სამართალი

რესტორან “ლატრუფეში” მომხდარი ინციდენტზე ია ფარულავა და თიკო სადუნიშვილი დაკითხეს

გვიან ღამემდე გაგრძელდა ვაკის პოლიციის შენობაში რესტორან “ლატრუფეში” მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით მსახიობ ია ფარულავასა და ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილის დაკითხვა. როგორც დაკითხვის შემდეგ ფარულავამ განაცხადა, ის რესტორანში მომხდარ დაპირისპირებას არ შესწრებია, რადგან ადგილი ინციდენტამდე დატოვა. შეგახსენებთ რომ, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება რესტორან “ლატრუფეში” 12 მაისს გამთენიისას[სრულად…]

ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა განახლდა საქალაქო სასამართლოში

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული პირების საქმის არსებითი განხილვა განახლდა საქალაქო სასამართლოში.  დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. სასამართლოს ჩვენებას მისცემენ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირებიც. დაცვის მხარე დღესვე დააყენებს შუამდგომლობას, რომ სტაჟიორი ადვოკატის სტატუსით საქმეში ჩაერთოს ადვოკატი გიორგი ონიანი, რომელიც ბაჩო ახალაიას უფლებებს დაიცავს.  10.05.13 Please follow and like[სრულად…]

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი და გოჩა ჯ–ები ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა გიორგი ჯ-ს პირადი ჩხრეკისას – „ნაგანი“–ს ტიპის რევოლვერი  და 7 საბრძოლო ვაზნა, ხოლო გოჩა ჯ-ს პირადი[სრულად…]

მიწის უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე 7 პირია დაკავებული

მიწის უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე 7 პირია დაკავებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. დაკავებულებს ბრალად ყალბი დოკუმენტების საშუალებით მარნეულის რაიონის სოფლებში 118 ჰექტარი მიწისა და 30 ათასი ამერიკული დოლარის მითვისება ედებათ. გამოძიებით დადგენილია, რომ მარნეულში პოლიციის ყოფილი შენობის უკან მდებარე მიწის ნაკვეთის მითვისების მიზნით დაკავებულებმა დაამზადეს მარნეულის გამგეობის[სრულად…]

პარიზში ქართველებისგან შემდგარი 20 კაციანი კრიმინალური დაჯგუფება დააკვეს

პარიზში ქართველებისგან შემდგარი 20 კაციანი კრიმინალური დაჯგუფება დააკვეს, ინფორმაციას ინტერპოლი ავრცელებს. ცნობილია, რომ დაკავებულებს პარიზსა და მის შემოგარენში 10 ულობით ბინის ძარცვასა და დაყაჩაღება მოხდა.   07.05.13 Please follow and like us:

გასულ წელთან შედარებით 2013 წელს მსჯავრდებულთა რიცხვი 57.2%-ით შემცირდა

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 6 მაისის მდგომარეობით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10114 ბრალდებული/მსჯავრდებული, რაც 2012 წლის 6 მაისის მაჩვენებელთან (23656) შედარებით შემცირდა 13542 (57.2%-ით) ერთეულით. 2013 წლის 2, 3, 4, 5 და 6 მაისის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად[სრულად…]

შსს-მ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად უკანონოდ დაკავებული გიორგი დოთიაშვილი გათავისუფლდა. 22 აპრილს რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით, 1938 წელს დაბადებული მწყემსი, გიორგი (ჟორა) დოთიაშვილი გორის რაიონის სოფელ[სრულად…]

კოტე კუბლაშვილი სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფს შეხვდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფს შეხვდა, შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ადამიანის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი საკითხების პრობლემატიკა განიხილეს. შეხვედრას სამეცნიერო წრეების, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, საქართველოს მოსამართლეთა კორპუსისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. 29.04.13 Please follow and like us:

ყაზახეთში გამოაშკარავეს საქართველოდან ავტომობილების ჩაყვანის კორუფციული სქემა

bizzone.info-ს გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთში გამოაშკარავეს საქართველოდან ავტომობილების ჩაყვანის კორუფციული სქემა. კორუპციასთან ბრძოლის ეგიდით გატარებულ პრევენციული ზომებს შორის, საბაჟო ორგანოებში რეალიზდება, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გეგმა. bizzone.info-ს გავრცელებული ინფორმაციით, საბაჟო რიგების გაწმენდისთვის არაკეთილსინდისიერი თანამშრომლებისგან, რომლებიც შემჩნეული იყვნენ კორუფციულ გარიგებებში, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მანგისტაუსკის მხარეში გამოვლენილი იქნა, საბაჟო პოსტ ”მორპორტის” თანამდებობის პირების[სრულად…]

მოსამართლეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” მიღებული კანონპროექტი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ხელს შეუწყობს

“საერთო სასამართლოების შესახებ” პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი სასამართლო ხელისუფლების რეალურ დამოუკიდებლობას ხელს შეუწყობს, ამის შესახებ აღნიშნულია იმ განცხადებაში  რომელსაც მოსამართლეთა ერთი  ჯგუფი ავრცელებს. “თბილისითაიმსუი”  განცხადება უცვლელად გთავაზობთ: “ჩვენ, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, მივიჩნევთ, რომ საქართველოში დღეს კვლავ აქტუალურია სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობის დამკვიდრების პრობლემა. ამას, თავის მხრივ, საკუთრივ ქართული სახელმწიფოს[სრულად…]

სააღდგომოდ შესაძლოა პატიმართა კიდევ ერთი შეწყალების აქტი განხორციელდეს

სააღდგომოდ პატიმართა შეწყალების მიზნით, შეწყალების სახელმწიფო კომისია 27 აპრილს შეიკრიბება. ამასთან, შესაძლოა მაისში პატიმართა კიდევ ერთი შეწყალების აქტი განხორციელდეს და მსჯავრდებულები 26 მაისისთვისაც გამოუშვან. ამის შესახებ შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი ელენე თევდორაძე აცხადებს. 26.04.13 Please follow and like us:

თეა წულუკიანი მზად არის კიდევ ერთხელ შეხვდეს კოტე კუბლაშვილს

იუსტიციის მინისტრი მზად არის კიდევ ერთხელ შეხვდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და საჭიროების შემთხვევაში მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზებაში დაეხმაროს. თეა წულუკიანი საერთო სასამართლოეობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს აფასებს. მისი განცხადებით, ეს იქნება დამატებითი დრო ყველასთვის, მათ შორის მოსამართლეებისთვისაც, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციაზე პოზიციების ჩამოყალიბებას შეძლებენ. 26.04.13 Please follow and like us:

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გერმანელი ექსპერტის პამელა კნაუსის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გერმანელი ექსპერტის პამელა კნაუსის ვიზიტი დაიწყო. გერმანელი ექსპერტის საქართველოში მოწვევის მიზანი ქართველი კოლეგებისთვის სისტემური დანაშაულის შეფასების საკითხში გამოცდილების გაზიარებაა. პამელა კნაუსი უკვე შეხვდა საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს. შტუტგარდის პროკურატურის პროკურორი სამუშაო შეხვედრებს ქართველ კოლეგებთან გამართავს და მათ პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შეფასებაში კონსულტაციას გაუწევს.[სრულად…]

ნასამართლობის მოხსნაზე სასამართლოსგან უარის მიღების შემთხვევაში ხელახალი შუამდგომლობის დაყენება უკვე სამი თვის შემდეგ შეიძლება

ნასამართლობის მოხსნაზე სასამართლოსგან უარის მიღების შემთხვევაში და პირს შუამდგომლობის ხელახლა დაყენება ნაცვლად ექვსი თვისა სამი თვის შემდეგ შეეძლება,  როგორც ამას მოქმედი კანონი ითვალისწინებს. “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში”  შესატანი აღნისნული ცვლილებების პროექტით პარლამენტს დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა მიმართა. “საქართველოში 2003 წლიდან გახორციელებულმა “ნულოვანი ტოლერანტობის” სისხლის სამართლის პოლიტიკამ პატიმართა და ნასამართლევი მოქალაქეების ზრდა[სრულად…]

არჩილ კბილაშვილი: დათა ახალაიას საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ

დათა ახალაიას საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, დათა ახალაია ბრალდებულია ერთ-ერთ სისხლის სამართლის დანაშაულში პოლიციელ აზარაშვილის საქმეზე. როგორც მთავარმა პროკურორმა განმარტა, პროკურატურა დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებას გაეცნო, თუმცა მასში დასახელებული ფაქტების შესასწავლად საჭიროა დაზუსტებით იმის ცოდნა, რომ განცხადება[სრულად…]

არჩილ კბილაშვილი: “ჩვენს უწყებაში რამდენიმე საქმე არის, სადაც როლანდ ახალაიას პიროვნება ფიგურირებს“

მთავარ  პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უწყებასი რამოდენიმე საქმეა სადაც რონალდ ახალაია ფიგურირებს. “ჩვენს უწყებაში რამდენიმე საქმე არის, სადაც როლანდ ახალაიას პიროვნება ფიგურირებს, მაგრამ ვიცით, რომ ისაა პარლამენტის წევრი და სარგებლობს იმუნიტეტით. ასე, რომ დაწყებული რამდენიმე საქმე არის გაჩერებული სწორედ მისი იმუნიტეტის გამო”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.[სრულად…]

არჩილ კბილაშვილი: “ სასჯელაღსრულების სამი დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელების დაკავება მოვახდინეთ“

როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბიალშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, “ბოლო სამ-ოთხ დღეში, სასჯელაღსრულების სამი დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელების დაკავება მოვახდინეთ“. „აყვანილები არიან ქსნის მე-15 დაწესებულების ყოფილი დირექტორი თოლორდავა და ორი მაღალი რანგის თანამშრომელი, ასევე რუსთავის მეექვსე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ცხვედიანი და მისი მოადგილე და ქუთაისის მეორე დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი ჯიჭონაია. მათ[სრულად…]

პრობაციის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა

საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართლებრივი პროგრამების ბიუროს (INL) მიწვევით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი, სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრა ობოლაძე, თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი ბესიკ ცხადაძე და პრობაციის ოფიცრები: თამარ ჭანტურია და კოშკარ ოსმანოვი. სააგენტოს ინფორმაციიტ, ვიზიტი სასწავლო ხასიათისაა და მიზნად ისახავს, დელეგაციას გააცნოს ამერიკის შეერთებული შტატების[სრულად…]

გიგი უგულავა – ნებისმიერი გამომძიებელი, რომელიც აგვისტოს ომს გამოიძიებს, დაისჯება, როდესაც ამის დრო დადგება

აგვისტოს ომის გამოძიების თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებამ ობიექტური გამოძიების შედეგები უკვე თავის დროზე დადო, ვგულისხმობ ტალიავინის კომისიის დასკვნას, ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. „არავითარ საერთაშორისო ვალდებულებას ეს არ წარმოადგენს. არავის არ სჯერა, რომ კბილაშვილს, რომელიც ომის დროს თავის “მასკოვსკაია კვარტირაში” იჯდა, შეუძლია რაიმე ობიექტური გამოძიების ჩატარება. არავის[სრულად…]