22 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცახდებას ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცახდებას ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართველი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარს უჭერს შსს-ს და თანამშრომლობს ჩაწყობილი-გარიგებული მატჩების ორგანიზატორთა და ამ პროცესში ჩართულ პირთა გამოსავლენად ჩატარებულ ღონისძიებებში. ფედერაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები თუ კლუბებში დასაქმებული სხვა პირები სრულფასოვნად გაიაზრებენ იმ ზიანის მასშტაბებს, რაც თითოეული[სრულად…]

2015/05/05 სპორტი
მსოფლიო რბენის გამარჯვებული საქართველოში კვლავ  ანატოლი ოლენიკოვი გახდა

მსოფლიო რბენის გამარჯვებული საქართველოში კვლავ ანატოლი ოლენიკოვი გახდა

ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. Wings for Life მსოფლიო რბენა უკვე ნაცნობ ლოკაციაზე, კახეთში, ლოპოტას ტბის გადასახვევთან გაიმართა. ქალ მორბენლებს შორის გაიმარჯვა ლინდა ვან ვლიეტმა (Linda van Vliet), რომელმაც 32,01 კმ. ირბინა. 2014 წლის ჰოლანდიის გამარჯვებული ქალებს შორის აშკარა ლიდერი იყო. ლინდას თქმით, მან საქართველო იმ ულამაზესი[სრულად…]

2015/05/05 სპორტი
ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია

ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. ტურნირის გადამწყვეტ ბოლო ტურში ქართველი მოჭადრაკეები ჩინეთის გუნდს დაუპირისპირდნენ და მეტოქე ორ ნახევრით ერთ ნახევარი დაამარცხეს. გამარჯვება მერი არაბიძემ მოიპოვა. ხოტენაშვილმა, მელიამ და ბათიაშვილმა კი თავიანთი პარტიები ყაიმით დაასრულეს. საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა 17 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. Please[სრულად…]

2015/04/28 სპორტი
“თბილისი 2015”-ის სამზადისს 50 ქვეყნის წარმომადგენლები შეაფასებენ

“თბილისი 2015”-ის სამზადისს 50 ქვეყნის წარმომადგენლები შეაფასებენ

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის სამზადისს 50 ქვეყნის წარმომადგენლები შეაფასებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წევრები, 50 ქვეყნის ტექნიკური დელეგატები და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. ისინი მონაწილეობას იღებენ “ექსპო ჯორჯიაში” მიმდინარე სემინარზე, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია და სპორტისა[სრულად…]

2015/04/24 სპორტი
თბილისში ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართება

თბილისში ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართება

24-26 აპრილს თბილისში ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, წოლჭიმში, ამოწევასა და ძალისმიერ ორჭიდში, ეკიპირებულ და არაეკიპირებულ დივიზიონში მოეწყობა. ჩემპიონატთან დაკავშირებით დღეს ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციას თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე დაესწრო. პროექტს თბილისის მერიის[სრულად…]

2015/04/21 სპორტი
საქართველოში საკალათბურთო კემპი დაიწყო

საქართველოში საკალათბურთო კემპი დაიწყო

თბილისში კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და კომპანია “სასკი ბასკონიას” ერთობლივი პროექტი, საკალათბურთო კემპი დაიწყო. როგორც “თბილისი თაიმსს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კემპმა “დინამოს” ბაზაზე სტარტი 13 აპრილიდან აიღო და ორი კვირის განმავლობაში გასტანს. აღნიშნულ კემპში სულ 160 ბავშვი მონაწილეობს. კომპანია “სასკი ბასკონია” ესპანეთის პრიმერადივიზიონსა და ევროლიგაში მოასპარეზე კლუბ “ლაბორალ[სრულად…]

2015/04/17 სპორტი
ქართველი მოჭადრაკე დუბაის საერთაშორისო ტურნირიდან გააძევეს

ქართველი მოჭადრაკე დუბაის საერთაშორისო ტურნირიდან გააძევეს

ქართველი მოჭადრაკე გაიოზ ნიგალიძე დუბაის საერთაშორისო ტურნირიდან გააძევეს. გარდა ამისა, ნიგალიძეს 15-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ნიგალიძე ტიგრან პეტროსიანს ეთამაშებოდა და ხშირად გადიოდა ტუალეტში, რაზეც პეტროსიანმა მსაჯებს უთხრა და მეტოქისთვის თვალის დევნება სთხოვა. ნიგალიძეს ტუალეტში მობილური ტელეფონი ჰქონდა დამალული და ერთ-ერთი საჭადრაკო პროგრამის დახმარებით სავარაუდო სვლებს ამოწმებდა. ნიგალიძე ერთსა და იმავე კაბინაში[სრულად…]

2015/04/13 სპორტი
ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელის ქალაქ რაანანაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. როგორც “თბილისი თაიმსს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 180-ე ადგილს იკავებს, ზედიზედ დაამარცხა ავსტრიელი, სლოვენიელი, რუსი და მოლდოველი მეტოქეები, ფინალში კი სლოვაკ ლუკაშ ლაცკოს სძლია –[სრულად…]

2015/04/06 სპორტი
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია. დღეს საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 57:0 დამარცხდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა ანგარიშით 12:0 მოიგეს. მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა მასპინძლებს ვერაფერი დაუპირისპირეს, თავად კი შეცდომებს უმატეს. ამით ფრანგებმა კარგად ისარგებლეს და კიდევ ექვსი[სრულად…]

2015/04/04 სპორტი
5 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიებები გაიმართება

5 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიებები გაიმართება

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 5 აპრილს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიებები გაიმართება. როგორც “თბილისი თაიმსს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე ბავშვებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ღონისძიების თითოეულ სტუმარს საშუალება ექნება ჩაერთოს სხვადასხვა სპორტულ თამაშში: მინი-ფეხბურთი, 3X3-ზე კალათბურთი, ფრენბურთი, გრეხეთბოლი,[სრულად…]

2015/04/03 სპორტი
ლევან ყიფინი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

ლევან ყიფინი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე რჩება. სამინისტროში გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა პრემიერ-მინისტრს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამართულ სპორტის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებმა სპორტის მინისტრის მუშაობა გააკრიტიკეს და საქმის კურსში ჩააყენეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. Please follow and like us:

2015/04/01 სპორტი
0:2 – საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა

0:2 – საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიის ნაკრებთან ანგარიშით, 0:2 დამარცხდა. მატჩი თბილისში , “დინამო არენაზე” ჩატარდა. მსოფლიოს ჩემპიონების უპირატესობა პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა. სტუმრებმა პირველი ბურთი 39-ე წუთზე გაიტანეს. ანგარიში მარკო როისმა გახსნა. საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი თომას მიულერმა გაიტანა და მატჩის საბოლოო[სრულად…]

2015/03/29 სპორტი
სქართველოს რკინიგზა სარაგბო გუნდ “ლოკომოტივი-2008”-ის, საკალათბურთო გუნდ “სოხუმისა” და წყალბურთელთა ნაკრებ “ლოკომოტივის” სპონსორი ხდება

სქართველოს რკინიგზა სარაგბო გუნდ “ლოკომოტივი-2008”-ის, საკალათბურთო გუნდ “სოხუმისა” და წყალბურთელთა ნაკრებ “ლოკომოტივის” სპონსორი ხდება

სს “საქართველოს რკინიგზასა” და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის, დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. “საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს, “საქართველოს რკინიგზა” სარაგბო გუნდ “ლოკომოტივი-2008”-ის, საკალათბურთო გუნდ “სოხუმისა” და წყალბურთელთა ნაკრებ “ლოკომოტივის” სპონსორი გახდება. მემორანდუმს ხელს სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მოაწერს.  [სრულად…]

2015/03/25 სპორტი
თბილისში გერმანიისა და მალტის საფეხბურთო ნაკრებებს ელოდებიან

თბილისში გერმანიისა და მალტის საფეხბურთო ნაკრებებს ელოდებიან

მალტასთან საფეხბურთო ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთების შეძენა ლოკომოტივის სტადიონის სალაროებში 5 ლარად იქნება შესაძლებელი. გერმანიასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის ბილეთების გაყიდვა კი ხვალ დაიწყება და მისი ფასი 10, 15, 20 და 30 ლარი იქნება. საქართველო – მალტას ამხანაგური შეხვედრა 25 მარტს, საქართველო – გერმანია კი 29 მარტს[სრულად…]

2015/03/23 სპორტი
ქართველ მორაგბეთა ეროვნული ნაკრები “ერთა თასის” მფლობელი უკვე მეცხრედ გახდა

ქართველ მორაგბეთა ეროვნული ნაკრები “ერთა თასის” მფლობელი უკვე მეცხრედ გახდა

ქართველ მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის – “რაგბი – ევროპის ჩემპიონატის” გამარჯვებულია. ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა რუმინელები დღეს, სტუმრად ანგარიშით – 6:15 დაამარცხა. ამ გამრჯვებით, საქართველოს ნაკრები “ერთა თასის” მფლობელი უკვე მეცხრედ გახდა. ამასთან, აღნიშნული ტურნირი ქართველმა მორაგბეებმა დაუმარცხებლად განვლეს და ხუთივე თამაში მოიგეს. Please follow and like us:

2015/03/21 სპორტი
სპორტის სასახლეში ძიუდოს გრან პრის გათამაშება დაიწყო

სპორტის სასახლეში ძიუდოს გრან პრის გათამაშება დაიწყო

თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო ძიუდოს გრან პრის გათამაშება, რომელიც 20-22 მარტს  გაიმართება. ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია, მონაწილეობას 42 ქვეყნის 400-მდე ძიუდოისტი მიიღებს. შეჯიბრებაზე საქართველო 29 სპორტსმენით წარსდგება – 28 ვაჟი და ერთი გოგონა. 20 მარტს მამაკაცებში ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდებიან 60 და 66 წონით კატეგორიებში. სპორტის სამინისტროს[სრულად…]

2015/03/20 სპორტი
„ქუჩაშიც გამითენებია, ეზოებიც დამისუფთავებია, ჭურჭელიც დამირეცხავს“ – ირკლი თორელი – ქართველი ბოდიბილდერის ესპანური წარმატებები

„ქუჩაშიც გამითენებია, ეზოებიც დამისუფთავებია, ჭურჭელიც დამირეცხავს“ – ირკლი თორელი – ქართველი ბოდიბილდერის ესპანური წარმატებები

XXI საუკენის ადამიანების ერთ–ერთი მთავარი მისწრაფება ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ხდება. დღეს საქართველო ფიტნეს კლუბების სიმცირეს აღარ განიცდის. ადამიანებს შეუძლით დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით როგორც უნდათ, სადაც უნდათ და როცა უნდათ. ამბობენ ზედმეტი არაფერი არ ვარგაო, მითუმეტეს თუ ეს ზედმეტი კალორიებია. სასურველი „ფიგურის“ მისაღებად საჭიროა ყოველდღიური ვარჯიში, სწორი კვება და[სრულად…]

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 33:0 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 33:0 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 33:0 დაამარცხა. მატჩი “ევროპის ჩემპიონატის” ეგიდით გაიმართა. პირველი ტაიმი საქართველომ 6:0 მოიგო, მეორეში კი – მეტოქე 27:0 დაამარცხა. 4 საჯარიმო და 3 გარდასახვა ზუსტად შეასრულა მერაბ კვირიკაშვილმა, ხოლო ლელოები დავით კაჭარავამ, ზურაბ ჟვანიამ და კარლენ ასეშვილმა დადეს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის ეროვნულ სტადიონზე[სრულად…]

2015/03/14 სპორტი
საქართველოს მასშტაბით სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იწყება

საქართველოს მასშტაბით სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იწყება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობითა და ჩართულობით, მასშტაბურ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს. ოლიმპიურ შეჯიბრებებში 11 ქალაქის – თბილისის, ბათუმის, მცხეთის, გორის, რუსთავის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდის და ამბროლაურის სკოლების გუნდები ჩაერთვებიან. როგორც “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, სასკოლო გუნდები ერთმანეთს სპორტის[სრულად…]

2015/03/06 სპორტი
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გულშემატკივართა რჩეულად ვარლამ ლიპარტელიანი დაასახელა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გულშემატკივართა რჩეულად ვარლამ ლიპარტელიანი დაასახელა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გულშემატკივართა “ფეისბუქის” გამოკითხვის შედეგად 2014 წლის რჩეულები გამოავლინა. ნაკრებებს შორის გულშემატკივრებმა უპირატესობა საქართველოს ნაკრებს მიანიჭეს. ვაჟ ძიუდოისტებს შორის კი გულშემატკივართა რჩეული ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. გულშემატკივართა რჩეული ქალი ძიუდოისტი 1. იარდენ გერბი 2. ურანტსეტსეგ მუნხბატი 3. მაილინდა კელმენდი გულშემატკივართა რჩეული ვაჟი ძიუდოისტი 1. ვარლამ ლიპარტელიანი 2. ტედი რინერი[სრულად…]

2015/03/05 სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად ესპანეთი ანგარიშით 26:13 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქართველი მორაგბეები “რაგბი ევროპის ჩემპიონატზე” პირველ ადგილზე იმყოფებიან. ქართველთაგან საჯარიმოები და გარდასახვა ზუსტად შეასრულა მერაბ კვირიკაშვილმა, ხოლო ლელოები ზურაბ ჟვანიამ და დავით კაჭარავამ დადეს. შემდეგ შეხვედრას 14 მარტს საქართველო თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს. Please follow and like us:

2015/02/28 სპორტი
ლევან ყიფიანმა “ლოკომოტივ გრუზიას“ მენეჯერს და მწვრთნელს სავარჯიშო ფორმები გადასცა

ლევან ყიფიანმა “ლოკომოტივ გრუზიას“ მენეჯერს და მწვრთნელს სავარჯიშო ფორმები გადასცა

სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე სამინისტროში კიევში მოქმედ საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივ გრუზიას” მენეჯერს და მწვრთნელს შეხვდნენ. „ლოკომოტივ გრუზია” უკრაინულ-ქართული კლუბია. ის ორი წელია, რაც კიევში ფუნქციონირებს. ზურაბ ხუბაევი გუნდის მენეჯერი და მწვრთნელია, ბესიკ ნოზაძე კი მწვრთნელი. მინისტრმა სწორედ მათ უმასპინძლა. იანვრის მიწურულს „ლოკომოტივ გრუზიამ”[სრულად…]

2015/02/26 სპორტი
თბილისი პირველად უმასპინძლებს თანამედროვე კარატეს ერთ-ერთ დიდ ოსტატს

თბილისი პირველად უმასპინძლებს თანამედროვე კარატეს ერთ-ერთ დიდ ოსტატს

ამა წლის 20-22 თებერვალს, თბილისი პირველად უმასპინძლებს მსოფლიოს კარატეს ფედერაციის ეგიდით მოვლინებულ თანამედროვე კარატეს ერთ-ერთ დიდ ოსტატს, დავით ბენეტელოს, რომელიც  მწვრთნელთა ლიზენზირებისთვისაა მოწვეული. ამავე დროს მაღალი რანგის ოსტატი, სენსეი დავით ბენეტელო მსოფლიოს კარატეს ფედერაციის სპორტული კომისიის თავმჯდომარე და აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანის, ნუგზარ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, სემინარები[სრულად…]

2015/02/18 სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოროგი წარმატება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოროგი წარმატება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ანგარიშით 20:15 პორტუგალია დაამარცხა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მატჩი გაიმართა. ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში 57-ე წამზე გახსნეს, ლელოს ავტორი დავით კაჭარავა იყო. საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 20:15 დასრულდა. “ბორჯღალოსნებმა” “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” პირველ მატჩში გერმანიას[სრულად…]

2015/02/14 სპორტი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე სპორტული ჩემპიონატების დაფინანსების საკითხზე იმსჯელეს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე სპორტული ჩემპიონატების დაფინანსების საკითხზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარემ ქეთავან ჯოხაძემ, კომისიის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში კალენდარული წესით გათვალისწინებული პროექტები წარუდგინა. როგორც “თბილისი თაიმსს” საკრებულოდან აცნობეს, სხდომაზე კომისიის წევრებმა შემდეგი სპორტული ღონისძიებების დაფინანსების საკითხები განიხილეს: თბილისის[სრულად…]

2015/01/30 სპორტი
ლევან ყიფიანმა და ისრაელის ელჩმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ლევან ყიფიანმა და ისრაელის ელჩმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა და საქართველოში ისრაელის ელჩმა, იუვალ ფუქსმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. როგორც ხელმოწერის შემდეგ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა განაცხადა, საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ისრაელის სახელმწიფოს კულტურისა და[სრულად…]

2014/12/05 სპორტი
დიდ დიღომში, ოლიმპიური ცენტრის ტერიტორიაზე რაგბის სტადიონი აშენდება

დიდ დიღომში, ოლიმპიური ცენტრის ტერიტორიაზე რაგბის სტადიონი აშენდება

დიდ დიღომში, ოლიმპიური ცენტრის ტერიტორიაზე რაგბის სტადიონი აშენდება. როგორ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სტადიონი სპეციალურად რაგბის ნაკრებისთვის იქნება განკუთვნილი. მათივე თქმით, სტადიონი 25-დან 30 000-მდე გულშემატკივარს დაიტევს. ლევან ყიფიანის ინფორმაციით, პროექტზე ფრანგულმა კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო.[სრულად…]

2014/11/21 სპორტი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) მესაზღვრეები ვალერი ვაჭრიძე, არსენ ყარაგვეზაშვილი და ხვიჩა ქოქუაშვილი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. 10-15 ნოემბერს ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსინგში, სადაც საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ფედერაციის ნაკრები გუნდის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. მესაზღვრე სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიეს. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები სამი[სრულად…]

2014/11/17 სპორტი
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ნაკრებს დღეს დატოვებს

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ნაკრებს დღეს დატოვებს

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ნაკრებს, პოლონეთთან შეხვედრის ნებისმიერი შედეგით დასრულების შემდეგ დატოვებს. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, პოლონეთთან გასამართი შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო მატჩი იქნება ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე და მიუხედავად შედეგისა, თანამდებობას დატოვებს. პოლონეთთან შეხვედრის წინ გამართული პრესკონფერენცია ჟურნალისტთა[სრულად…]

2014/11/14 სპორტი
ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის, გურამ გუგენიშვილის გამოსვენება ხუთშაბათს სამების ტაძრიდან მოხდება

ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის, გურამ გუგენიშვილის გამოსვენება ხუთშაბათს სამების ტაძრიდან მოხდება

ტრაგიკულად დაღუპული, 28 წლის  სპორტსმენის გურამ გუგენიშვილის ცხედარი დღეს სამების საკათედრო ტაძარში იქნა დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. ხვალ, 13 ნოებმბერს კი სპორტსმენის გასვენება 14.00 საათზე სამების ტაძრიდან მოხდება. შეგახსენებთ, რომ 28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა M-1 Challenge-ს ყველაზე ცნობილი მებრძოლი გურამ გუგენიშვილი. 28 წლის სპორტსმენი, რომელიც აღნიშნულ კატეგორიაში მსოფლიო[სრულად…]