სამართალი

ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. მის მიმართ წაყენებული ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება. მერაბიშვილი გირგვლიანის ეპიზოდზე სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში 19 ივნისს დაკითხეს. მისი ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, მერაბიშვილმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ აზრი არ აქვს მისგან რაიმეს თქმას, რადგან იგი პოლიტიკური პატიმარია და ყველაფერი მის წინააღმდეგ იქნება[სრულად…]

ვანო მერაბიშვილს სავარაუდოდ ბრალს დღეს დაუმძიმებენ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს დაუმძიმებენ. გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით , მისთვის, ჯერჯერობით, ბრალის წარდგენის ზუსტი დრო უცნობია და პროკურატურიდან ამის შესახებ ინფორმაციას ელოდება. ვანო მერაბიშვილს ბრალი სანდრო გირგვლიანის საქმეზე უნდა დაუმძიმონ. აღნიშნულის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 22 ივნისს განაცხადა. კბილაშვილი ამ[სრულად…]

წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულებს აღმკვეთ ღონისძიებას დახურულ პროცესზე შეუფარდებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულებს აღმკვეთ ღონისძიებას დახურულ პროცესზე შეუფარდებენ. პროკურატურამ აღნიშნული შუამდგომლობა პროცესის მიმდინარეობისას დააყენა, რომელსაც მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პროკურორის განცხადებით, არ არის გამორიცხული, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესში სასამართლო საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შეეხოს. პროკურორის თქმით, საქმე ღირსების შემლახველ[სრულად…]

ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე მთავარი პროკურატურა განმარტებას აკეთებს

მთავარი პროკურატურა ვლადიმერ ბედუკაძისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნაზე განმარტებას აკეთებს პროკურატურის განცხადების მიხედვით, ვლადიმერ ბედუკაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გახსნისა და ასევე სისტემური დანაშაულის მხილების საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, მის მიმართ გამოყენებული იქნა განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ საპროცესო შეთანხმება და მთავარმა პროკურორმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ვლადიმერ[სრულად…]

სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს

როგორც დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა მათგან ერთი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, ორი კი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. მინისტრის ცნობით, დაკავებულებს შორის ასევე არის პირი, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა. “ჩვენ პასუხი გავეცით იმ ყველა უსუსურ ბრალდებას, რომლის თანახმად[სრულად…]

შსს-მ სამეგრელოში იარაღისა და საბრძოლო მასალების სამალავი აღმოაჩინა

შსს-მ სამეგრელოში იარაღისა და საბრძოლო მასალების სამალავი აღმოაჩინა, – ამის შესახებ შს სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა. ,შს სამნისტროს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად სამეგრელოში აღმოჩენილია შს სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი სპეციალური კამუფლიაჟით დაფარული სამალავები,[სრულად…]

ციხის სკანდალის საქმეზე განაჩენი გამოტანილია

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 ივნისს განაჩენი გამოიტანა ციხის სკანდალთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელსაც შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც 2012 წლის სექტემბერში პატიმართა წამების შოკისმომგვრელი ვიდეოჩანაწერები აჩვენეს ტელევიზიით. სასჯელაღსრულების სისტემის 17 ყოფილ თანამშრომელს, რომელთაგანაც ბევრი ვიდეოჩანაწერების გავრცელებიდან მალევე დააპატიმრეს, გლდანის N8 დაწესებულების პატიმართა წამება და არაადამიანური და ღირსების შემლახველი[სრულად…]

ქრთამის აღების ფაქტზე შულავერის რწმუნებული დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული აჟდარ ქერიმოვი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა სოფელ შულავერში სამეწარმეო საქმიანობისათვის ტერიტორიის გამოყოფისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით 300 ლარი აიღო. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338- ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების[სრულად…]

საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, ფიანანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე არსლან მეჰმეთ სენა დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საბაჟო წესების გვერდის ავლით, თურქეთიდან საქართველოში   შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 122 178 ლარის ღირებულების საქონელი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის მე – 2 ნაწილით,[სრულად…]

ჩეჩნური კომისიის დასკვნით ლაფანყურის სპეცოპერაცია ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა და მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით განხორციელდა

ლაფანყურის სპეცოპერაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ მის ჩატარებამდე დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. ასეთია გამძიების დასკვნა, რომელიც ჩეჩნეთის დევნილმა მთავრობამ გამოაქვეყნა. 11 გვერდიან დოკუმენტში ასევე საუბარია რუსული სპეცსამსახურებისა და ლოპოტის ხეობაში დაღუპულთა კავშირზე. რუსეთს სპეციალური ჯგუფი მასშტაბური სპეცოპერაციისთვის ჰყავდა მომზადეული. კომისია ასკვნის, რომ ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების განადგურების ოპერაცია ვანო მერაბიშვილმა[სრულად…]

შსს-მ სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის საფლავების ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიცვალებულისადმი უპატივცემლობის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ლალი დ. და 1985 წელს დაბადებული ალექსანდრე კ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თანამზრახველებთან ერთად შეურცხყვეს რამდენიმე საფლავი, მათ შორის მიმდინარე წლის 24 მაისს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანისა[სრულად…]

სამხედრო პოლიციის დეპარატმენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დააკავეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია სამხედრო პოლიციის დეპარატმენტის უფროსის ყოფილი მოადგილე პოლკოვნიკი მალხაზ ბოხუა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მხილებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის N 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “დ” და ამავე[სრულად…]

ყოფილი პოლიციელების ადვოკატები მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ყოფილი პოლიციელების ადვოკატები მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ. წინასწარი პატიმრობა გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილე ექვსივე სამართალდამცველს შეეფარდა. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, ისინი თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, გამოძიებას ხელს შეუშლიდნენ. 29.05.13 Please follow and like us:

რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს,  რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს. გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და[სრულად…]

ქრთამის აღების ფაქტზე “იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის” დირექტორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე “იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის” დირექტორი მიხეილ გოგებაშვილი და მოქალაქე აკაკი მაისურაძე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გოგებაშვილმა ყალბი ცნობისა და ყალბი ხელშეკრულების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 750 ლარი აიღო. მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან[სრულად…]

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის 6 თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების და სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები: ტარიელ მახარაძე, ნოდარ მამულაძე  და რამაზ დევაძე. ასევე, შპს „ლინდეკ ჯორჯიას“ წარმომადგენლები: მამუკა ნაცვლიშვილი, მალხაზ კოხრეიძე და თემურ გუნია დააკავეს. სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმის მერიამ ველობილიკების მოსაწყობად[სრულად…]

17 მაისს კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 პირი დააკავეს

შსს-ს  თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 პირი:  გიგა კ,  ზურაბ ჩ, ამირან მ. და ბექა ფ.  პოლიციის დაუმორჩლებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და  173-ე მუხლებით დააკავეს. აღნიშნული დანაშაულების ჩადენა ითვალისწინებს  ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას[სრულად…]

ხვალიდან “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტი ძალაში შევა

“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტს და მასთან დაკავშირებულ კიდევ სამ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლებსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს მოაწერა ხელი. უსუფაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო პაკეტი, სავარაუდოდ, დღესვე გამოქვეყნდება “საკანონმდებლო მაცნეში”. “ხვალიდან კანონები ძალაში შევა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთთვიან პერიოდში უნდა ჩატარდეს მოსამართლეთა[სრულად…]

გია ხვედელიძე 5000 ლარიანი გირაოს გადახდისთანავე იზოლატორს დატოვებს

შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძს ადვოკატრმა 5000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის შესახებ სასამართლომ არ გაიზიარა. შს მინისტრის ყოფილი მოადგილე წინასწარი დაკავების იზოლატორს გირაოს გადახდისთანავე დატოვებს. ადვოკატის ინფორმაციით, დანაშაული, რომელსაც გელა ხვედელიძეს ედავებიან, ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიისაა და, აქედან გამომდინარე, აღმკვეთი ღონისძიების სახედ[სრულად…]

შსს-მ ქურდული სამყაროს 12 წევრი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს  სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის  ნასამართლევი, ქურდული სამყაროს  12 წევრი. მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი – კახა მ. და ერთი ქალბატონი – თამარ ძ, დაკავებულები არიან: რეზო ხ, ვლადიმერ ხ, შალვა ჯ, ელიზბარ დ,ლაშა თ, თამაზ მ, ლევან ხ, ირაკლი ც, მაიზერ ბ, ნიკოლოზ ბ.[სრულად…]

შსს გელა ხვედელიძის დაკავების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის დაკავების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის მიერ ინტერნეტსივრცეში გიორგი ფარესაშვილისა და სხვათა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განთავსების საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიების ორგანიზებასა და საპროცესო ხელმძღვანელობას[სრულად…]

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდების ცხედრების ექპერტიზის საქმეში დღეიდან დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდების ცხედრების ექპერტიზის საქმეში დღეიდან დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება. შსს-მ გარდაცვლილთა მშობლების მოთხოვნა დააკმაყოფილა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატიდან რუსუდან ბერიაშვილი შეირჩა. ამის შესახებ ინფორმაცია მშობლებმა ომბუდსმენის მოადგილისგან მიიღეს. დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ასლან მარგოშვილის მამის მერაბ მარგოშვილის თხოვნით, წუხელ[სრულად…]

გელა ხვედელიძეს ბრალს 48 საათში წაუყენებენ

დაკავებული გელა ხვედელიძის ადგილსამყოფელის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას არ აქვეყნებს. სავარაუდოდ, ხვედელიძე მოდულის შენობაში იმყოფება. მას ბრალს 48 საათში წაუყენებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ[სრულად…]

რესტორან “ლატრუფეში” მომხდარი ინციდენტზე ია ფარულავა და თიკო სადუნიშვილი დაკითხეს

გვიან ღამემდე გაგრძელდა ვაკის პოლიციის შენობაში რესტორან “ლატრუფეში” მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით მსახიობ ია ფარულავასა და ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილის დაკითხვა. როგორც დაკითხვის შემდეგ ფარულავამ განაცხადა, ის რესტორანში მომხდარ დაპირისპირებას არ შესწრებია, რადგან ადგილი ინციდენტამდე დატოვა. შეგახსენებთ რომ, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება რესტორან “ლატრუფეში” 12 მაისს გამთენიისას[სრულად…]

ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა განახლდა საქალაქო სასამართლოში

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული პირების საქმის არსებითი განხილვა განახლდა საქალაქო სასამართლოში.  დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. სასამართლოს ჩვენებას მისცემენ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირებიც. დაცვის მხარე დღესვე დააყენებს შუამდგომლობას, რომ სტაჟიორი ადვოკატის სტატუსით საქმეში ჩაერთოს ადვოკატი გიორგი ონიანი, რომელიც ბაჩო ახალაიას უფლებებს დაიცავს.  10.05.13 Please follow and like[სრულად…]

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი და გოჩა ჯ–ები ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა გიორგი ჯ-ს პირადი ჩხრეკისას – „ნაგანი“–ს ტიპის რევოლვერი  და 7 საბრძოლო ვაზნა, ხოლო გოჩა ჯ-ს პირადი[სრულად…]

მიწის უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე 7 პირია დაკავებული

მიწის უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე 7 პირია დაკავებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. დაკავებულებს ბრალად ყალბი დოკუმენტების საშუალებით მარნეულის რაიონის სოფლებში 118 ჰექტარი მიწისა და 30 ათასი ამერიკული დოლარის მითვისება ედებათ. გამოძიებით დადგენილია, რომ მარნეულში პოლიციის ყოფილი შენობის უკან მდებარე მიწის ნაკვეთის მითვისების მიზნით დაკავებულებმა დაამზადეს მარნეულის გამგეობის[სრულად…]

პარიზში ქართველებისგან შემდგარი 20 კაციანი კრიმინალური დაჯგუფება დააკვეს

პარიზში ქართველებისგან შემდგარი 20 კაციანი კრიმინალური დაჯგუფება დააკვეს, ინფორმაციას ინტერპოლი ავრცელებს. ცნობილია, რომ დაკავებულებს პარიზსა და მის შემოგარენში 10 ულობით ბინის ძარცვასა და დაყაჩაღება მოხდა.   07.05.13 Please follow and like us:

გასულ წელთან შედარებით 2013 წელს მსჯავრდებულთა რიცხვი 57.2%-ით შემცირდა

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 6 მაისის მდგომარეობით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10114 ბრალდებული/მსჯავრდებული, რაც 2012 წლის 6 მაისის მაჩვენებელთან (23656) შედარებით შემცირდა 13542 (57.2%-ით) ერთეულით. 2013 წლის 2, 3, 4, 5 და 6 მაისის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად[სრულად…]

შსს-მ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად უკანონოდ დაკავებული გიორგი დოთიაშვილი გათავისუფლდა. 22 აპრილს რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით, 1938 წელს დაბადებული მწყემსი, გიორგი (ჟორა) დოთიაშვილი გორის რაიონის სოფელ[სრულად…]