სპორტი

ლევან ყიფიანი უნგრელ მოჭადრაკეს იუდიტ პოლგარს შეხვდება

ლევან ყიფიანი უნგრელ მოჭადრაკეს იუდიტ პოლგარს შეხვდება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი და მინისტრის პირველი მოადგილე, ზურაბ აზმაიფარაშვილი დღეს უნგრელ მოჭადრაკეს იუდიტ პოლგარს შეხვდებიან. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთაწმინდის პარკში, გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ზურაბ აზმაიფარაშვილის ევროპის საჭადრაკო ფედერაციის საარჩევნო კამპანიის ოფიციალური პლატფორმის წარდგენა მოხდა. სამინისტროს ცნობით, ლეგენდარული უნგრელი[სრულად…]

2014/03/17 სპორტი
ქართველმა მორაგბეებმა რუმინელები დაამარცხეს

ქართველმა მორაგბეებმა რუმინელები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 22:9 დაამარცხა. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა. საქართველომ და რუმინეთმა 2014 წლის ევროპის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის ევროპული საკვალიფიკაციო რაუნდის ფინალური შეხვედრა ჩაატარეს. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი მოიპოვა. გარდა ამისა, განისაზღვრა 2015 წელს,[სრულად…]

2014/03/15 სპორტი
FIFA-ს რეიტინგში საქართველო 99-ე ადგილზეა

FIFA-ს რეიტინგში საქართველო 99-ე ადგილზეა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მარტის რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თებერვლის შემდეგ ოთხი პოზიციით დაწინაურდა და ფიფა-ს რეიტინგში 99-ე ადგილს იკავებს. ევროპის ზონაში კი ჩვენი გუნდი 43-ე პოზიციაზეა. თემურ ქეცბაიას გუნდმა 5 მარტს ლიხტენშტაინი 2:0 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრებად კვლავ გერმანია რჩება, რომელიც[სრულად…]

2014/03/14 სპორტი
„ჩემი ოცნება იყო, რომ გავმხდარიყავი მსოფლიოში პირველი რაც 17 წლის შემდეგ ამიხდა“ – დავით ქირია

„ჩემი ოცნება იყო, რომ გავმხდარიყავი მსოფლიოში პირველი რაც 17 წლის შემდეგ ამიხდა“ – დავით ქირია

ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ხორვატიის დედაქალაქ, ზაგრებში გამართულ ფინალურ შეხვედრაში, მან დაძაბულ ბრძოლაში სურინამელი ენდი რისტი მე-5 რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. დავით ქირიას მოწინააღმდეგემ, ორთაბრძოლის დაწყებამდე განაცხადა, რომ ქირია ვერ შეძლებდა მის დამარცხებას,თუმცა ქართველმა სპორტსმენმა მისი სიძლიერე ყველას დაუმტკიცა. ,,თბილისი თაიმსი“ დავით ქირიას ჰოლანდიაში დაუკავშირდა და განვლილ გზაზე[სრულად…]

2014/03/12 სპორტი
ქუთაისის “ტორპედო” დაჯარიმდა

ქუთაისის “ტორპედო” დაჯარიმდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქუთაისის “ტორპედო” მომდევნო ხუთ საშინაო მატჩს ნეიტრალურ სტადიონზე გამართავს. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გუშინდელი ინციდენტის გამო ქუთაისის “ტორპედო” ასევე 18 300 ლარით დაჯარიმა. გარდა ამისა, 800 ლარით დაჯარიმდა ”დინამოც”, გუნდის გულშემატკივრების მიერ სტადიონზე  სკამების დამტვრევის გამო. სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმშერ ტყებუჩავას თქმით, ფედერაციის აღმასკომი ასევე[სრულად…]

2014/03/10 სპორტი
ვლადიმერ პუტინის ქართველი მწვრთნელის ამბავი

ვლადიმერ პუტინის ქართველი მწვრთნელის ამბავი

„მეოცე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელი“ ,  „საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ადგილის პრიზიორი“ , „ბურევესტნიკის ჩემპიონი“ , „საერთაშორისო კლასის ოსტატი სამბოში“, „საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი“ , „საქართველოს სპორტის ოსტატი“ ქართულ ჭიდაობასა და ლელობურთში – ასეთია იმ წოდებათა არასრული ჩამონათვალი,რომელიც ედუარდ კვიციანის წარსულს ამდიდრებს. ამდენი ჯილდოსა და მედლის მიუხედავად, სპორტსმენი ძალიან თავმდაბალი და[სრულად…]

2014/02/28 სპორტი
ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოში ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ “თბილისი თაიმს” სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან აცნობეს.  კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე აკაკი ლოდია, ფეხბურთის[სრულად…]

2014/02/24 სპორტი
ქართველმა მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა

ქართველმა მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშებაში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 36: 10 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ამ მოგებით 2014 წლის ერთა თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამასთან, საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი “დინამო არენაზე” ანგარიშით 10:7 მოიგო. დღევანდელ თამაშს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა[სრულად…]

2014/02/22 სპორტი
სახელმწიფო რაგბის დაფინანსებას ზრდის

სახელმწიფო რაგბის დაფინანსებას ზრდის

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტმა რაგბის სახელმწიფო მხადრაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცა. საქართველოში რაგბის მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა” 2014 წლიდან გაიზრდება: 2014-2016 წლებში, ნაცვლად პროგრამით გათვალისწინებული 11 800 000 (თერთმეტი მილიონ რვაასი[სრულად…]

2014/02/20 სპორტი
ნინო წიკლაურის 54-ე ადგილი

ნინო წიკლაურის 54-ე ადგილი

სოჭის ოლიმპიადაზე პირველი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. ნინო წიკლაურმა, რომელიც ქართული დელეგაციის მედროშე იყო, გიგანტურ სლალომში იასპარეზა და მონაკვეთი 1:27.27 წუთში გაიარა. ამ მაჩვენებლით ნინო წიკლაურმა მოთხილამურეთა შორის საბოლოოდ 54-ე ადგილი დაიკავა. ეს ქალების პირველი გამოსვლა იყო გიგანტურ სლალომში, მეორე დაშვება საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური 21[სრულად…]

2014/02/18 სპორტი
სოჭში ოლიმპიურ თამაშებში დღეიდან ქართველი სპორტსმენებიც ჩაერთვებიან

სოჭში ოლიმპიურ თამაშებში დღეიდან ქართველი სპორტსმენებიც ჩაერთვებიან

სოჭში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში დღეიდან ქართველი სპორტსმენებიც ჩაერთვებიან. პირველი სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნება , რომელიც დღეს გიგანტურ სლალომში იასპარეზებს, 21-ში – სლალომში. განრიგის მიხედვით, წიკლაური რიგით 68-ე ნომერია. ასპარეზობა თბილისის დროით 09.30 საათზე დაიწყო. მისი თქმით, იგი სრულ მზადყოფნაშია და შეეცდება, მაქსიმალურად საუკეთესო შედეგი აჩვენოს. “თამაშებისთვის ევროპაში ნაყოფიერად მოვემზადე[სრულად…]

2014/02/18 სპორტი
სპორტის ისტორიაში უნიკალურ ღონისძიებას საქართველო უერთდება

სპორტის ისტორიაში უნიკალურ ღონისძიებას საქართველო უერთდება

2014 წლის 4 მაისს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და  უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება. პროექტს შეურთდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ამასთან დაკავშირებით დღეს 12:30 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრი ლევან ყიფინი პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციის[სრულად…]

2014/02/18 სპორტი
ქართველი სპორტსმენები სოჭში გაემგზავრნენ

ქართველი სპორტსმენები სოჭში გაემგზავრნენ

2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველი სპორტსმენები სოჭში რამდენიმე წუთში გაემგზავრებიან. ხვალიდან კი სოჭი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა. ქართული დელეგაციის 16-კაციანი შემადგენლობის ნაწილი სოჭში უკვე ჩასულია, რომელთაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი ხელმძღვანელობს. 06.02.14 Please follow and like us:

2014/02/06 სპორტი
მიხაელ შუმახერის გამოჯანმრთელების პროცესი

მიხაელ შუმახერის გამოჯანმრთელების პროცესი

კემბრიჯის უნივერსიტეტის წამყვან ნეიროქირურგს, პროფესორ პიტერჰათჩინსონს მიაჩნია, რომ მიხაელ შუმახერის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით განვითარდება.  სპეციალისტის სიტყვებით, ჯერჯერობით რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ჯანმრთელობათან დაკავშირებით: პირველ რიგში, მისი ორგანიზმი უნდა გაიწმინდოს პრეპარატებისგან. გარდა ამისა, დაახლოებით ერთი კვირა იქნება საჭირო იმის გასარკვევად, გამოვიდა თუ არა შუმახერი ხელოვნური კომიდან. “ის ფიზიკურად ძლიერია, –[სრულად…]

2014/02/03 სპორტი
პელე საქართველოში

პელე საქართველოში

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული პელე ეწვევა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში “არგენტინის სახლის” ხელმძღვანელმა ნიკო პატარქალიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პელე საქართველოს აპრილში დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ეწვევა. მისი თქმით, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებები. “ყველა საკითხი შეთანხმებულია,[სრულად…]

2014/01/27 სპორტი
თორნიკე შენგელია კარიერას “ჩიკაგო ბულსში” გააგრძელებს

თორნიკე შენგელია კარიერას “ჩიკაგო ბულსში” გააგრძელებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია კარიერას “ჩიკაგო ბულსში” გააგრძელებს. ამერიკული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, “ბრუკლინ ნეთსსა” და “ჩიკაგო ბულსს” შორის შეთახნმება უკვე შედგა და ქართველი ფორვარდი ახალ კლუბში ვარჯიშს რამდენიმე დღეში დაიწყებს. სანაცვლოდ, ჩიკაგოდან ბრუკლინში გადავა მარკიზ თიგი,რომელიც ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შენგელიას მსგავსად 2012 წლიდან თამაშობს. კლუბებს შორის განხორციელებული[სრულად…]

2014/01/20 სპორტი
ფიფა გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს – სამეული ცნობილია

ფიფა გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს – სამეული ცნობილია

ფიფა-ს ვერსიით, მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დღეს ციურიხში დასახელდება. სპეციალისტებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს და საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება: ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ფრანკ რიბერი. გამარჯვებული ფიფა-ს წევრი ქვეყნების ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელებისა და კაპიტნების მიერ გამოვლინდება. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საკუთარი არჩევანი ანდრეს[სრულად…]

2014/01/14 სპორტი
ქართველებმა თურქები დაამარცხეს

ქართველებმა თურქები დაამარცხეს

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, თბილისის სპორტის სასახლეში  საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთის ეროვნულ ნაკრებს 33:26 სძლია. ამ ნაკრებებს შორის პირველი შეხვედრა ანკარაში 2 იანვარს შედგა და მაშინ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. ამ მატჩის მოგება საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდებოდა, რადგან ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი შეინარჩუნა. თურქეთი საკმაოდ[სრულად…]

2014/01/08 სპორტი
ექიმების ვარაუდით მიხაელ შუმახერი კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლას შეძლებს

ექიმების ვარაუდით მიხაელ შუმახერი კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლას შეძლებს

მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, თუმცა სტაბილური. ამ ინფორმაციას მრბოლელის პრესატაშე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, შუმახერს ორმხრვი ჰემატომა აქვს, რომელიც საფრთხეს უქმნის ტვინის მარჯვენა მხარის ფუნქციონირებას. პრესატაშეს ინფორმაციით, ექიმები ვარაუდობენ, რომ სპორტსმენი კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლას შეძლებს. შეგახსენებთ, მიხაელ შუმახერმა ტრავმა 29 დეკემბერს საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალის დროს მიიღო. 06.01.14 Please[სრულად…]

2014/01/06 სპორტი
მიხაელ შუმახერის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მიხაელ შუმახერის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია. ინფორმაციას გერმანელი მრბოლელის მენეჯერი საბინა კემი ავრცელებს. “წითელ ბარონს” გრენობლის საავადმყოფოში სამშაბათს მეორე ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მედიისთვის საავადმყოფოს კარი ჩაკეტილია. კლინიკის ხელმძღვანელობამ ყოველდღიური პრესკონფერენციების ჩატარებაც შეწყვიტა. ჟურნალისტებს ინფორმაციას მხოლოდ ერთ შემთხვევაში – შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების[სრულად…]

2014/01/03 სპორტი
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის ფარგლებში” სამინისტროს მუშაობის წლიურ ანგარიშს წარადგინა. პრესკონფერენციას საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, სპორტული ფედერაციები და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა 2013 წლის განმავლობაში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ჩატარებული ღონისძიებების მოკლე მიმოხილვა, ისაუბრა იმ ცვლილებებსა და სიახლეებზე,[სრულად…]

2013/12/31 სპორტი
მიხაელ შუმახერი კომაშია

მიხაელ შუმახერი კომაშია

ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სპორტსმენი საფრანგეთის ალპებში, სათხილამურო ტრასაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავდა. უბედური შემთხვევა სამთო კურორტ მერიბელში მოხდა. მთის ფერდობზე დაშვებისას შუმახერმა შეცდომა დაუშვა და ქვას შეეჯახა. შუმახერი ვერტმფრენით ქალაქ გრენობლის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, სპორტსმენი, თავის არეში მიღებული სერიოზული ტრავმით, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს,[სრულად…]

2013/12/30 სპორტი
2014 წელს ბათუმს რაგბის სტადიონი ექნება

2014 წელს ბათუმს რაგბის სტადიონი ექნება

2014 წელს ბათუმს რაგბის სტადიონი და სპორტული კომპლექსი ექნება. თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ტრიბუნაც 4500 გულშემატკივარს დაიტევს, ანგისაზე მოეწყობა. რაგბის სტადიონის მშენებლობა ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩების კვეთაზე იგეგმება. “ბათუმში რაგბის სტადიონი არ არსებობდა და მოხარული ვართ, რომ მომავალი წლიდან სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. თანამედროვე სტანდარტების სპორტული კოპლექსის მშენებლობა ახლა[სრულად…]

2013/12/30 სპორტი
გურამ კაშია საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

გურამ კაშია საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

გურამ კაშია საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების წევრმა და არნემის “ვიტესის” კაპიტანმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსთან ერთად, კაშიამ საუკეთესო ლეგიონერის პრიზიც მიიღო. საქართველოს ჩემპიონატის რჩეულ ფეხბურთელად თბილისის “დინამოს” წევრი გიორგი ლორია დასახელდა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაში პრიზი “ვიტესის” კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა ვაკო[სრულად…]

2013/12/26 სპორტი

სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ და უნიკალურ ღონისძიებაში საქართველო ერთვება

2014 წლის 4 მაისს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და  უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება. 4 მაისს საქართველოს დროით 13:00 საათზე 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასი ათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს რბენას. ამ დროს კალიფორნიაში დილის 3[სრულად…]