თბილისური ამბები

ძველი თბილისის ხედები

ძველი თბილისის ხედები

Please follow and like us:

8 მარტიდან ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს

8 მარტიდან ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს

„ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში, 8 მარტიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს. ღამის ავტობუსი მოძრაობას მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ დაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილთან“ ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სააკაძის I[სრულად…]

დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, მთლიანად საბურთალოს რაიონში კი 23 სკვერის გაკეთებაა დაგეგმილი. საბურთალოს რაიონში მწვანე სივრცეების მოწყობის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძისგან ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას მოისმინა. ვიდეოდიალოგის ფარგლებში, ერთ-ერთმა მოქალაქემ დიდ დიღომში, “იმედის კლინიკის” უკან, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე სკვერის გაკეთება[სრულად…]

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახლადმოწყობილ სკვერს სატრენაჟორო სივრცეც დაემატება

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახლადმოწყობილ სკვერს სატრენაჟორო სივრცეც დაემატება

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძთან მდებარე ახლადმოწყობილ სკვერთან ტრენაჟორებიც დაიდგმება. აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქე სპარტაკ ბაგალაშვილის თხოვნის საპასუხოდ, ვიდეოდიალოგის ფორმატში გააკეთა. კახა კალაძის თქმით, თუ გამგეობას ამის შესაძლებლობა არ აქვს, თბილისის მერია მზადაა, ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში. „ცინცაძე-კარტოზიას სატრანსპორტო კვანძთან ახლო ძალიან ბევრი გამწვანების სამუშაო განხორციელდა და ძალიან[სრულად…]

ნებართვის მფლობელი ტაქსისტები პირველი მარტიდან ავტომანქანის გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

ნებართვის მფლობელი ტაქსისტები პირველი მარტიდან ავტომანქანის გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

ტაქსების რეფორმის ფარგლებში,პირველი მარტიდან ვიზუალური სტანდარტიზაციის პროცესი დაიწყება, რაც ნებართვის მფლობელ ტაქსისტებზე ავტომანქანის ექსტერიერის გადაღებვისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემას ითვალისწინებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ვაუჩერებს მიიღებენ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელები, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გავლილი[სრულად…]

ცისფერი სახლი-უნიკალური ნაგებობა კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი

ცისფერი სახლი-უნიკალური ნაგებობა კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი

სახ­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ამ სტა­ტი­ა­ში უნ­და გი­ამ­ბოთ, ბევრ თბი­ლი­სელს ნა­ნა­ხიც არ აქვს… ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ეზოს სიღ­რ­მე­ში დგას და კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი. თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი სა­გან­ძუ­რი, უნი­კა­ლუ­რი ცის­ფერ­მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი სახ­ლი, ერთ დროს გე­ნე­რალ ვა­სილ გა­ბაშ­ვილს ეკუთ­ვ­ნო­და. სახ­ლი 1897 წელს, ცნო­ბი­ლი რუ­სი არ­ქი­ტექ­ტო­რის, კორ­ნე­ლი ტა­ტიშ­ჩე­ვის პრო­ექ­ტით აშენ­და (რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის[სრულად…]

კახა კალაძე: ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა   

კახა კალაძე: ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა  

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარია კონცეფციაზე, რომელიც ითვალისწინებს ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლის მექანიზმებს, რაც მაქსიმალურად შეზღუდავს სამშენებლო, თუ სარეალიზაციო ობიექტებიდან, ასევე ტრანსპორტირების პროცესში სამშენებლო მასალის ჰაერში გაფრქვევას. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები დედაქალაქში არსებული[სრულად…]

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ფართებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ დამატებით20 ოჯახს გადასცემს, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.  როგორც მან აღნიშნა, დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. „თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა[სრულად…]

თბილისის მეტროს კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატა

თბილისის მეტროს კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატა

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი შემადგენლობების დამატებით, მოცდის პერიოდი 2.5 წუთამდე შემცირდება. „თებერვალის დასაწყისში მოგახსენეთ, რომ თბილისის მეტროს ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა. შესაბამისად, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. აქვე, ჩვენ პირობა დავდეთ, რომ თებერვლის ბოლოსთვის კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატებოდა. ისინი უკვე მზადაა. მეტროსორი[სრულად…]

ლადო გუდიაშვილის ისტორიული მოედანი

ლადო გუდიაშვილის ისტორიული მოედანი

არქიტექტურული მემკვიდრეობა ერის ისტორიას, მის ტემპერამენტს ასახავს. ცხოვრების წესსა და რიტმთან ერთად იცვლება ქალაქების იერსახეც. დღეს, როდესაც საქართველოში მრავალსართულიანი კომერციული ნაგებობების ბუმია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კოლორიტის შენარჩუნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ერთ-ერთი ისტორიული მოედანი  თბილისში ლადდო გუდიასვილის მოედანია.  მდებარეობს ძველი თბილისის რაიონში, თავისუფლების მოედანის მახლობლად; ლერმონტოვის, ბ. ახოსპირელის, გია აბესაძის, აბო თბილელისა და სხვა ქუჩების შესაყარზე.[სრულად…]

სახლი ბეთლემის ქუჩაზე – თბილისური შენობა ვიტრაჟებიანი სადარბაზოთი

სახლი ბეთლემის ქუჩაზე – თბილისური შენობა ვიტრაჟებიანი სადარბაზოთი

სახლი ბეთლემის ქუჩაზე – ერთადერთი შენობა თბილისში, რომელსაც ვიტრაჟებიანი სადარბაზო აქვს. მე-19 საუკუნის ულამაზესი შენობა თბილისის სტუმარი უცხოელი ტურისტებისთვსვისაც ერთ-ერთი მიმზიდველი სანახაობაა. უძველესი შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს – დაზიანებულია შესასვლელი კარი, სიძველისგან დეფორმირებულია ხის კიბეები და ულამაზესი ჩუქურთმიანი აივნები. სახლის მობინადრეებს, შენობის რეაბილიტაციის საშუალება არ აქვთ, ამიტომ ისტორიული შენობის გადარჩენას შესაბამის[სრულად…]

ორთაჭალაში მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა

ორთაჭალაში მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა

ორთაჭალაში მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა- ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მე-12 პენიტენციური დაწესებულება რუსთავში, მშენებელთა N60-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსდა. „დაწესებულების 248 პატიმრის ეტაპირება შაბათს 08:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათზე დასრულდა. ახალი პენიტენციური დაწესებულება მე-16 დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ 309 პირზე გათვლილ კორპუსში განთავსდა, რომელიც[სრულად…]

ავჭალაში სამი ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა

ავჭალაში სამი ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა

ავჭალის მოსახლეობა უახლოეს მომავალში სამი ახალი სპორტული მოედნით ისარგებლებს. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ლიბანის N6 კორპუსსა და N119 საჯარო სკოლას შორის, მონასტრის ქუჩაზე (ნაკვეთი #342) და ბაღნარის N47-ის მიმდებარედ, სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, სამივე მოედანზე მოეწყობა ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგება ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის[სრულად…]

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტები გამოავლინა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტები გამოავლინა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტები გამოავლინა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კონკრეტულ ტერიტორიებზე ტრანში უკვე გათხრილი იყო, რაზეც დროული რეაგირება მოხდა. „მინდა შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად მიტაცებას. ბოლო დღეების განმავლობაში,[სრულად…]

თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსის გზით შერჩეული კერძო კომპანია დაამონტაჟებს

თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსის გზით შერჩეული კერძო კომპანია დაამონტაჟებს

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე  განაცხადა,  კომპანიის შერჩევის მიზნით კონკურსი ორი კვირის ვადაში გამოცხადდება. „11 თებერვლიდან ჩვენს მიერ შექმნილმა ვებგვერდმა chargers.tbilisi.gov.ge დაიწყო მოქალაქეების მოთხოვნების მიღება ელექტროდამტენების მონტაჟთან დაკავშირებით. ჩვენ განცხადეთ, რომ ელექტრომობილების მფლობელების მომართვის საფუძველზე, ვიღებთ პასუხისგმებლობას, სხვადასხვა ქუჩაზე ელექტროდამტენები დავამონტაჟოთ. როგორც გითხარით, უპირატესად იმ ადგილებში დამონტაჟდება[სრულად…]

ვისთვის არ იქნება თბილისში საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სავალდებულო

ვისთვის არ იქნება თბილისში საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სავალდებულო

1 ივლისიდან თბილისში ზონალური და საათობრივი პარკირება ამოქმედდება- ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერიის ცნობით, საათობრივი პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება; ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომანქანებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს. რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის[სრულად…]

თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტოსანიტარიაში  არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებით დაიწყება 

თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტოსანიტარიაში  არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებით დაიწყება 

თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტოსანიტარიაში არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებითა   და დარგის უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებით იგეგემება. გარემოსდამცველი  ნატა ფერაძის კითხვას თემაზე, თუ როდის და რა სქემით იგეგემება დედაქალაქში მცენარეების მკურნალობა,   მერის მოადგილე მაია ბითაძემ თბილისის მერიაში გამართული ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას უპასუხა. მაია ბითაძის განმარტებით, მიმდინარე წელს მცენარეების შეწამვლის სამუშაოების შესასრულებლად[სრულად…]

2019 წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და ახალი უჯრედი გაიხსნება

2019 წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და ახალი უჯრედი გაიხსნება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტი ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას გეგმავს, რაშიც საერთაშორისო საფინანსოორგანიზაციებიც არიან ჩართული. ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ვანო ჯანიაშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. „ლილოს ნაგავსაყრელი რომ მოუწესრიგებელია, ეს სერიოზული და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემაა. რა თქმა უნდა, მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ეს[სრულად…]

მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის გაუმჯობესებას თბილისის მერიაში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას უკავშირებენ

მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის გაუმჯობესებას თბილისის მერიაში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას უკავშირებენ

თბილისის მერი და მერის მოადგილეები სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის ფორმატში, მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოქალაქე მარინა ასანიძის დასმულ შეკითხვას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ ვითარების გაუმჯობესება შესაბამისმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებამ გამოიწვია. თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძის განცხადებით, ამ სფეროში არსებულ პრობლემებს თბილისის მერიის ახალმა მენეჯმენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში[სრულად…]

GQ “რუსეთის ყველაზე მოდური კაცების” სიაში კახა კალაძე და ბერა შეიყვანა

GQ “რუსეთის ყველაზე მოდური კაცების” სიაში კახა კალაძე და ბერა შეიყვანა

ჟურნალ GQ-ს რუსულმა გამოცემამ 2019 წლის რუსეთის ყველაზე მოდური კაცების სია გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისის მერი კახა კალაძე და მომღერალი ბერა ივანიშვილი შეიყვანა. თბილისის მერი წინა წელთან შედარებით ერთი პოზიციით დაწინაურდა და მეექვსე ადგილს იკავებს. ბერა ივანიშვილი კი სიაში მე-9 ადგილზე აღმოჩნდა და გადაუსწრო ისეთ ცნობილ რუს მომღერლებს, როგორებიც არიან ფილიპ კირკოროვი და BASTA.[სრულად…]

“ბიბლიოთეკა საქართველოზე” – საინტერესო და საჭირო სიახლე ჩვენს ქვეყანაში

“ბიბლიოთეკა საქართველოზე” – საინტერესო და საჭირო სიახლე ჩვენს ქვეყანაში

ერთი სივრცე, ერთი თემა და მასალის ურიცხვი რაოდენობა. კედლები, რომლებიც საქართველოს ინახავს და იმ ამბებს ჰყვება, რომლებიც, საქართველოს გარდა, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებსაც აინტერესებთ. “ბიბლიოთეკა საქართველოზე” – საინტერესო და საჭირო სიახლე ჩვენს ქვეყანაში. “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს სწორედ მისი  დამფუძნებელი, გიორგი არზიანი პასუხობს: რამდენი ხანია, რაც ეს ბიბლიოთეკა არსებობს? სულ ახალი დაარსებულია[სრულად…]

„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმში“ ქართული ისტორიები გამოიფინება

„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმში“ ქართული ისტორიები გამოიფინება

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შემდეგ, ზაგრების „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ სამოგზაურო გამოფენის მონაწილე ქვეყანა საქართველოც ხდება და 11 აპრილიდან 15 ივნისამდე თბილისში, მსოფლიო „დამსხვრეული ურთიერთობების“ კოლექცია ბეთლემის #10 სამუზეუმო სივრცეშიგამოიფინება…  გარდა იმ ექსპონატებისა, რომელსაც ზაგრების „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ უკვე ინახავს, ბეთლემის #10 სამუზეუმო სივრცეში ქართული ისტორიებიც გამოიფინება, რადგან წესი ასეთია: მანამ, სანამ ნებისმიერ ახალ ქვეყანაში „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“[სრულად…]

ვაშლიჯვრის ორდონიანი კვანძის მშენებლობა გრძელდება

ვაშლიჯვრის ორდონიანი კვანძის მშენებლობა გრძელდება

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა გრძელდება. ღამით, ბეტონის საყრდენ კონსტრუქციაზე ლითონის მალის ნაშენი დამონტაჟდა. სამუშაოების განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე. მისი თქმით, პროექტის მშენებლობის პროცესი არ გამოიწვევს საავტომობილო მოძრაობის მნიშვნელოვან შეფერხებას. “ღამით დამონტაჟდა მალის ნაშენის ბოლო კონსტრუქცია. ეს[სრულად…]

15 თებერვალს მაგნუმის გამოფენა და მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

15 თებერვალს მაგნუმის გამოფენა და მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

15 თებერვალს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში „Magnum Photos“-ს ფოტოგრაფის – მარტინ პარის წიგნის – „Martin Parr Tbilisi“  პრეზენტაცია შედგება და გამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნება. ექსპოზიცია 71 წლის განმავლობაში „Magnum Photos“-ს ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს. პროექტი თბილისის მერიის მიერ, თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიების პარტნიორები არიან: ქართული წიგნის[სრულად…]

თბილისში საინფორმაციო ბანერები განთავსდა, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობას ნარჩენების დახარისხებისკენ მოუწოდებენ

თბილისში საინფორმაციო ბანერები განთავსდა, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობას ნარჩენების დახარისხებისკენ მოუწოდებენ

თბილისის მერიის მხარდაჭერით, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა“ (CENN) დედაქალაქში, ნარჩენების სეპარაციის შესახებ საინფორმაციო ბანერები განათავსა. საინფორმაციო ბანერებზე მითითებულია თუ რა მისამართებზეა განლაგებული ნარჩენების სეპარირების სტენდები. ნარჩენების სეპარაციის სტენდები, თბილისის მერიის, “თბილსერვის ჯგუფის”, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. დედაქალაქში უკვე სეპარაციის[სრულად…]

მზიურში სოციალური კაფე გაძარცვეს

მზიურში სოციალური კაფე გაძარცვეს

მზიურში მდებარე სოციალური კაფეს დამფუძნებლის, ანა გოგუაძის თქმით, კაფე დილას გაძარცვული დახვდათ. წაღებულია ლეპტოპი, ტელეფონი, აიპადი, 165 ლარი და მოგლეჯილია ორი სათვალთვალო კამერა. მზიურის მთელ ტერიტორიაზე დღის განმავლობაში იმყოფება დაცვა. დაცვის ჯიხური კაფედან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდებარეობს. როგორც ანა გოგუაძე ამბობს, ძარცვაში 5 არასრულწლოვანი მონაწილეობდა. სოციალური კაფე მზიურში “ახალი მზიურის”[სრულად…]

საფრთხისშემცველი უბნები  თბილისში და მოლოდინები კატაკლიზმების შემთხვევაში

საფრთხისშემცველი უბნები  თბილისში და მოლოდინები კატაკლიზმების შემთხვევაში

ბუნებრივი მოვლენები არის ის მოცემულობები, რომელთა მიერ მიყენებული მოსალოდნელი ზარალი წინასწარ უნდა იქნეს გააზრებული და , შეძლებისდაგვარად, თავიდან არიდებული. არსებობს წარსულის ფაქტები და შედეგები, რომლებიც დღეს, შესაძლოა, მაინც არ იყოს გათვალისწინებული. აღნიშნულ საკითხზე, “თბილისი თაიმსს” არქიტექტორი-ურბანისტი, ირაკლი როსტომაშვილი ესაუბრა: “პირველ ყოვლისა, ვიტყვი იმას, რომ არსებობს გარკვეული ტერიტორიები, სადაც, უბრალოდ, სამშენებლო[სრულად…]

მზიურის რეაბილიტაცია უკვე დაწყო (ფოტოკოლაჟი)

მზიურის რეაბილიტაცია უკვე დაწყო (ფოტოკოლაჟი)

მზიურის რეაბილიტაცია დაიწყო.პარკის ადმინისტრაციის მიერ  გავრცელებული ინფორმაციით,  ამჟამად სამუშაოების დიდი ნაწილი პარკის ქვედა მხარეს მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პარკის სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე გამწვანების სამუშაოებს. მათივე ინფორმაციით,  გაზაფხულიდან  პარკში არაერთი საინტერესო ღონისძიება  დაიგეგმება. Please follow and like us:

გურამ დოჩანაშვილი: “უკაცრავად, თქვენ დამწყები ცნობისმოყვარე ბრძანდებით?!”

გურამ დოჩანაშვილი: “უკაცრავად, თქვენ დამწყები ცნობისმოყვარე ბრძანდებით?!”

ქეთევან სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ჰყვება ამბავს, რომელიც გურანდა გაბუნიას დაკრძალვაზე მისულს გადახდა, ცნობილ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან ერთად. გთავაზობთ ქეთევან სადღობელაშვილის სტატუსს: „დღეს დაკრძალვაზე შემხვდა გურამ დოჩანაშვილი. ის იყო, საუბარი წამოვიწყეთ, რო ვიღაც გოგო მოგვიახლოვდა, თეთრი ცელოფნის პარკით ხელში. რა ხდებააა??? – შეშფოთებით გვეკითხება. რა უნდა ხდებოდეს – კითხვას ვუბრუნებ. რატომაა[სრულად…]

რას პირდება თბილისის მერია მოსახლეობას 2019 წლისთვის?

რას პირდება თბილისის მერია მოსახლეობას 2019 წლისთვის?

ახალი წლისთვის დამახასიათებელი არაერთი ცვლილების კვალდაკვალ, ქ. თბილისის მერიამ, 2019 წლისთვის, შემდეგი სოციალური ქვეპროგრამების გახორციელება დააანონსა: კომუნალური სუბსიდირება; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება; 100 წელს მიღწეული მოქალაქეებისთვის ერთჯერადი დახმარება; სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის[სრულად…]