3 საათის წინ
მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ
3 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 115 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 22 უკვე გამოჯანმრთელდა
20 საათის წინ
საჭიროა თუ არა სასურსათო პროდუქტების საპნით რეცხვა ან დეზინფექცია — ექსპერტის რჩევები
20 საათის წინ
ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება
24 საათის წინ
ევროკავშირი – საქართველოსთვის 20 მილიონზე მეტი გამოიყოფა და არსებული პროგრამებიდან 70 მილიონზე მეტი კრიზისის დასაძლევად გადამისამართდება

სამართალი

ცეზარ ჩოჩელი დააკავეს

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი და ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი დაკავებულია. დაკავებულია ასევე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება ავრცელებს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ,  სამართალდამცავებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მცხეთა-მთიანეთის ყოფილი[სრულად…]

გიგი უგილავა: „სხდომაზე აღმოვაჩინე, რომ თურმე პროკურატურა რიყის ტერიტორიის გასხვისებასაც გვედავება“

მედავებიან იმაში, რითიც ვაპირებ რომ მთელი ცხოვრება ვიამაყო – სამიკიტნოდ ქცეული რიყე, თბილისელებისთვის საყვარელ ადგილად ვაქციე , – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც დღეს მის და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვას ესწრებოდა. დედაქალაქის მერის განცხადებით, აბსურდულია პროკურატურის ბრალდება “და რაც არ უნდა[სრულად…]

მესტიის გამგებლის მოადგილე დააკავეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ხერგიანი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მესტიის რაიონში, სახელმწიფო დაფინანსებით 23 მილიონი ლარის ღირებულების საამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, არსებული ხარვეზების მიუხედავად, დოკუმენტებში სამუშაოს შესრულებულად დაფიქსირების სანაცვლოდ, ერთ-ერთი მეწარმისგან, ქრთამის სახით, 300 000 ლარი აიღო.[სრულად…]

აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ ზარი 12 წლის მოზარდმა განახორციელა

ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ განხორციელებული ზარის ავტორი რამდენიმე საათში დაადგინეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაარკვიეს, რომ ზარის განმხორციელებელი სამტრედიაში მცხოვრები, 2001 წელს დაბადებული გიორგი შ-ა. მოზარდი სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მშობლებთან ერთად დაიკითხა, რის შემდეგაც მან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო. ამასთან, გუშინ[სრულად…]

ვანო მერაბიშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომას დაესწრება

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეისთვის ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომას დაესწრება. ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სასასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათისთვისაა ჩანიშნული. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმე წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ “დასაქმების პროგრამას” უკავშირდება. 12.09.13 Please follow and like us:

შსს-მ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების სანაცვლოდ ქრთამის სახით 200 ლარის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქობულეთის რაიონის მუნიციპალიტეტის სამხედრო გაწვევის, აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი, 1956 წელს დაბადებული ლევან სურმანიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან სურმანიძემ, მასზე კანონით მინიჭებული უფლებამოსილების დარღვევით და პირადი გამორჩენის მოტივით, ამავე რაიონში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეს,[სრულად…]

“რაკიინ დეველოპმენტის” ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მიეცა

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტებზე, შპს “რაკიინ დეველოპმენტის” და შპს ,,რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას” ყოფილი დირექტორი გელა მიქაძე  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ გელა მიქაძემ, როგორც შპს “რაკიინ დეველოპმენტის” დირექტორმა, საწარმოს დამფუძნებლების, არაბი ინვესტორების თანხმობის გარეშე, 2011 წლის 10[სრულად…]

ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ – კობა ყურუა, ვახტანგ ჩხაპელია და გელა უბილავა სცნეს

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, კობა ყურუა, ვახტანგ ჩხაპელია და გელა უბილავა თათბირის მე-13 საათზე სცნეს. მსაჯულებმა სათათბიროდ განსაზღვრული სამივე დროის მონაკვეთი ჯამში – 12 საათი გამოიყენეს, თუმცა დროის დამატება გახდა საჭირო. სხდომა[სრულად…]

შესაძლოა სოსო პავლიაშვილი დაიკითხოს

გამორცხული არა არის, რომ ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი დაიკითხოს , – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადუაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის შესვენებისას პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განაცხადა. პროკურორმა აღნიშნული განცხადებით უპასუხა პროცესზე დასკვნითი სიტყვით წარმოთქმისას დაცვის მხარის შეკითხვას, თუკი მოწმეები პირველად შემკვეთად სოსო პავლიაშვილს[სრულად…]

ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დღეს გამოიტანენ

2012 წლის 23 ნოემბერს მოკლული ბიზნესმენის ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დიდი ალბათობით, დღეს გამოიტანენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. მხარეებმა უკვე წარმოთქვეს დასკვნითი სიტყვები. პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ნაფიც მსაჯულებს დასკვნითი სიტყვის დროს ნაფიც მსაჯულებს ის ვიდეომასალა წარუდგინა, რომელიც მისი მტკიცებით, ბრლადებულების დანაშაულს ადასტურებს. კერძოდ,[სრულად…]

ადვოკატი: ვანო მერაბიშვილის პატიმრობა გამოტანილი აქვს არაუფლებამოსილ მოსამართლეს

პატიმრობაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების (პატიმრობის) განჩინება გამოტანილი აქვს არაუფლებამოსილ მოსამართლეს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”, ვანო მერაბიშვილის გვერდზე გავრცელდა. დაცვის მხარე მოითხოვს განჩინების გაუქმებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას და ქუთაისის სასამართლოს აცილებას.[სრულად…]

სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს სასამართლოში უჩივის

სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი ზურაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საია-ს იურისტ ქეთევან კრაწაშვილთან ერთად შეიტანა. როგორც “საქართველოს გზის” საპატიო თავმჯდომარე აცხადებს, საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვს, რადგან კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. “ჩემთვისაც წაყენებული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არა ცესკო-ს მიერ მოგონილი მოთხოვნები, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტზე ვრცელდება. ამ მოთხოვნებს თავის[სრულად…]

სახელმწიფო თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს „პოლიედრი“-ს დამფუძნებელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „პოლიედრი“-ს დამფუძნებელი და დირექტორი, დიმიტრი მახარაშვილი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ. მახარაშვილმა, საბიუჯეტო თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით,  მასთან დასაქმებული პირების სახელზე, ფორმალურად დაარეგისტრირა შპს „360“ და შპს „ბეეტა,“ რომელთა საქმიანობასაც თავად  ხელმძღვანელობდა. მან ხსენებული[სრულად…]

შსს–მ დიდი ოდენობით “ჰეროინი” ამოიღო

შსს–მ დიდი ოდენობით “ჰეროინი” ამოიღო. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1986 წელს დაბადებული პაპუნა მ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებუმა 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინი” თურქეთიდან საქართველოში სხეულით შემოიტანა. ექსპერტიზის[სრულად…]

დიდი ოდენობით ეთილის სპირტის და წითელი ხიზილალის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტზე 2 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეწარმეო საქმიანობისას, ზედნადების გარეშე, დიდი ოდენობით ეთილის სპირტის და წითელი ხიზილალის ტრანსპორტირების და რეალიზაციის ფაქტებზე, მოქალაქეები: ანრი სუხიტაშვილი და ნიკოლოზ თედლიაშვილი დააკავეს, ხოლო  ვიტალი ბაზანდარაშვილის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ვინაიდან ეს უკანასკნელი თავს არიდებს გამოძიებას. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, დიდი[სრულად…]

შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავა

შსს–ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს და ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელი, 1962 წელს[სრულად…]

ადიგენიში რამდენიმე პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში რამდენიმე პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მათ პოლიციისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნული პირები მეჩეთთან არსებული მინარეთის დემონტაჟის დროს დააკავა. “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ხელმძღვანელის, ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, დემონტაჟს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სამართალდამცავების თანდასწრებით ახორციელებს. “დემონტაჟს ახორციელებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ადგილზე იმყოფებიან[სრულად…]

გია ნაცვლიშვილს 200-200 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაევალა

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, გია ნაცვლიშვილსა და შპს “არტესის” და AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP დამფუძნებელს ზაზა კაპანაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ 200-200 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ნაცვლიშვილმა და კაპანაძემ აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. ამასთან, ბრალდების მხარე გია ნაცვლიშვილისა და ზაზა კაპანაძისათვის 300 ათას ლარის შეფარდებას ითხოვდა.[სრულად…]

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, თბილისში მცხოვრები, 1988 წელს დაბადებული რატი ო. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი: ,,ბერეტას” და ,,ვალტერის” მოდელის[სრულად…]

ავთანდილ ადუაშვილის დედა შვილის მკვლელობაში სოსო პავლიაშვილს ადანაშაულებს

ავთანდილ ადუაშვილის ახლობლები ადუაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ სოსო პავლიაშვილს მიიჩნევენ, – ამის შესახებ მათ გუშინ საქალაქო სასამართლოსთან , პროცესის გადადების შემდეგ განაცხადეს. ავთანდილ ადუაშვილის დედამ ჟურნალისტებს მისი ვაჟისა და სოსო პავლიაშვილის ბავშვობაში ერთად გადაღებული ფოტოებიც აჩვენა. “ეს არის ავთოსა და სოსოს სურათი, როცა ერთად იზრდებოდნენ იტალიურ ეზოში გაზრდილმა კი მომიკლა შვილი”,[სრულად…]

საბიუჯეტო თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის გია ნაცვლიშვილი პასუხისმგებლობაში მისცეს

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი გია ნაცვლიშვილი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ დღეს განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაკეთდა. მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების თაღლითური დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი  გია ნაცვლიშვილი, შპს “არტესის” და “ეივენთ ჰოსპიტალ[სრულად…]

დღეს ზესტაფონში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნება

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, ზესტაფონში პოლიციის ახალ შენობას გახსნის. შსს-ს სამინისტროს ცნობით, პოლიციის ახალი, სამსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. პოლიციის ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური: შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, ზესტაფონის რაიონული სამმართველო, დაცვის პოლიციის სამმართველო და შსს-ს იმერეთის,[სრულად…]

შსს-მ აჭარაში პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მდებარე სასტუმრო „ვიქტორია“-ს მფლობელი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალი ა, ამავე სასტუმროს ორი ადმინისტრატორი – საქართველოს მოქალაქეები იზო ლ. და ირინე გ, ასევე, ღამის კლუბ „რეინა“-ს მფლობელი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფაშა შ. პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის[სრულად…]

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო გახმაურებული სამართლის საქმეების სასამართლო მოინიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციის იურისტმა გია გვილავამ განაცხადა, ანგარიშში ასახულია 2013 წლის თებერვლიდან 19 ივლისამდე პერიოდამდე ინფორმაცია. მისივე ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლები ესწრებიან სხდომებს, სადაც მაღალი თანამდებობის პირებს – ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა[სრულად…]

შსს-მ ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე ერთი ერთი პირი დააკავა

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ბექა ვ. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „ბუპრენორფინი“-ს აბის ნაფხვენი და 50 აბი „ტრამადოლი“. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ვ-მ ნარკოტიკები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან ჩამოიტანა.[სრულად…]

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის, ახალციხის სექტორის უფროსი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტებზე, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის, ახალციხის სექტორის უფროსი, ოლეგ ძოწენიძე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ძოწენიძემ, არ აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა – არაიოდიზირებული მარილის რეალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო[სრულად…]

შსს–მ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ხაშურის, კასპის და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სხვადასხვა კაფე-ბარის სამი მფლობელი: 1976 წელს დაბადებული მარინე ი, 1970 წელს დაბადებული ლელა გ. და 1978 წელს დაბადებული ხათუნა ა. ამხილეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ხათუნა ა. –[სრულად…]

ანთიმოზ ბიჩინაშვილი: “მოვითხოვთ ბრალდების მოხსნას იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს”

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული სასულიერო პირების ადვოკატები დღეს, საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესზე ბრალის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებენ, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე დღევანდელ პროცესზე აღნიშნულ შუამდგომლობას დააყენებს იქიდან გამომდინარე, რომ მისი ბრალეულობა განვითარებულ[სრულად…]

ბაჩო ახალაიას მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოფიციალური განცხადება გააკეთა. განცხადების შინაარსი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე მედიას სპიკერ-მოსამართლემ გიორგი არევაძემ გააცნო: “2013 წლის 01 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, ალექსანდრე გორგაძის, ზურაბ შამათავას, გაგა მკურნალიძის, მერაბ კიკაბიძის, მანუჩარ[სრულად…]

ქობულეთის გამგებელი დააკავეს

სამართალდამცველებმა დღეს ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე დააკავეს. დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე ეხება ქობულეთის გამგებლის მოადგილის, რევაზ კარალიძის დაკავების საკითხს , რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ამ საკითხზე რამდენიმე წუთში “ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ორგანიზაციის ოფისში საგანგებო განცხადება გაკეთდება. 26.07.13 Please follow and like us: