშაულიდან გახსნილია 4 271, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი 24,4%-ია. 2013 წელს მომხდარი 14 128 დანაშაულიდან კი გახსნილია 7 243[სრულად…]

უზენაესი სასამართლო მთავარ პროკურატურას ადანაშაულებს

უზენაესი სასამართლო მთავარ პროკურატურას ინფორმაციის არასწორად გავრცელებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “2013 წლის 3 ივლისს ახლაციხის რაიონულმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლაციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანისა და კიდევ ოთხი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. უკვე ორი დღეა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მთავარი პროკურატურის მხრიდან არა[სრულად…]

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიება არ მოხდება

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება აღარ მოხდება. რაც შეეხება ბრალდებულ დავით ქოქიაშვილს, მას პატიმრობა მიესაჯა. პროკურორის განცხადებით, ქოქიაშვილი გადაყვანილი იქნება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 21 აგვისტოს 11.00 საათზე გაიმართება. 28.06.13 Please follow and like us:

დათა ახალაიას შეკვეთით სანდრო გირგვლიანის ანგარიშწორება მოხდა

ახალი ხელისუფლების პირობებში დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორება განხორციელდა შეკვეთით და ეს შეკვეთა ე.წ. “შარდენის სუფრიდან”, შსს-ს იმდროინდელი გენერალური ინსპექციის უფროსის , ვასილ სანოძის დაბადების დღეს კუდ-ის იმდროინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ირაკლი ტყეშელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლის ბოლოს საქართველოს[სრულად…]

ვანო მერაბიშვილის მიმართ ბრალის დამძიმებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, ბრალი წარედგინა. პროკურატურამ მერაბიშვილის მიმართ ბრალის დამძიმებასთან დაკავშირეებით, განცხადება გაავრცელა, რომელსაც “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ. “საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულ საქმეზე, კერძოდ სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რეალური გარემოებებისა და წარმოებული[სრულად…]

ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. მის მიმართ წაყენებული ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება. მერაბიშვილი გირგვლიანის ეპიზოდზე სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში 19 ივნისს დაკითხეს. მისი ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, მერაბიშვილმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ აზრი არ აქვს მისგან რაიმეს თქმას, რადგან იგი პოლიტიკური პატიმარია და ყველაფერი მის წინააღმდეგ იქნება[სრულად…]

ვანო მერაბიშვილს სავარაუდოდ ბრალს დღეს დაუმძიმებენ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს დაუმძიმებენ. გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით , მისთვის, ჯერჯერობით, ბრალის წარდგენის ზუსტი დრო უცნობია და პროკურატურიდან ამის შესახებ ინფორმაციას ელოდება. ვანო მერაბიშვილს ბრალი სანდრო გირგვლიანის საქმეზე უნდა დაუმძიმონ. აღნიშნულის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 22 ივნისს განაცხადა. კბილაშვილი ამ[სრულად…]

წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულებს აღმკვეთ ღონისძიებას დახურულ პროცესზე შეუფარდებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულებს აღმკვეთ ღონისძიებას დახურულ პროცესზე შეუფარდებენ. პროკურატურამ აღნიშნული შუამდგომლობა პროცესის მიმდინარეობისას დააყენა, რომელსაც მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პროკურორის განცხადებით, არ არის გამორიცხული, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესში სასამართლო საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შეეხოს. პროკურორის თქმით, საქმე ღირსების შემლახველ[სრულად…]

ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე მთავარი პროკურატურა განმარტებას აკეთებს

მთავარი პროკურატურა ვლადიმერ ბედუკაძისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნაზე განმარტებას აკეთებს პროკურატურის განცხადების მიხედვით, ვლადიმერ ბედუკაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გახსნისა და ასევე სისტემური დანაშაულის მხილების საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, მის მიმართ გამოყენებული იქნა განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ საპროცესო შეთანხმება და მთავარმა პროკურორმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ვლადიმერ[სრულად…]

სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს

როგორც დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა მათგან ერთი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, ორი კი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. მინისტრის ცნობით, დაკავებულებს შორის ასევე არის პირი, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა. “ჩვენ პასუხი გავეცით იმ ყველა უსუსურ ბრალდებას, რომლის თანახმად[სრულად…]

შსს-მ სამეგრელოში იარაღისა და საბრძოლო მასალების სამალავი აღმოაჩინა

შსს-მ სამეგრელოში იარაღისა და საბრძოლო მასალების სამალავი აღმოაჩინა, – ამის შესახებ შს სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა. ,შს სამნისტროს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად სამეგრელოში აღმოჩენილია შს სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი სპეციალური კამუფლიაჟით დაფარული სამალავები,[სრულად…]

ციხის სკანდალის საქმეზე განაჩენი გამოტანილია

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 ივნისს განაჩენი გამოიტანა ციხის სკანდალთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელსაც შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც 2012 წლის სექტემბერში პატიმართა წამების შოკისმომგვრელი ვიდეოჩანაწერები აჩვენეს ტელევიზიით. სასჯელაღსრულების სისტემის 17 ყოფილ თანამშრომელს, რომელთაგანაც ბევრი ვიდეოჩანაწერების გავრცელებიდან მალევე დააპატიმრეს, გლდანის N8 დაწესებულების პატიმართა წამება და არაადამიანური და ღირსების შემლახველი[სრულად…]

ქრთამის აღების ფაქტზე შულავერის რწმუნებული დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული აჟდარ ქერიმოვი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა სოფელ შულავერში სამეწარმეო საქმიანობისათვის ტერიტორიის გამოყოფისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით 300 ლარი აიღო. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338- ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების[სრულად…]

საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, ფიანანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე არსლან მეჰმეთ სენა დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საბაჟო წესების გვერდის ავლით, თურქეთიდან საქართველოში   შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 122 178 ლარის ღირებულების საქონელი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის მე – 2 ნაწილით,[სრულად…]

ჩეჩნური კომისიის დასკვნით ლაფანყურის სპეცოპერაცია ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა და მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით განხორციელდა

ლაფანყურის სპეცოპერაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ მის ჩატარებამდე დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. ასეთია გამძიების დასკვნა, რომელიც ჩეჩნეთის დევნილმა მთავრობამ გამოაქვეყნა. 11 გვერდიან დოკუმენტში ასევე საუბარია რუსული სპეცსამსახურებისა და ლოპოტის ხეობაში დაღუპულთა კავშირზე. რუსეთს სპეციალური ჯგუფი მასშტაბური სპეცოპერაციისთვის ჰყავდა მომზადეული. კომისია ასკვნის, რომ ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების განადგურების ოპერაცია ვანო მერაბიშვილმა[სრულად…]