თბილისური ამბები

21-ე საუკუნის თბილისის მნიშვნელოვანი ისტორიული ეპიზოდები

21-ე საუკუნის თბილისის მნიშვნელოვანი ისტორიული ეპიზოდები

როგორც წესი, ქვეყნის დედაქალაქი ყველანაირი სახის, მნიშვნელობის, ფორმის მოვლენის ეპიცენტრად იქცევა ხოლმე. გამონაკლისი არც თბილისია. პატარა ქვეყნის პატარა ქალაქი იმაზე ხშირად არის ხოლმე მთავარი და ყველაზე ცხელი წერტილი, ვიდრე შეიძლება, ვინმემ იფიქროს. „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ 21-ე საუკუნის თბილისის მნიშვნელოვან ისტორიულ ეპიზოდებს. 2002 წლის 25 აპრილს თბილისში მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის სხვადასხვა[სრულად…]

მნიშვნელოვანი თარიღები თბილისური ამბებიდან

მნიშვნელოვანი თარიღები თბილისური ამბებიდან

საქართველოს დედაქალაქი არცთუ ისე დიდია. თბილისი ქვეყნის საკმაოდ მცირე ნაწილს მოიცავს, თუმცა მას აქვს საკუთარი მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ამ ისტორიაში არსებობს თარიღები, რომლებიც ქართველებისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია. ცხადია, ამ თარიღების არსებობისთვის მეცნიერები, არქეოლოგები თუ ისტორიკოსები მძიმე, მრავალწლიან სამუშაოებს დღემდე აწარმოებენ. ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის ისტორია, მსგავს ფაქტებზე დაყრდნობით, ძვ.წ-ით IV ათასწლეულიდან იწყება, ანუ[სრულად…]

თბილისი მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი გახდა

თბილისი მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი გახდა

თბილისი მსოფლიოს ქალაქების ტურიზმის ასოციაციის წევრი გახდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ასოციაციის წევრობა ხელს შეუწყობს თბილისის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ქალაქის შესახებ ცნობადობის გაზრდას. „მინდა, ქალაქისთვის კიდევ ერთი სასიხარულო და საინტერესო სიახლე გაგიზიაროთ. ჰელსინკში გაიმართა სამიტი სახელწოდებით „გონიერი[სრულად…]

შინაური ცხოველების სასტუმრო – სივრცე  ცხოველებისთვის

შინაური ცხოველების სასტუმრო – სივრცე  ცხოველებისთვის

ულევია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც არ იციან, ვის და სად დაუტოვონ საკუთარი შინაური ცხოველი. ამ პროცესს ახლავს დარდი, ფიქრი, განცდა, წუხილი… თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს საჭიროება, დაფუძნებულიყო შინაური ცხოველების სასტუმრო – სივრცე, სადაც მათ ყველა პირობა აქვთ, თავი ლაღად და ბედნიერად იგრძნონ. რა პირობებს სთავაზობს სასტუმრო[სრულად…]

უნიკალური რეცეპტების მუზეუმი- დედაქალაქის ახალი „ბინადარი”

უნიკალური რეცეპტების მუზეუმი- დედაქალაქის ახალი „ბინადარი”

ქართულ კულინარიას ხშირად თავად საქართველოსაც ადარებენ. მართლაც, თუ გადახედავთ სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს და ღრმად შეიგრძნობთ საოცარ სურნელს და კერძების მრავალფეროვნებას გაუსწორებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ ქართული კულინარია მართლაც რომ ხელოვნებაა- საქართველოს მსგავსი, ცხარე, ცოცხალი და ფერადოვანი. უძველესი დროიდან მოყოლებული, ქართველური ტომების კულინარიულ კულტურაში უმთავრეს როლს მემინდვრეობა( ანუ მარცვლეული კულტურები) და მეღვინეობა[სრულად…]

ვინ იყო კაცი, რომელიც ტფილისში პირველ ავარიას ემსხვერპლა

ვინ იყო კაცი, რომელიც ტფილისში პირველ ავარიას ემსხვერპლა

ვინ იყო კაცი, რომელიც თბილისის ცარიელ ქუჩებში მოძრავ ერთადერთ სატვირთო ავტომობილს ემსხვერპლა? ეს იყო კამო, ცნობილი ბოლშევიკი და ხალხთა დიდი ბელადის, სტალინის უახლოესი თანამებრძოლი. კამო (1882–1922)– ნამდვილი სახელია სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი. დაიბადა ვაჭრის ოჯახში. 1901 წლიდან  აქტიურად მონაწილეობს რევოლუციურ მოძრაობაში.ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. იყო არალეგალური სტამბების ერთ-ერთი ორგანიზატორი.  1905 წლის[სრულად…]

ავლაბრის არალეგალურ სტამბას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ავლაბრის არალეგალურ სტამბას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ავლაბრის არალეგალურ სტამბას, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის მფლობელობაშია, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” წერს, ზოგი ამ სტამბას მხოლოდ ბოლშევიკური ორგანიზაციის ისტორიის ნაწილად თვლის, მაგრამ სინამდვილეში ის ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზის მნიშვნელოვან ძეგლად გვევლინება. ის დაარსებულია ცნობილი რევოლუციონერის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი[სრულად…]

„წითელი ფარნების კვარტალი“ ტფილისში

„წითელი ფარნების კვარტალი“ ტფილისში

ფიროსმანის თანამედროვე, თვითნასწავლი თბილისელი მხატვარისა და მწერალის, კარაპეტ გრიგორიანცის წიგნში – „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“  დეტალურად და საკმაოდ საინტერესოდ არის აღწერილი მე-19 საუკუნის თბილისელთა ზნე-ჩვეულები: სად და როგორ ერთობოდნენ, რა ტრადიციები და მისწრაფებები ჰქონდათ და ასე შემდეგ. მაგალითად, ფქვილის მოედნიდან ( მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია) აბანოთ უბნის ბოლომდე საროსკიპოები ყოფილა[სრულად…]

მიკროავტობუსები ძირითადად გარეუბნების მიმართულებით იმოძრავებენ

მიკროავტობუსები ძირითადად გარეუბნების მიმართულებით იმოძრავებენ

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, ყვითელი მიკროავტობუსები, ძირითადად, გარეუბნებში გადაინაცვლებენ, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებენ. როგორც მუმლაძემ რადიო „პალიტრას” ეთერში განმარტა, მიკროავტობუსებს 2020 წლის ბოლომდე სრულად განაახლებენ. მიკროავტობუსები ძირითადად გარეუბნებიდან იქნება დამაკავშირებელი და იქ იმოძრავებს, სადაც ავტობუსი გზის სივიწროვიდან გამომდინარე ვერ დადის. ასეთ მარშრუტებზე ყველგან მიკროავტობუსები იქნება[სრულად…]

საწყობი, სამხერხაო, მუზეუმი – ლურჯი მონასტრის რთული ისტორია

საწყობი, სამხერხაო, მუზეუმი – ლურჯი მონასტრის რთული ისტორია

ლურჯი მონასტერი – ქართული ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი ვერის უბანში, ლ. ქიაჩელის ქუჩის ბოლოში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ტაძრის სამხრეთი შესასვლელის ტიმპანში დაცული ვრცელი წარწერის თანახმად, ეკლესია აუგია “უღირს ბასილს, ქართლისა მთავარეპისკოპოსყოფილს”, თამარ მეფის დროინდელი პოლიტიკური მოღვაწის, აბულასანის ძმას. XVI საუკუნეში ტაძარი სპარსელებს დაუნგრევიათ. ისტორიული წყაროების თანახმად, თითქმის ერთი საუკუნე ტაძარი[სრულად…]

საათის კოშკის თბილისური ამბავი

საათის კოშკის თბილისური ამბავი

2010 წელს მარიონეტების თეატრის გვერდით რეზო გაბრიაძემ უნიკალური საათიანი კოშკი ააშენა. ყოველი საათის ბოლოს, მოხატული კარებიდან გამოდის ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. მცირე თოჯინების თეატრი თავად კოშკშიც არის განთავსებული და დღეში ორჯერ, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, შესაძლებელია საოცარი თოჯინური წარმოდგენის – „ცხოვრების წრებრუნვის“ ნახვა. კოშკის ქვედა მხარეს ორი[სრულად…]

„მთავარია, ჯიბეში არ მედოს ნაგავი“ – სიახლე რუსთაველის გამზირზე

„მთავარია, ჯიბეში არ მედოს ნაგავი“ – სიახლე რუსთაველის გამზირზე

სულ რამდენიმე დღეა, საკრებულოდან ფილარმონიამდე ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები დაიდგა. ეს ჩვენი რეალობისთვის სიახლეა. ზედმეტი ნივთების მოსაშორებლად აქამდე ქართველებს არ გვიწევდა ფიქრი, რომ ის დაგვეხარისხებინა. თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გაცილებით მეტად ვიზრუნოთ. ურნები შემდეგი   მასალებისგან დამზადებული ნარჩენების სეპარირებას გულისხმობს: მინა, პლასტიკა, ქაღალდი და შერეული ნარჩენი. აღნიშნული კონტეინერები  „თბილსერვის ჯგუფმა“[სრულად…]

„ მასრაფი“ და „კონის ფული“ თბილისის გასანათებლად

„ მასრაფი“ და „კონის ფული“ თბილისის გასანათებლად

თბილისში მთავარი ქუჩების განათება მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში დაუწყიათ. ისტორიული წყაროების თანახმად, ამ დროისათვის თბილისელები ქუჩების განათების სანაცვლოდ გადასახადებსაც კი იხდედნენ, რომელსაც”მასრაფი” ერქვა. აკრეფილი თანხა ფარნების მოწყობაზე იხარჯებოდა. ცალკე გროვდებოდა ფული შუქის ზეთის შესაძენად. ამ გადასახადს ” კონის ფული” ერქვა. 1900 წელისათვის თბილისის ქუჩებში 3,2 ათასი ფარანი მდგარა. თბილისში ელექტროენერგიის[სრულად…]

რუსთაველის გამზირზე ნარჩენების დასახარისხებლად 80 ურნა დაიდგა

რუსთაველის გამზირზე ნარჩენების დასახარისხებლად 80 ურნა დაიდგა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ნარჩენების გადასახარისხებლად განკუთვნილი ურნები დაიდგა. ქაღალდის, პლასტიკის, მინისა და შერეული ნარჩენის შეგროვების მიზნით, „თბილსერვის ჯგუფმა“ ამ ტერიტორიაზე 80 კონტეინერი განათავსა. ინფორმაციას მთაწმინდის რაიონის გამგეობა ავრცელებს. ახალი ურნები თბილისის საკრებულოდან ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიამდე განთავსდა, პარალელურად, განხორციელდა არსებული, ძველი ურნების დემონტაჟი. ნარჩენების ადგილზე დახარისხების სისტემაზე საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად[სრულად…]

როგორი იქნება საქალაქო პარკი დიღმის ჭალებში (ფოტოკოლაჟი)

როგორი იქნება საქალაქო პარკი დიღმის ჭალებში (ფოტოკოლაჟი)

„დიღმის ჭალების“ პარკის პროექტირება დასრულდა. უახლოეს მომავალში ტენდერი პარკის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2019 წლიდან გლდანის ხიდებისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი პარკის მშენებლობა დაიწყება. პროექტისთვის 11 მლნ ლარია გამოყოფილი, მისი დასრულება კი, 2 წელიწადში იგეგმება. „გენერალურ გეგმაში საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია საქალაქო პარკების მშენებლობა[სრულად…]

თბილისი Thrillist-ის სამოგზაურო სიაშია  მოხვდა

თბილისი Thrillist-ის სამოგზაურო სიაშია მოხვდა

18 მშვენიერი ევროპული ქალაქი, რომელსაც ახლავე უნდა ეწვიო, ამ სათაურით პოპულარული ტურისტული გამოცემა Thrillist სტატიას აქვეყნებს. ბერლინის, პრაღის, კრაკოვის, ტალინის, ზაგრების და სხვა ევროპული ქალაქების პარალელურად გამოცემა მკითხველს საქართველოს დედაქალაქში მოგზაურობას ურჩევს. Thrillist-ის ჟურნალისტმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა. „ახალი ავიარეისების დანიშვნის შემდეგ კავკასიის[სრულად…]

სად ერთობიან თბილისელები – ქუჩების რეიტინგი

სად ერთობიან თბილისელები – ქუჩების რეიტინგი

სერვის “მაქსიმის” სპეციალისტებმა მოამზადეს თბილისის ქუჩების სტატისტიკა, სადაც ყველაზე ხშირად ისვენებენ ქალაქის მაცხოვრებლები. პარასკევი და შაბათი არის დღეები, როდესაც ყველა განტვირთვის საუკეთესო გზას ეძებს. ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ტაქსის მომსახურებაზე. პარასკევ საღამოდან მნიშვნელოვნად იმატებს გამოძახებების რაოდენობა იმ ქუჩების მიმართულებით, სადაც განთავსებულია გასართობი ობიექტები და შესაძლებელია მეგობრებთან ერთად სასიამოვნო[სრულად…]

რა სჭირდება თბილისს?

რა სჭირდება თბილისს?

როგორც წესი, ქვეყნის დედაქალაქში ადამიანები მთელი ამ ქვეყნის მასშტაბით იყრიან ხოლმე თავს. გამონაკლისი არც თბილისია. ყველა ქალაქში არის შესაძლებელი, ძალიან ბევრი რამ გააკრიტიკო. ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლები სიანტერესო პასუხებს სცემენ კითხვაზე – რა სჭირდება თბილისს? თიკო თბილისს და არა მარტო თბილსს, აკლია საკუთარ ქალაქზე შეყვარებული ხალხი, რომელიც  ამ ქალაქს მოუფრთხილდება და[სრულად…]

რომელ ტერიტორიებზეა თბილისში ჰაერი ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად დაბინძურებული

რომელ ტერიტორიებზეა თბილისში ჰაერი ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად დაბინძურებული

საქართველოში არაერთ პრობლემასთან ერთად არსებობს ისეთი პრობლემები, რომლებიც ძალიან ბევრ წელს ითვლის და უკვე სისტემური ხასიათი აქვს. ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ დგას ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და ის შედეგები, რასაც მისი არსებობა ადამიანსა და გარემოსთან მიმართებით იწვევს. თბილისში არსებობს სულ რამდენიმე ავტომატური სადგური. ეს სადგურები  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის[სრულად…]

7 რამ, რაც თბილისში განსაკუთრებულად გამაღიზიანებელია

7 რამ, რაც თბილისში განსაკუთრებულად გამაღიზიანებელია

იქნება ეს დედაქალაქი თუ ქვეყნის რომელიმე სხვა რეგიონი, ყველა სივრცეში არსებობს პრობლემები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებით აღიზიანებს. სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, ამ პრობლემების გარკვეული ნაწილის მოგვარება თვითონ ამ ადამიანებზეა დამოკიდებული, თუმცა, არსებობს ხარვეზები, რომლებიც უშუალოს სახელმწიფოს ჩარევითა და მისი ძალისხმევით უნდა მოგვარდეს. ხდება ისეც, რომ ერთ პრობლემას მეორე ცვლის, იცვლება[სრულად…]

თბილისური ეზოები (ფოტორეპორტაჟი)

თბილისური ეზოები (ფოტორეპორტაჟი)

წყარო” city.kvira.ge Please follow and like us:

ნიუ-იორკის ბიბლიოთეკაში დაცული ძველი თბილისის უნიკალური ფოტოები

ნიუ-იორკის ბიბლიოთეკაში დაცული ძველი თბილისის უნიკალური ფოტოები

ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 180 000-ზე მეტ ფოტოს შორის თბილისში გადაღებული ფოტოებიც ინახება. ფოტოებზე, რომელიც ბიბლიოთეკის საიტზეც იყო გამოქვეყნებული, ძირითადად მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისია ასახული   Please follow and like us:

„იშვიათი“ ამბები ძველი თბილისის შესახებ

„იშვიათი“ ამბები ძველი თბილისის შესახებ

ცნობები ძველი თბილისის შესახებ იმ ტიპის მასალას განეკუთვნება, რომელიც იოლად და საინტერესოდ იკითხება. ტფილისის შესახებ არაერთი უცხოელი მოგზაური წერდა, მათ შორის ისეთ ამბებსაც, რომლებიც არცთუ სასიამოვნო მოსასმენია, მაგალითად: „ქართველები არიან ზარმაცი და სრულებით არამწარმოებლები. მაგალითად, მათ უყვართ კარტოფილი, რომელსაც ყიდულობენ, ითხოვენ ან იპარავენ გერმანელი კოლონისტებისგან, მაგრამ დღემდე არ მოსდით თავში, რომ[სრულად…]

დღეიდან ახალი მწვანე ავტობუსები N85 და N95 მარშრუტებზე იმოძრავებენ

დღეიდან ახალი მწვანე ავტობუსები N85 და N95 მარშრუტებზე იმოძრავებენ

ახალი, მწვანე ავტობუსები მგზავრებს დღეიდან მოემსახურებიან. პირველ ეტაპზე ისინი N85 და N95 მარშრუტებზე იმოძრავებენ. როგორც „თბილისი თაიმსს“ თბილისის მერიიდან აცნოებს, მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ N95 მარშრუტზე 8 ავტობუსი განაწილდება, ხოლო N85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს წრიულად ემსახურება, 4 ავტობუსი. მათივე ინფორმაციით, 23 მაისიდან ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება N50, N55 და[სრულად…]

საბურთალოს რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ორ მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. შესაბამისი სამუშაოები ფანასკერტელის ქუჩა N16-ში და პეტრიწის ქუჩაზე, N5ა კორპუსის მიმდებარედ ჩატარდა.  რეკრეაციულ სივრცეებში საბავშვო გასართობი მოედნები განთავსდა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა, დაიგო რულონური ბალახი და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.[სრულად…]

ფერადსახურავებიანი უბანი – ფოტორეპორტაჟი „ძველი თბილისიდან“

ფერადსახურავებიანი უბანი – ფოტორეპორტაჟი „ძველი თბილისიდან“

ვინმეს დღევანდელი თბილისი საერთოდაც რომ არ უყვარდეს, „ძველი თბილისი“ ნამდვილად არის ის ტერიტორია, რომელიც ბევრისთვის განსხვავებულ და განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს. ჩვენი დედაქალაქის დაგეგმარებას, ასე თუ ისე, საზოგადოების საკმაო ნაწილი აკრიტიკებს. თუმცა, „ძველ თბილისს“ კვლავ აქვს რესურსი, შეინარჩუნოს ძველებური იერ-სახე. ეს არის ის ტერიტორია, რომელიც არაქართველებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია. ფერადი სახურავები, სხვადასხვა[სრულად…]

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველიდან 15 მაისის ჩათვლით, შესაბამის კომპანიას – taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე მიმართონ. „ტაქსების რეფორმა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, სატრანსპორტო[სრულად…]

ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებულ მეტროს 50-ე შახტს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განცხადა. მისი თქმით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე მეტროს 50-ე შახტია, რომელიც მეტროს გამნიავებლის ფუნქციას ასრულებს. შახტის ადგილმდებარეობის გამო, ამ ეტაპზე, გზის სავალი ნაწილი ჩაკეტილია, რაც ტრანსპორტის[სრულად…]

ღვინით აშენებული თბილისური სახლის უჩვეულო ისტორია

ღვინით აშენებული თბილისური სახლის უჩვეულო ისტორია

მელიქ აზარიანცის სახლი თბილისური მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია. შენობა 1912-15 წლებში აშენდა. მისი არქიტექტორი პეტერბურგელი ნიკოლოზ ობოლონსკი გახლდათ, რომელიც წარმოშობით პოლონელი იყო. ეს მისი პირველი და უკანასკნელი პროექტი იყო, რომელიც საქართველოში განახორციელა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ სახლს საკუთარი ელექტრო და წყალმომარაგება ჰქონდა, საკუთარი გათბობის სისტემა, სატელეფონო ქსელი, საბავშვო ბაღი,[სრულად…]

კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადეს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წლის ბოლომდე მოეწყობა და მისი სიგრძე 6 კილომეტრი იქნება. მაია ბითაძის განმარტებით, მერიამ უკვე დაასრულა ტყის ინვენტარიზაცია, შედეგად კი გამოიყო რვა ძირითადი სატყეო სექტორი. ბითაძის თქმით, ამ ბილიკებზე, მოეწყობა საკემპინგე ადგილები, დასასვენებელი ადგილები, ასევე ეკოლოგიური[სრულად…]