სპორტი

ქართულ ჭიდაობას, როგორც ხელოვნების და სპორტის უნიკალურ სახეობას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება

ქართულ ჭიდაობას, როგორც ხელოვნების და სპორტის უნიკალურ სახეობას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება

ქართულ ჭიდაობას, როგორც ხელოვნების და სპორტის უნიკალურ სახეობას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება. როგორც მთავრობის დღევადელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა განუცხადა, შესაბამის საკითხს სამინისტრო მომავალ კვირას დაამტკიცებს. “შემდგომი პროცედურა ეროვნული კატეგორიის განსაზღვრაა, შემდეგ არის უკვე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსად განხილვა. ამას გარკვეული ვადა სჭირდება.[სრულად…]

ინტელექტის დღე-2014 იწყება!

ინტელექტის დღე-2014 იწყება!

დღეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინტელექტუალური შეჯიბრის, „ინტელექტის დღე 2014″-ის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლეთა შორის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?” –  „ინტელექტის დღე 2014″ წელს უკვე მესამედ იმართება. ტურნირის შესარჩევი ეტაპი 26 აპრილს, შაბათ დღეს საქართველოს 72 მუნიციპალურ ცენტრში ერთდროულად გაიმართება. ტურნირის პირველი ეტაპი შედგება 24 კითხვისაგან.[სრულად…]

2014/04/08 სპორტი
შუმახერზე მისი მენეჯერი განცხადებას ავრცელებს

შუმახერზე მისი მენეჯერი განცხადებას ავრცელებს

96 დღიანი კომის შემდეგ გერმანელი ავტომრბოლელი მიხეილ შუმახერი კომატოზური მდგომარეობიდან გამოდის. ამის თაობაზე ინფორმაციას მისი მენეჯერი საბინე კელმი ავრცელებს და ულოცავს მის მეგობრებსა და გულშემატკივრებს. როგორც გერმანული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან ეს წლის ყველაზე სასიხარულო ინფორმაა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ შუმახერი 29 დეკემბერს თხილამურებით სრიალისას დაიმტვრა და მძიმე დაზიანებები მიიღო. ის დღემდე[სრულად…]

ირაკლი ღარიბაშვილი: „რეალური ნაბიჯები გადავდგათ ქართული ფეხბურთის აღორძინებისთვის“

ირაკლი ღარიბაშვილი: „რეალური ნაბიჯები გადავდგათ ქართული ფეხბურთის აღორძინებისთვის“

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ქართული ფეხბურთის აღორძინებისთვის.  “ამ მიზნით შეიქმნა ფეხბურთის განვითარების ხელმშემწყობი სამთავრობო კომისია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევიმუშაოთ შესაბამისი პოლიტიკა და რეალური ნაბიჯები გადავდგათ ქართული ფეხბურთის აღორძინებისთვის”, – აღნიშნა ირაკლი ღარინაშვილმა. კომისიაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შედიან ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან[სრულად…]

2014/04/04 სპორტი
ნინო სალუქვაძემ მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ნინო სალუქვაძემ მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ამერიკის ქალაქ ფორტ ბენინგში, სპორტული პისტოლეტიდან სროლაში დასრულებულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ნინო სალუქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, რითაც მსოფლიო თასის სუპერფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საკვალიფიკაციო ეტაპზე არცთუ ისე კარგად იასპარეზა და 581 ქულით ნახევარფინალში ბოლო, მერვე ადგილით შევიდა. ნახევარფინალში ნინო სალუქვაძემ კონცენტრაცია მოახერხა და 17 ქულით ფინალში სროლის უფლებაც მოიპოვა,[სრულად…]

2014/04/01 სპორტი
12-წლამდე ჩოგბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ

12-წლამდე ჩოგბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ

ვერის საჩოგბურთო კორტზე დასრულდა საქართველოს პირველობა 12-წლამდე ასაკის გოგონათა და ვაჟ ჩოგბურთელთა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა 16-16 სპორტსმენი. 5 დღიანი დაძაბული თამაშების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ვაჟთა შორის ფინალში ლაშა-გიორგი კიკვიძემ 2 სეტში 6:2, 6:2 დაამარცხა ნიკოლოზ ევგენიძე და პირველობის გამარჯვებული გახდა, ხოლო გოგონებში დალიდა ქადარიამ სძლია ია სალუქვაძეს. საქართველოს პირველობის გამარჯვებულებისგან[სრულად…]

2014/04/01 სპორტი
საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩერლიდინგში

საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩერლიდინგში

დღეს სპორტულ კომპლექს “არენაში” ცეკვის მე-5 საერთაშორისო ოლიმპიადა – საქართველოს ღია ჩემპიონატი გაიმართება ჩერლიდინგში (მხარდამჭერთა გუნდების შეჯიბრი). ჩემპიონატი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჩერლიდინგის ფედერაცია, 3 სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში (ბავშვები, იუნიორები, დიდები) ჩატარდება. ცეკვის დისციპლინებია – ბეიბი შოუ (ბავშვები 6 წლამდე),  დენს-შოუ, სთრით დენს -შოუ, ჰიპ-ჰოპი, დისკო, სახასიათო ცეკვა, ლათინური შოუ, ორიენტალ-ბელი დენს,[სრულად…]

2014/03/29 სპორტი
პირველად საქართველოში – გინესის რეკორდის დასამყარებლად შეჯიბრი ჩატარდება

პირველად საქართველოში – გინესის რეკორდის დასამყარებლად შეჯიბრი ჩატარდება

ხვალ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტდარბაზში გინესის რეკორდის დასამყარებლად შეჯიბრი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია. საუკეთესო შედეგის მისაღწევად ერთმანეთს ათი ქართველი სპორტსმენი (მათ შორის რამდენიმე მოქმედი მსოფლიორეკორდსმენი) შეეჯიბრება. მონაწილეები ერთი წუთის განმავლობაში, 30 კილოგრამიანი ზურგჩანთით, მუშტებზე მაქსიმალური რაოდენობის აზიდვების შესრულებას შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახეობის რეკორდი აქამდე არ არსებობდა დაგასული წლის დეკემბერში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის განაცხადის საფუძველზე, გინესმა ახალი კატეგორიადაამტკიცა. თავდაპირველად ამ რეკორდის დასამყარებლად მზადება თიანელმა სპორტსმენმა, ორგზის მსოფლიო რეკორდსმენმა გიორგიმათურელმა დაიწყო, თუმცა მოგვიანებით კიდევ რამდენიმე პრეტენდენტი გამოჩნდა. ამან განაპირობა საქართველოში პირველი,შეჯიბრის ტიპის სარეკორდო ღონისძიების დაგეგმვა, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე სპორტსმენი მიიღებსმონაწილეობას. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. აგრეთვე, საკუთარირაიონის წარმომადგენელ რეკორდსმენს გიორგი მათურელს უგულშემატკივრებს თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარიაქუცნაშვილი. შეჯიბრს საერთაშორისო წესების მიხედვით წარმართავს ფედერაციის მსაჯთა კომისია. საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენს,რომლის შედეგიც გინესის მსოფლიო რეკორდის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ფედერაციის მიერ რეკორდსმენის ტიტულიმიენიჭება და სერტიფიკატი გადაეცემა. ღონისძიების გენერალური სპონსორია მაღაზია „მასტერ სპორტი”. მხარდამჭერები – საქართველოს სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და Maika.ge, საინფორმაციო მხარდაჭერას კი საინფორმაციო-ანალიტიკური დაშემეცნებითი ვებ-გვერდი Localinfo.ge უზრუნველყოფს. 25.03.14 Please follow and like us:

2014/03/25 სპორტი
ლევან ყიფიანი უნგრელ მოჭადრაკეს იუდიტ პოლგარს შეხვდება

ლევან ყიფიანი უნგრელ მოჭადრაკეს იუდიტ პოლგარს შეხვდება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი და მინისტრის პირველი მოადგილე, ზურაბ აზმაიფარაშვილი დღეს უნგრელ მოჭადრაკეს იუდიტ პოლგარს შეხვდებიან. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთაწმინდის პარკში, გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ზურაბ აზმაიფარაშვილის ევროპის საჭადრაკო ფედერაციის საარჩევნო კამპანიის ოფიციალური პლატფორმის წარდგენა მოხდა. სამინისტროს ცნობით, ლეგენდარული უნგრელი[სრულად…]

2014/03/17 სპორტი
ქართველმა მორაგბეებმა რუმინელები დაამარცხეს

ქართველმა მორაგბეებმა რუმინელები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 22:9 დაამარცხა. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა. საქართველომ და რუმინეთმა 2014 წლის ევროპის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის ევროპული საკვალიფიკაციო რაუნდის ფინალური შეხვედრა ჩაატარეს. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი მოიპოვა. გარდა ამისა, განისაზღვრა 2015 წელს,[სრულად…]

2014/03/15 სპორტი
FIFA-ს რეიტინგში საქართველო 99-ე ადგილზეა

FIFA-ს რეიტინგში საქართველო 99-ე ადგილზეა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მარტის რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თებერვლის შემდეგ ოთხი პოზიციით დაწინაურდა და ფიფა-ს რეიტინგში 99-ე ადგილს იკავებს. ევროპის ზონაში კი ჩვენი გუნდი 43-ე პოზიციაზეა. თემურ ქეცბაიას გუნდმა 5 მარტს ლიხტენშტაინი 2:0 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრებად კვლავ გერმანია რჩება, რომელიც[სრულად…]

2014/03/14 სპორტი
„ჩემი ოცნება იყო, რომ გავმხდარიყავი მსოფლიოში პირველი რაც 17 წლის შემდეგ ამიხდა“ – დავით ქირია

„ჩემი ოცნება იყო, რომ გავმხდარიყავი მსოფლიოში პირველი რაც 17 წლის შემდეგ ამიხდა“ – დავით ქირია

ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ხორვატიის დედაქალაქ, ზაგრებში გამართულ ფინალურ შეხვედრაში, მან დაძაბულ ბრძოლაში სურინამელი ენდი რისტი მე-5 რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. დავით ქირიას მოწინააღმდეგემ, ორთაბრძოლის დაწყებამდე განაცხადა, რომ ქირია ვერ შეძლებდა მის დამარცხებას,თუმცა ქართველმა სპორტსმენმა მისი სიძლიერე ყველას დაუმტკიცა. ,,თბილისი თაიმსი“ დავით ქირიას ჰოლანდიაში დაუკავშირდა და განვლილ გზაზე[სრულად…]

2014/03/12 სპორტი
ქუთაისის “ტორპედო” დაჯარიმდა

ქუთაისის “ტორპედო” დაჯარიმდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქუთაისის “ტორპედო” მომდევნო ხუთ საშინაო მატჩს ნეიტრალურ სტადიონზე გამართავს. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გუშინდელი ინციდენტის გამო ქუთაისის “ტორპედო” ასევე 18 300 ლარით დაჯარიმა. გარდა ამისა, 800 ლარით დაჯარიმდა ”დინამოც”, გუნდის გულშემატკივრების მიერ სტადიონზე  სკამების დამტვრევის გამო. სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმშერ ტყებუჩავას თქმით, ფედერაციის აღმასკომი ასევე[სრულად…]

2014/03/10 სპორტი
ვლადიმერ პუტინის ქართველი მწვრთნელის ამბავი

ვლადიმერ პუტინის ქართველი მწვრთნელის ამბავი

„მეოცე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელი“ ,  „საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ადგილის პრიზიორი“ , „ბურევესტნიკის ჩემპიონი“ , „საერთაშორისო კლასის ოსტატი სამბოში“, „საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი“ , „საქართველოს სპორტის ოსტატი“ ქართულ ჭიდაობასა და ლელობურთში – ასეთია იმ წოდებათა არასრული ჩამონათვალი,რომელიც ედუარდ კვიციანის წარსულს ამდიდრებს. ამდენი ჯილდოსა და მედლის მიუხედავად, სპორტსმენი ძალიან თავმდაბალი და[სრულად…]

2014/02/28 სპორტი
ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოში ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ “თბილისი თაიმს” სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან აცნობეს.  კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე აკაკი ლოდია, ფეხბურთის[სრულად…]

2014/02/24 სპორტი
ქართველმა მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა

ქართველმა მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშებაში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 36: 10 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ამ მოგებით 2014 წლის ერთა თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამასთან, საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი “დინამო არენაზე” ანგარიშით 10:7 მოიგო. დღევანდელ თამაშს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა[სრულად…]

2014/02/22 სპორტი
სახელმწიფო რაგბის დაფინანსებას ზრდის

სახელმწიფო რაგბის დაფინანსებას ზრდის

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტმა რაგბის სახელმწიფო მხადრაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცა. საქართველოში რაგბის მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა” 2014 წლიდან გაიზრდება: 2014-2016 წლებში, ნაცვლად პროგრამით გათვალისწინებული 11 800 000 (თერთმეტი მილიონ რვაასი[სრულად…]

2014/02/20 სპორტი
ნინო წიკლაურის 54-ე ადგილი

ნინო წიკლაურის 54-ე ადგილი

სოჭის ოლიმპიადაზე პირველი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. ნინო წიკლაურმა, რომელიც ქართული დელეგაციის მედროშე იყო, გიგანტურ სლალომში იასპარეზა და მონაკვეთი 1:27.27 წუთში გაიარა. ამ მაჩვენებლით ნინო წიკლაურმა მოთხილამურეთა შორის საბოლოოდ 54-ე ადგილი დაიკავა. ეს ქალების პირველი გამოსვლა იყო გიგანტურ სლალომში, მეორე დაშვება საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური 21[სრულად…]

2014/02/18 სპორტი
სოჭში ოლიმპიურ თამაშებში დღეიდან ქართველი სპორტსმენებიც ჩაერთვებიან

სოჭში ოლიმპიურ თამაშებში დღეიდან ქართველი სპორტსმენებიც ჩაერთვებიან

სოჭში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში დღეიდან ქართველი სპორტსმენებიც ჩაერთვებიან. პირველი სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნება , რომელიც დღეს გიგანტურ სლალომში იასპარეზებს, 21-ში – სლალომში. განრიგის მიხედვით, წიკლაური რიგით 68-ე ნომერია. ასპარეზობა თბილისის დროით 09.30 საათზე დაიწყო. მისი თქმით, იგი სრულ მზადყოფნაშია და შეეცდება, მაქსიმალურად საუკეთესო შედეგი აჩვენოს. “თამაშებისთვის ევროპაში ნაყოფიერად მოვემზადე[სრულად…]

2014/02/18 სპორტი
სპორტის ისტორიაში უნიკალურ ღონისძიებას საქართველო უერთდება

სპორტის ისტორიაში უნიკალურ ღონისძიებას საქართველო უერთდება

2014 წლის 4 მაისს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და  უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება. პროექტს შეურთდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ამასთან დაკავშირებით დღეს 12:30 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრი ლევან ყიფინი პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციის[სრულად…]

2014/02/18 სპორტი
ქართველი სპორტსმენები სოჭში გაემგზავრნენ

ქართველი სპორტსმენები სოჭში გაემგზავრნენ

2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველი სპორტსმენები სოჭში რამდენიმე წუთში გაემგზავრებიან. ხვალიდან კი სოჭი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა. ქართული დელეგაციის 16-კაციანი შემადგენლობის ნაწილი სოჭში უკვე ჩასულია, რომელთაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი ხელმძღვანელობს. 06.02.14 Please follow and like us:

2014/02/06 სპორტი
მიხაელ შუმახერის გამოჯანმრთელების პროცესი

მიხაელ შუმახერის გამოჯანმრთელების პროცესი

კემბრიჯის უნივერსიტეტის წამყვან ნეიროქირურგს, პროფესორ პიტერჰათჩინსონს მიაჩნია, რომ მიხაელ შუმახერის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით განვითარდება.  სპეციალისტის სიტყვებით, ჯერჯერობით რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ჯანმრთელობათან დაკავშირებით: პირველ რიგში, მისი ორგანიზმი უნდა გაიწმინდოს პრეპარატებისგან. გარდა ამისა, დაახლოებით ერთი კვირა იქნება საჭირო იმის გასარკვევად, გამოვიდა თუ არა შუმახერი ხელოვნური კომიდან. “ის ფიზიკურად ძლიერია, –[სრულად…]

2014/02/03 სპორტი
პელე საქართველოში

პელე საქართველოში

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული პელე ეწვევა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში “არგენტინის სახლის” ხელმძღვანელმა ნიკო პატარქალიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პელე საქართველოს აპრილში დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ეწვევა. მისი თქმით, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებები. “ყველა საკითხი შეთანხმებულია,[სრულად…]

2014/01/27 სპორტი
თორნიკე შენგელია კარიერას “ჩიკაგო ბულსში” გააგრძელებს

თორნიკე შენგელია კარიერას “ჩიკაგო ბულსში” გააგრძელებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია კარიერას “ჩიკაგო ბულსში” გააგრძელებს. ამერიკული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, “ბრუკლინ ნეთსსა” და “ჩიკაგო ბულსს” შორის შეთახნმება უკვე შედგა და ქართველი ფორვარდი ახალ კლუბში ვარჯიშს რამდენიმე დღეში დაიწყებს. სანაცვლოდ, ჩიკაგოდან ბრუკლინში გადავა მარკიზ თიგი,რომელიც ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შენგელიას მსგავსად 2012 წლიდან თამაშობს. კლუბებს შორის განხორციელებული[სრულად…]

2014/01/20 სპორტი
ფიფა გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს – სამეული ცნობილია

ფიფა გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს – სამეული ცნობილია

ფიფა-ს ვერსიით, მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დღეს ციურიხში დასახელდება. სპეციალისტებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს და საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება: ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ფრანკ რიბერი. გამარჯვებული ფიფა-ს წევრი ქვეყნების ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელებისა და კაპიტნების მიერ გამოვლინდება. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საკუთარი არჩევანი ანდრეს[სრულად…]

2014/01/14 სპორტი
ქართველებმა თურქები დაამარცხეს

ქართველებმა თურქები დაამარცხეს

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, თბილისის სპორტის სასახლეში  საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთის ეროვნულ ნაკრებს 33:26 სძლია. ამ ნაკრებებს შორის პირველი შეხვედრა ანკარაში 2 იანვარს შედგა და მაშინ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. ამ მატჩის მოგება საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდებოდა, რადგან ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი შეინარჩუნა. თურქეთი საკმაოდ[სრულად…]

2014/01/08 სპორტი
ექიმების ვარაუდით მიხაელ შუმახერი კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლას შეძლებს

ექიმების ვარაუდით მიხაელ შუმახერი კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლას შეძლებს

მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, თუმცა სტაბილური. ამ ინფორმაციას მრბოლელის პრესატაშე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, შუმახერს ორმხრვი ჰემატომა აქვს, რომელიც საფრთხეს უქმნის ტვინის მარჯვენა მხარის ფუნქციონირებას. პრესატაშეს ინფორმაციით, ექიმები ვარაუდობენ, რომ სპორტსმენი კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლას შეძლებს. შეგახსენებთ, მიხაელ შუმახერმა ტრავმა 29 დეკემბერს საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალის დროს მიიღო. 06.01.14 Please[სრულად…]

2014/01/06 სპორტი
მიხაელ შუმახერის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მიხაელ შუმახერის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია. ინფორმაციას გერმანელი მრბოლელის მენეჯერი საბინა კემი ავრცელებს. “წითელ ბარონს” გრენობლის საავადმყოფოში სამშაბათს მეორე ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მედიისთვის საავადმყოფოს კარი ჩაკეტილია. კლინიკის ხელმძღვანელობამ ყოველდღიური პრესკონფერენციების ჩატარებაც შეწყვიტა. ჟურნალისტებს ინფორმაციას მხოლოდ ერთ შემთხვევაში – შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების[სრულად…]

2014/01/03 სპორტი
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის ფარგლებში” სამინისტროს მუშაობის წლიურ ანგარიშს წარადგინა. პრესკონფერენციას საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, სპორტული ფედერაციები და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა 2013 წლის განმავლობაში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ჩატარებული ღონისძიებების მოკლე მიმოხილვა, ისაუბრა იმ ცვლილებებსა და სიახლეებზე,[სრულად…]

2013/12/31 სპორტი
მიხაელ შუმახერი კომაშია

მიხაელ შუმახერი კომაშია

ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სპორტსმენი საფრანგეთის ალპებში, სათხილამურო ტრასაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავდა. უბედური შემთხვევა სამთო კურორტ მერიბელში მოხდა. მთის ფერდობზე დაშვებისას შუმახერმა შეცდომა დაუშვა და ქვას შეეჯახა. შუმახერი ვერტმფრენით ქალაქ გრენობლის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, სპორტსმენი, თავის არეში მიღებული სერიოზული ტრავმით, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს,[სრულად…]

2013/12/30 სპორტი