თბილისური ამბები

თბილისის ქუჩების სახელები, რომლებიც არასდროს დაგავიწყდებათ

თბილისის ქუჩების სახელები, რომლებიც არასდროს დაგავიწყდებათ

სამყაროში უცნაური და უჩვეულო რამ ბევრია. ასევეა ქვეყნებშიც და ასევეა ქალაქებშიც. ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში უცნაური და სახალისო დასახელების არაერთ ქუჩას შევხვდებით. ზოგი მათგანის სახელი რაღაცასთან ასოცირდება, ზოგი – ვიღაცასთან, ზოგი კი, საერთოდ, გაურკვეველია, რასთან, ან ვისთან არის დაკავშირებული. აღსანიშნია, რომ თბილისში ვხვდებით ქუჩებს, რომლებსაც სხვადასხვა უცხო ქვეყნის პირველი პირის, ან[სრულად…]

კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია იწყება

კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერია კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყება. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 45 მილიონი ლარია, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათების ბოძები, გამწვანება, მოწესრიგდება ბორდიურები. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კახეთის გზატკეცილზე გარკვეული შეზღუდვები იქნება, თუმცა ეს მოძრაობას პრობლემას[სრულად…]

თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას 70 ათას ლარამდე გაზრდის

თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას 70 ათას ლარამდე გაზრდის

დედაქალაქის მერია „ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში“, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას თითოეულ პაციენტს 60 ათასის ნაცვლად, 70 ათასი ლარით დაუფინანსებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ოპერაციის დაფინანსება მისი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო და ერთი წლის განმავლობაში, მერიამ უკვე ათი პაციენტი დააფინანსა. „დედაქალაქის მერია[სრულად…]

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილიდან 14  მაისის ჩათვლით გაიმართება

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილიდან 14  მაისის ჩათვლით გაიმართება

4 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 11 კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული გუნდები გერმანიიდან, ლიტვიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზერბაიჯანიდან. ფესტივალთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც  თბილისის მერის მოადგილე[სრულად…]

სულიაშვილის N8-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

სულიაშვილის N8-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, სულიაშვილის N8-ში მდებარე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკვლისა და კედლების გამაგრება, ლითონის კუთხოვანებით ფანჯრებისა და კარების ღიობების მოჩარჩოება ხდება. მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნო. „სულიაშვილის N8-ში მდებარე თბილისური ტიპის ულამაზესი სახლი, სადაც[სრულად…]

ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება

ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება

ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება სრულდება. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო. „მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს[სრულად…]

A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ მანათობლებს „აითიჯი-ჯორჯია“ დაამზადებს

A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ მანათობლებს „აითიჯი-ჯორჯია“ დაამზადებს

A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ სპეციალურ მანათობლებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აითიჯი-ჯორჯია“ დაამზადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ტაქსების მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა ის ვალდებულებები და პრივილეგიები, რომელიც A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსებს ექნებათ. „როგორც იცით, არის ლიცენზიის ორი მიმართულება – A[სრულად…]

ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერთჯერადი ამნისტიის გამოცხადება იგეგმება

ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერთჯერადი ამნისტიის გამოცხადება იგეგმება

თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილეებთან – ილია ელოშვილსა და მაია ბითაძესთან ერთად სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს მერმა სამშენებლო სექტორში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. კერძოდ, საუბარი შეეხო ერთჯერად ამნისტიას ისეთ შენობებთან მიმართებაში, რომელთა მშენებლობა დასრულებულია და შენობა, ხშირ შემთხვევაში, შესახლებულიცაა, თუმცა გარკვეული დარღვევების გამო, ექსპლუატაციაში ვერ[სრულად…]

მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავასთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, გვირაბი სარეაბილიტაციოა და აღნიშნული საკითხის მოგვარება 2018 წლის მთავრობის დადგენილებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა. „გვირაბი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და სარეაბილიტაციოა. 2018 წელს მთავრობის დადგენილებით, რეგიონული[სრულად…]

ზღვის უბნის მე-10 კვარტალში 5 000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა

ზღვის უბნის მე-10 კვარტალში 5 000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქის) მე-10 კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, ავტოსადგომადქცეულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის მერისა და გამგებლების ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქეების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. „აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად არის გადაქცეული. მოსახლეობა ითხოვდა, სარეკრეაციო ზონა აღდგენილიყო. ეს სივრცე რამდენიმე ფუნქციურ[სრულად…]

გროზნოს N11-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება

გროზნოს N11-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება

ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ვიდეოდიალოგის დროს, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩუღურეთის რაიონი მჭიდროდ არის დასახლებული, რის გამოც, მსგავსი მასშტაბის სკვერების მოწყობა ხშირად ვერ ხერხდება. „ჩვენი რაიონი მჭიდროდ[სრულად…]

უახლოეს მომავალში ახალ სატრანსპორტო ქსელზე ეტაპობრივი გადასვლა დაიწყება

უახლოეს მომავალში ახალ სატრანსპორტო ქსელზე ეტაპობრივი გადასვლა დაიწყება

უახლოეს მომავალში, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტაპობრივად, ახალ სატრანსპორტო ქსელზე გადავა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის ფორმატში დედაქალაქის მერმა და ვიცე-მერმა ისაუბრეს. კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. მისივე თქმით, არასახარბიელოა მიკროავტობუსების მდგომარეობაც. „კვლევას ატარებს ფრანგული კომპანია „სისტრა“ და გაზაფხულზე[სრულად…]

კრწანისის რაიონში რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა

კრწანისის რაიონში რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა

კრწანისის რაიონში, კერძოდ, ფონიჭალაში, მიმდინარე წელს ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა. როგორც კრწანისის რაიონის გამგებელმა მოქალაქე ნანა გასვიანის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, ფონიჭალა 3-ში, მე-11 კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე სისტემის სრულად მოწესრიგებისა და წლების განმავლობაში არსებული დატბორვის პრობლემის მოხსნის[სრულად…]

თბილისში ველობილიკებსა და „ბასლაინებზე“ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება

თბილისში ველობილიკებსა და „ბასლაინებზე“ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება

თბილისში ველობილიკებსა და „ბასლაინებზე“ კიდევ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება. როგორც „თბილისი თაიმსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა, ე.წ. ჭკვიანი კამერები ყველა იმ ქუჩაზე დამონტაჟდება, სადაც ველობილიკები და ავტუბუსების ზოლებია მოწყობილი ან წელს მოეწყობა, მათ შორის ხიზანიშვილის, ვეკუას, კანდელაკის ქუჩებზე. „წინასწარი ინფორმაციით, იქ, სადაც ავტობუსებისთვის იქნება განკუთვნილი ზოლები[სრულად…]

ძველი თბილისის „გაფერადებული“ ფოტოები

ძველი თბილისის „გაფერადებული“ ფოტოები

სოციალურ ქსელში ძველი თბილისის „გაფერადებული“ ფოტოები გამოჩნდა. განსხვავებული ხედები, ცნობილი აივნები, კინტოები და ქალაქის სხვა კოლორიტული მახასიათებლები შავ – თეთრის ნაცვლად, ახლა ფერადია. უცნობია ნამუშევრების ავტორი, თუმცა, ერთ-ერთი ვინც ფოტოები გაავრცელა, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირია. „ადამიანები, რატომღაც, ძველის შავ – თეთრად დანახვას მიეჩვივნენ. თითქოს, სტერეოტიპია, რომ ძველი აუცილებლად შავ-თეთრი უნდა იყოს.[სრულად…]

ილუსტრირებული წიგნი ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე

ილუსტრირებული წიგნი ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე

თბილისის მერიის ინიციატივით ილუსტრირებული წიგნი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” გამოიცა. მასში ბოლო წლების განმავლობაში თბილისის მერიის მიერ ქალაქის ძველ უბნებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებია აღწერილი. გაკეთდა საკმაოდ მოცულობითი მონოგრაფიული წიგნი, სადაც თბილისის უბნებისა და მათი ისტორიების შესახებ არის მოთხრობილი, თუმცა მასში განსაკუთრებული ყურადღება ძველ თბილისს და ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის პროგრამას[სრულად…]

დამატებით 12 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

დამატებით 12 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

თბილისის მერიამ დედაქალაქში დამატებით ის 12 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კერძოდ, მიკროავტობუსები გაჩერებას ქეთევან დედოფლის, თამარ მეფის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირებზე, ასევე,  ნუცუბიძის, ცოტნე დადიანის, სულხან ცინცაძის, ვაჟა[სრულად…]

?????????????????????????????????????????????????????????????

თბილისის მერი საზოგადოებას სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით ახალ კონცეფციას უახლოეს მომავალში გააცნობს

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალ კონცეფციას უახლოეს მომავალში გააცნობს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა  განაცხადა. კახა კალაძის თქმით, შენობების ექსპლუატაციაში მიღების წლების განმავლობაში არსებულმა პრაქტიკამ უსაფრთხოების მხრივ გარკვეულ პრობლემები დააგროვა და, შესაბამისად,   მუნიციპალიტეტის მხრიდან არსებული წესების გადახედვის საჭიროება შექმნა. „მუნიციპალური[სრულად…]

კახა კალაძე – თბილისს ზაფხულისთვის 3D რუკა ექნება

კახა კალაძე – თბილისს ზაფხულისთვის 3D რუკა ექნება

დედაქალაქს ზაფხულისთვის 3D რუკა ექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამის გარდა, კახა კალაძის თქმით, შემუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი – თბილისის ორთოფოტო გეგმა. „თბილისს მალე ექნება 3D რუკა, რომლის ნახვაც ასევე მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტის განხორციელებაზე და პირველი მარტიდან დაიწყო კომპანიამ მუშაობა,[სრულად…]

კახა კალაძის განცხადებით, 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

კახა კალაძის განცხადებით, 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

თბილისის მერია კიდევ 27 ოჯახს საკუთრებაში გადასცემს იმ საცხოვრებელ ფართებს, რომლებშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა გარკვეული ბიუროკრატიული მიზეზების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მერის თქმით, აღნიშნული ფართები 27 ოჯახს საკუთრებაში დღეს გადაეცემა. „ჩვენ პროგრამა უკვე დაწყებული გვაქვს და უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც[სრულად…]

თბილისური ისტორიები

თბილისური ისტორიები

“მხატვრული შედარება რომ მოვიყვანოთ, თბილისი ქვეყნის გულია. გაგიკვირდებათ, მაგრამ აღმოსავლურ სამყაროში თბილისს “სახლი სიხარულისა” შეარქვეს. “თბილისი ჩემთვის ამოუწურავი თემაა, ერთი, თუნდაც ვრცელი წერილი რომ ვერ დაიტევს”, – აღნიშნავს ბატონი გიზო. ალბათ მიგვიხვდით, “პაემანი” ძირძველ თბილისელთან და თბილისის მეხოტბესთან გიზო ნიშნიანიძესთან გვექნება. თბილისური მეგობრობა თბილისელობა მეგობრობასა და ერთმანეთის გატანაზე იყო დამყარებული. ამიტომაც, ახალგაზრდობაში,[სრულად…]

ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულ 200-მდე ოჯახს დიდ დიღომში ფართები გადაეცემა

ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულ 200-მდე ოჯახს დიდ დიღომში ფართები გადაეცემა

ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულ 200-მდე ოჯახს დიდ დიღომში ფართები გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის ინფორმაციით, უკვე გამოვლენილია დიდ დიღომში ოთხ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც დაზარალებული ოჯახებისთვის ბინებს ააშენებს. „ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული ოჯახებისთვის ფართების დაკანონება ჩვენ დაწყებული გვაქვს, ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და მოვედით[სრულად…]

ძველი თბილისის ხედები

ძველი თბილისის ხედები

Please follow and like us:

8 მარტიდან ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს

8 მარტიდან ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს

„ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში, 8 მარტიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს. ღამის ავტობუსი მოძრაობას მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ დაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილთან“ ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სააკაძის I[სრულად…]

დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, მთლიანად საბურთალოს რაიონში კი 23 სკვერის გაკეთებაა დაგეგმილი. საბურთალოს რაიონში მწვანე სივრცეების მოწყობის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძისგან ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას მოისმინა. ვიდეოდიალოგის ფარგლებში, ერთ-ერთმა მოქალაქემ დიდ დიღომში, “იმედის კლინიკის” უკან, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე სკვერის გაკეთება[სრულად…]

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახლადმოწყობილ სკვერს სატრენაჟორო სივრცეც დაემატება

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახლადმოწყობილ სკვერს სატრენაჟორო სივრცეც დაემატება

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძთან მდებარე ახლადმოწყობილ სკვერთან ტრენაჟორებიც დაიდგმება. აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქე სპარტაკ ბაგალაშვილის თხოვნის საპასუხოდ, ვიდეოდიალოგის ფორმატში გააკეთა. კახა კალაძის თქმით, თუ გამგეობას ამის შესაძლებლობა არ აქვს, თბილისის მერია მზადაა, ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში. „ცინცაძე-კარტოზიას სატრანსპორტო კვანძთან ახლო ძალიან ბევრი გამწვანების სამუშაო განხორციელდა და ძალიან[სრულად…]

ნებართვის მფლობელი ტაქსისტები პირველი მარტიდან ავტომანქანის გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

ნებართვის მფლობელი ტაქსისტები პირველი მარტიდან ავტომანქანის გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

ტაქსების რეფორმის ფარგლებში,პირველი მარტიდან ვიზუალური სტანდარტიზაციის პროცესი დაიწყება, რაც ნებართვის მფლობელ ტაქსისტებზე ავტომანქანის ექსტერიერის გადაღებვისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემას ითვალისწინებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ვაუჩერებს მიიღებენ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელები, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გავლილი[სრულად…]

ცისფერი სახლი-უნიკალური ნაგებობა კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი

ცისფერი სახლი-უნიკალური ნაგებობა კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი

სახ­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ამ სტა­ტი­ა­ში უნ­და გი­ამ­ბოთ, ბევრ თბი­ლი­სელს ნა­ნა­ხიც არ აქვს… ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ეზოს სიღ­რ­მე­ში დგას და კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი. თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი სა­გან­ძუ­რი, უნი­კა­ლუ­რი ცის­ფერ­მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი სახ­ლი, ერთ დროს გე­ნე­რალ ვა­სილ გა­ბაშ­ვილს ეკუთ­ვ­ნო­და. სახ­ლი 1897 წელს, ცნო­ბი­ლი რუ­სი არ­ქი­ტექ­ტო­რის, კორ­ნე­ლი ტა­ტიშ­ჩე­ვის პრო­ექ­ტით აშენ­და (რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის[სრულად…]

კახა კალაძე: ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა   

კახა კალაძე: ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა  

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარია კონცეფციაზე, რომელიც ითვალისწინებს ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლის მექანიზმებს, რაც მაქსიმალურად შეზღუდავს სამშენებლო, თუ სარეალიზაციო ობიექტებიდან, ასევე ტრანსპორტირების პროცესში სამშენებლო მასალის ჰაერში გაფრქვევას. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები დედაქალაქში არსებული[სრულად…]

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ფართებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ დამატებით20 ოჯახს გადასცემს, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.  როგორც მან აღნიშნა, დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. „თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა[სრულად…]