სპორტი

გრან-პრიზე საქართველოს ნაკრების 5 ძიუდოისტი იასპარეზებს

გრან-პრიზე საქართველოს ნაკრების 5 ძიუდოისტი იასპარეზებს

16-18 ნოემბერს ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში გრან-პრიზე საქართველოს ნაკრების 5 ძიუდოისტი იასპარეზებს. ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. -66კგ – ვაჟა მარგველაშვილი; -73კგ – ლაშა შავდათუაშვილი; -81კგ – ზებედა რეხვიაშვილი; -90კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი; -100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი. წონითი კატეგორიების მიხედვით, ასპარეზობა ასე გადანაწილდება: 16 ნოემბერი: -60კგ, -66კგ. 17 ნოემბერი: -73კგ, -81კგ. 18[სრულად…]

2018/11/16 სპორტი
ლოკომოტივის ახალმა სარაგბო ბაზამ საიუბილეო ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა

ლოკომოტივის ახალმა სარაგბო ბაზამ საიუბილეო ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა

დიღომში მდებარე სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის“ ახალ ბაზაზე გაიმართა საიუბილეო მატჩი ვეტერან მორაგბეებს შორის. ერთმანეთს შეერკინენ თბილისის „ლოკომოტივი“ და ამსტერდამის რაგბის კავშირის ვეტერანები. 1968 წელს თბილისის “ლოკომოტივმა” მესამე ადგილი დაიკავა სსრკ ჩემპიონატში. გუნდმა ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა (1972, 1978, 1981), 1978 წელს კი სსრკ თასი მოიპოვა. მატჩიდან 40 წლის შემდეგ,[სრულად…]

2018/11/12 სპორტი
ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა

ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა

დიორში, მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს ქართული ფინალი შედგა. 81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას თამაზ კირაკოზაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი იცავდნენ და ფინალურ შეხვედრაში სწორედ ისინი შეხვდნენ. თუნცა თამაზ კირაკოზაშვილი ფინალურ შეხვედრაზე მუხლის ტრავმის გამო არ გამოცხადდა, შესაბამისად 23-წლამდე ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ვლადიმერ ახალკაცმა მოიგო. ევროპის[სრულად…]

2018/11/12 სპორტი
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია

აშხაბადში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მიჯრით მესამედ მოიგო. ლაშამ ორჭიდის ჯამში 474 კილოგრამი დასძლია და მსოფლიოს 7 რეკორდი დაამყარა. ტალახაძე ატაცში 207, 212 და 217 კგ-ს, ხოლო აკვრაში 245, 252 და 257 კილოგრამს გაუმკლავდა. ირაკლი თურმანიძემ ატაცში 195, 200, 203[სრულად…]

2018/11/11 სპორტი
მამუკა ბახტაძე – პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში სულ უფრო ვითარდება, გვყავს ჩემპიონებიც, რომლებითაც განსაკუთრებით ვამაყობთ

მამუკა ბახტაძე – პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში სულ უფრო ვითარდება, გვყავს ჩემპიონებიც, რომლებითაც განსაკუთრებით ვამაყობთ

პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში სულ უფრო ვითარდება; დღეისთვის პარასპორტის 15 სახეობა არსებობს, ხოლო მზადებას გადის 300-მდე პარაოლიმპიელი; გვყავს ჩემპიონებიც, რომლებითაც განსაკუთრებით ვამაყობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის ტურნირის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურისა და მოფარიკავე ირმა ხეცურიანის წარმატებებზე ისაუბრა,[სრულად…]

2018/11/10 სპორტი
2019 წლის 11-18 აგვისტოს საქართველო  ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს წყალბურთში უმასპინძლებს

2019 წლის 11-18 აგვისტოს საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს წყალბურთში უმასპინძლებს

2019 წლის 11-18 აგვისტოს საქართველო უმასპინძლებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს წყალბურთში. თბილისში გასამართ ევროპის პირველობაზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის 16 საუკეთესო ნაკრებ გუნდთან ერთად. ევროპის საწყლოსნო ფედერაციის (LEN) რეკომენდაციითა და ეროვნული ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მოზარდებში წყალბურთის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია აცხადებს კონკურსს ევროპის ახალგაზრდული[სრულად…]

2018/11/06 სპორტი
ბუშტების ფეხბურთი- „მაქსიმალური გართობა მინიმალური წესებით“

ბუშტების ფეხბურთი- „მაქსიმალური გართობა მინიმალური წესებით“

საქართველოში სპორტის არაერთი სახეობა არსებობს. ამათგან მრავალი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. დანარჩენები კი რეგისტრირებულია, როგორც ფედერაცია, მაგრამ მასთან დაკავშირებულ შეკითხვებს ზემოხსენებული სამინისტრო არ პასუხობს. გართობის მიზნით ორგანიზებული არაერთი სპორტი დღეს, პირიქით, დაძაბულობასა და გადატვირთვას იწვევს. ბევრი სპორტის უპირველესი მიზანი ბიზნესი და მისგან ფინანსური სარგებლის მიღებაა. ეს ბუნებრივიც[სრულად…]

“ძლიერთა თამაშებიდან” ქართველი სამხედროები ოქროს მედლებით დაბრუნდნენ

„ძლიერთა თამაშები 2018“-ში ქართველმა სამხედროებმა პირველი ადგილი უკვე მეორედ მოიპოვეს. ქართველ ჯარისკაცებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად დახვდნენ. ლევან იზორიამ დაჭრილ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში მოპოვებული გამარჯვება პირადად მიულოცა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილის მფლობელ მებრძოლებს ფულადი ჯილდოც გადაეცემათ. ქართველმა[სრულად…]

2018/10/29 სპორტი

ფონდმა ქართუმ რაგბის კავშირს 3 ახალი ბაზა გადასცა

საქართველოს რაგბის კავშირმა საქველმოქმედო ფონდისგან „ქართუ“ მფლობელობაში კიდევ სამი, თანამედროვე სტანდარტების ახალი კომპლექსი მიიღო. ქართულ სარაგბო ინფრასტრუქტურას შეემატა ორი ახალი ბაზა თბილისში, ერთი კი თელავში. ინფრასტრუქტურის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ დღეს ხელი ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე ახალ ბაზაზე მოაწერეს[სრულად…]

2018/10/28 სპორტი

თბილისი XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესს მასპინძლობს

26 ოქტომბერს 10:00 საათზე სასტუმროში  თბილისი მარიოტი საზეიმოდ გაიხსნება XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი “ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“. მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯემალ ძაგანია, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი[სრულად…]

2018/10/25 სპორტი
ჭადრაკის ფედერაცია საჭადრაკო ოლიმპიადას შეაჯამებს

ჭადრაკის ფედერაცია საჭადრაკო ოლიმპიადას შეაჯამებს

25 ოქტომბერს, 18:30 საათზე,  სახვითი ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის 7) ჭადრაკის ფედერაცია 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას დაესწრება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, რომელიც ამავადრულად გახლდათ ჭადრაკის ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, ბათუმში ჩატარებულ ოლიმპიადას შეაჯამებს, როგორც საორგანიზაციო, ისე სუფთა სპორტული[სრულად…]

2018/10/25 სპორტი
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა. მოჭიდავეებს წარმატება პირადად მიულოცეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ. ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2[სრულად…]

2018/10/25 სპორტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში ორგზის ჩემპიონი გახდა

დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიოს  ჩემპიონი მეორედ გახდა. საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ გაერთიანებული სამეფოს ნაკრების წინააღმდეგ ასპარეზობისას მოიპოვა. ქართველმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის ნაკრები ფინალში 2:0 დაამარცხა და ოქროს მედალოსანი გახდა. მჯდომარე ფრენბურთში ქართველი სამხედროების ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი[სრულად…]

2018/10/23 სპორტი

ესპანეთში ნიკოლოზ შერაზადაშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

ესპანეთში ნიკოლოზ შერაზადაშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქართველმა ძიუდოისტმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. შერაზადაშვილის გამარჯვება ესპანეთისთვის ისტორიულია, რადგანაც ნიკოლოზი პირველი კაცია, რომელმაც ესაპანეთის სახელით მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელი მადრიდის მახლობლად, ქალაქ ბრუნეტეში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა. Please follow and like us:

2018/10/23 სპორტი

„ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ სპორტის 7 სახეობაში გაიმართება

23 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში გაიმართება „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ სპორტის შვიდ სახეობაში: თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ძიუდოში, ძალოსნობაში, მძლეოსნობაში, ქართულ ჭიდაობასა და მშვილდოსნობაში. „ღია პირველობა“ ჭაბუკებს შორის ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქართველი სპორტსმენები და თბილისის სპორტული კლუბები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ცენტრის ორგანიზებით მსგავსი სპორტული ღონისძიება[სრულად…]

2018/10/22 სპორტი

ოლიმპიურ კომიტეტში ახალგაზრდული ოლიმპიადა შეაჯამეს

ბუენოს აირესში გამართული მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდან, რომელშიც მსოფლიოს 206 ქვეყნის 4 ათასზე მეტი ათლეტი გამოვიდა საქართველოს დელეგაცია 6 მედლით დაბრუნდა (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და საერთო ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, 44-ე ადგილი დაიკავა. დღეს, ოლიმპიურ კომიტეტში ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ ოლიმპირი კომიტეტის ხელმძღვანელები და განათლების, მეცნიერების, კულტურისა[სრულად…]

2018/10/22 სპორტი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა

ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა. ბაჰამის კუნძულებზე ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემპიონები გახდნენ ლაშა ბექაური (-90კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ). ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ჯაბა პაპინაშვილმა (-60კგ), ლუკა მაისურაძემ (-81კგ) და ონისე სანებლიძემ (-100კგ). Please follow and like us:

2018/10/22 სპორტი

თბილისში პირველი ღია საჭიდაო არენა გაიხსნა

თბილისში, პირველი ღიასაჭიდაო არენა გაიხსნა, სადაც ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, ტურნირი „თბილისის ფალავანი 2018“ გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრო.   ისნის რაიონის გამგეობის მიერ, პირველი ღია ქართული საჭიდაო არენა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მოეწყო, რომელიც მრავალფუნქციურია და 500 მაყურებელს იტევს. „ჩვენი[სრულად…]

2018/10/21 სპორტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა წეროვანის სპორტული სკოლა მოინახულეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წეროვანში, დევნილთა დასახლებას ეწვია და სპორტული სკოლა მოინახულა. ევროპელი სტუმრები ადგილზე გაეცნენ სპორტულ ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, სპორტულ სახეობებში ჩართულ მოსწავლე-ახალგაზრდების მიერ მიღწეულ სპორტულ შედეგებზე ინფორმაცია მოისმინეს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდები ქართულ ჭიდაობაში, კარატესა და ძიუდოში აქტიურად ვარჯიშობენ და სხვადასხვა წონით[სრულად…]

2018/10/19 სპორტი

ახალგაზრდა ოლიმპიელებმა ბუენოს აირესიდან 6 მედალი ჩამოიტანეს

18 ოქტომბერი, 2018- საქართველოს ბანკმა ქვეყნის წამყვანმა ბანკმა,  როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა სპონსორმა და მხარდამჭერმა, განაცხადა ახალგაზრდა ოლიმპიელების წარმატების შესახებ. საქართველოს დელეგაცია, ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდან 6 მედლით დაბრუნდა. ახალგაზრდა სპორტსმენებმა მედლები დაიმსახურეს შემდეგ კატეგორიებში: გიორგი ჩხიკვაძე – ბერძნულ/რომალული ჭიდაობა, 60 კგ წონით კატეგორიაში – ოქრო; ილია სულამანიძე[სრულად…]

2018/10/18 სპორტი
ჯაბა პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჯაბა პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა. კერძოდ, 60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო. ტურნირის პირველ დღეს ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა – ხუბაშვილი (55 კგ.), პაპინაშვილი (60 კგ.), ნოზაძე (60 კგ.) და ნატალია ყიფშიძე (48 კგ.). ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში შეჯიბრი 17-დან 21 ოქტომბრამდე, როგორც[სრულად…]

2018/10/18 სპორტი
დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან

დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთის გუნდი ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებში“ („INVICTUS GAMES 2018“) მონაწილეობის მისაღებად ემზადება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, 2018 წელს საქართველოს სახელს საერთაშორისო არენაზე 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე წარადგენს. ქართული გუნდი მონაწილეობას სპორტის შვიდ[სრულად…]

ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენცია დასრულდა

ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენცია დასრულდა

16 ოქტომბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენცია – მინისტერიალზე მიიღეს „თბილისის დეკლარაცია“, რომელიც სპორტის შესახებ ადამიანის უფლებებზე საერთაშორისო დოკუმენტია და  საქართველოს ინიციატივითა, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა. დოკუმენტი მოუწოდებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა სპორტის სფეროში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვაზე. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს[სრულად…]

2018/10/17 სპორტი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლატვიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლატვიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ჯგუფის ლიდერი გახდა. საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია თბილისში, სიონის ქუჩაზე გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. კახა კალაძემ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს გამარჯვება მიულოცა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატება უსურვა. „ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ამ მნიშვნელოვან[სრულად…]

2018/10/17 სპორტი
მიხეილ ბატიაშვილი: ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საქართველოში ჩატარება უდიდესი  წინგადადგმული ნაბიჯია

მიხეილ ბატიაშვილი: ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საქართველოში ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია

საქართველო დღეიდან ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს, რომელიც  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. მინისტერიალის ფარგლებში, თბილისი მაღალი რანგის სტუმრებს – ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონს, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირებს და საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მასპინძლობს. მონაწილეობას იღებენ ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური[სრულად…]

2018/10/16 სპორტი
“საქართველო ცივილიზაციის, კულტურული მრავალფეროვნების და მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა”-მამუკა ბახტაძე

“საქართველო ცივილიზაციის, კულტურული მრავალფეროვნების და მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა”-მამუკა ბახტაძე

საქართველო ცივილიზაციის, კულტურული მრავალფეროვნების და მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა, რომელიც ამავე დროს განთქმულია უძველესი სპორტული ტრადიციებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის გახსნაზე განაცხადა. „საქართველო გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული თუ ღირებულებითი თვალსაზრისით ევროპის განუყოფელი ნაწილია. ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი მხარდამჭერია ევროპის საბჭო, რომელთან თანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის.[სრულად…]

2018/10/16 სპორტი
საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს

საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს

საქართველო დღეს ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენციას – მინისტერიალს უმასპინძლებს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მინისტერიალის ფარგლებში თბილისში იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი. მინისტერიალის ფარგლებში თბილისს ასევე სტუმრობენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე[სრულად…]

2018/10/16 სპორტი
დავით ქირია კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

დავით ქირია კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

კიკბოქსიორმა დავით ქირიამ კიკბოქსში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეჯიბრში, მაროკოელი ნორდინ ბენ მოჰი დაამარცხა – ქირიამ შეჯიბრი ნოკაუტით დაასრულა და ჩემპიონატის ნახევარფინალშიც მოხვდა. რთული დაპირისპირების შემდეგ, მესამე რაუნდის დასრულებამდე დავით ქირიამ მაროკოელს მარჯვენა ჰუკით სძლია და ნოკაუტით დაამარცხა. ჩემპიონატი ჩინეთში მიმდინარეობს. Please follow and like us:

2018/10/15 სპორტი
საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს

საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს

16 ოქტომბერს საქართველო მასპინძლობს ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენციას – მინისტერიალს. ღონისძიება იმართება ევროპის საბჭოს, EPAS-ის (გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით. მინისტერიალის ფარგლებში თბილისს ეწვევიან ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი[სრულად…]

2018/10/15 სპორტი
ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო. 105+ კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა. აკვრასა და ორჭიდის ჯამში ტალახაძემ საქართველოს რეკორდი დაამყარა და ამასთანავე, ორი მსოფლიო რეკორდი[სრულად…]

2018/09/23 სპორტი