თბილისური ამბები

გროზნოს N11-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება

გროზნოს N11-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება

ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ვიდეოდიალოგის დროს, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩუღურეთის რაიონი მჭიდროდ არის დასახლებული, რის გამოც, მსგავსი მასშტაბის სკვერების მოწყობა ხშირად ვერ ხერხდება. „ჩვენი რაიონი მჭიდროდ[სრულად…]

უახლოეს მომავალში ახალ სატრანსპორტო ქსელზე ეტაპობრივი გადასვლა დაიწყება

უახლოეს მომავალში ახალ სატრანსპორტო ქსელზე ეტაპობრივი გადასვლა დაიწყება

უახლოეს მომავალში, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტაპობრივად, ახალ სატრანსპორტო ქსელზე გადავა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის ფორმატში დედაქალაქის მერმა და ვიცე-მერმა ისაუბრეს. კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. მისივე თქმით, არასახარბიელოა მიკროავტობუსების მდგომარეობაც. „კვლევას ატარებს ფრანგული კომპანია „სისტრა“ და გაზაფხულზე[სრულად…]

კრწანისის რაიონში რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა

კრწანისის რაიონში რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა

კრწანისის რაიონში, კერძოდ, ფონიჭალაში, მიმდინარე წელს ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა. როგორც კრწანისის რაიონის გამგებელმა მოქალაქე ნანა გასვიანის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, ფონიჭალა 3-ში, მე-11 კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე სისტემის სრულად მოწესრიგებისა და წლების განმავლობაში არსებული დატბორვის პრობლემის მოხსნის[სრულად…]

თბილისში ველობილიკებსა და „ბასლაინებზე“ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება

თბილისში ველობილიკებსა და „ბასლაინებზე“ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება

თბილისში ველობილიკებსა და „ბასლაინებზე“ კიდევ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება. როგორც „თბილისი თაიმსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა, ე.წ. ჭკვიანი კამერები ყველა იმ ქუჩაზე დამონტაჟდება, სადაც ველობილიკები და ავტუბუსების ზოლებია მოწყობილი ან წელს მოეწყობა, მათ შორის ხიზანიშვილის, ვეკუას, კანდელაკის ქუჩებზე. „წინასწარი ინფორმაციით, იქ, სადაც ავტობუსებისთვის იქნება განკუთვნილი ზოლები[სრულად…]

ძველი თბილისის „გაფერადებული“ ფოტოები

ძველი თბილისის „გაფერადებული“ ფოტოები

სოციალურ ქსელში ძველი თბილისის „გაფერადებული“ ფოტოები გამოჩნდა. განსხვავებული ხედები, ცნობილი აივნები, კინტოები და ქალაქის სხვა კოლორიტული მახასიათებლები შავ – თეთრის ნაცვლად, ახლა ფერადია. უცნობია ნამუშევრების ავტორი, თუმცა, ერთ-ერთი ვინც ფოტოები გაავრცელა, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირია. „ადამიანები, რატომღაც, ძველის შავ – თეთრად დანახვას მიეჩვივნენ. თითქოს, სტერეოტიპია, რომ ძველი აუცილებლად შავ-თეთრი უნდა იყოს.[სრულად…]

ილუსტრირებული წიგნი ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე

ილუსტრირებული წიგნი ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე

თბილისის მერიის ინიციატივით ილუსტრირებული წიგნი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” გამოიცა. მასში ბოლო წლების განმავლობაში თბილისის მერიის მიერ ქალაქის ძველ უბნებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებია აღწერილი. გაკეთდა საკმაოდ მოცულობითი მონოგრაფიული წიგნი, სადაც თბილისის უბნებისა და მათი ისტორიების შესახებ არის მოთხრობილი, თუმცა მასში განსაკუთრებული ყურადღება ძველ თბილისს და ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის პროგრამას[სრულად…]

დამატებით 12 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

დამატებით 12 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

თბილისის მერიამ დედაქალაქში დამატებით ის 12 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კერძოდ, მიკროავტობუსები გაჩერებას ქეთევან დედოფლის, თამარ მეფის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირებზე, ასევე,  ნუცუბიძის, ცოტნე დადიანის, სულხან ცინცაძის, ვაჟა[სრულად…]

?????????????????????????????????????????????????????????????

თბილისის მერი საზოგადოებას სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით ახალ კონცეფციას უახლოეს მომავალში გააცნობს

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალ კონცეფციას უახლოეს მომავალში გააცნობს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა  განაცხადა. კახა კალაძის თქმით, შენობების ექსპლუატაციაში მიღების წლების განმავლობაში არსებულმა პრაქტიკამ უსაფრთხოების მხრივ გარკვეულ პრობლემები დააგროვა და, შესაბამისად,   მუნიციპალიტეტის მხრიდან არსებული წესების გადახედვის საჭიროება შექმნა. „მუნიციპალური[სრულად…]

კახა კალაძე – თბილისს ზაფხულისთვის 3D რუკა ექნება

კახა კალაძე – თბილისს ზაფხულისთვის 3D რუკა ექნება

დედაქალაქს ზაფხულისთვის 3D რუკა ექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამის გარდა, კახა კალაძის თქმით, შემუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი – თბილისის ორთოფოტო გეგმა. „თბილისს მალე ექნება 3D რუკა, რომლის ნახვაც ასევე მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტის განხორციელებაზე და პირველი მარტიდან დაიწყო კომპანიამ მუშაობა,[სრულად…]

კახა კალაძის განცხადებით, 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

კახა კალაძის განცხადებით, 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

თბილისის მერია კიდევ 27 ოჯახს საკუთრებაში გადასცემს იმ საცხოვრებელ ფართებს, რომლებშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა გარკვეული ბიუროკრატიული მიზეზების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მერის თქმით, აღნიშნული ფართები 27 ოჯახს საკუთრებაში დღეს გადაეცემა. „ჩვენ პროგრამა უკვე დაწყებული გვაქვს და უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც[სრულად…]

თბილისური ისტორიები

თბილისური ისტორიები

“მხატვრული შედარება რომ მოვიყვანოთ, თბილისი ქვეყნის გულია. გაგიკვირდებათ, მაგრამ აღმოსავლურ სამყაროში თბილისს “სახლი სიხარულისა” შეარქვეს. “თბილისი ჩემთვის ამოუწურავი თემაა, ერთი, თუნდაც ვრცელი წერილი რომ ვერ დაიტევს”, – აღნიშნავს ბატონი გიზო. ალბათ მიგვიხვდით, “პაემანი” ძირძველ თბილისელთან და თბილისის მეხოტბესთან გიზო ნიშნიანიძესთან გვექნება. თბილისური მეგობრობა თბილისელობა მეგობრობასა და ერთმანეთის გატანაზე იყო დამყარებული. ამიტომაც, ახალგაზრდობაში,[სრულად…]

ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულ 200-მდე ოჯახს დიდ დიღომში ფართები გადაეცემა

ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულ 200-მდე ოჯახს დიდ დიღომში ფართები გადაეცემა

ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულ 200-მდე ოჯახს დიდ დიღომში ფართები გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის ინფორმაციით, უკვე გამოვლენილია დიდ დიღომში ოთხ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც დაზარალებული ოჯახებისთვის ბინებს ააშენებს. „ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული ოჯახებისთვის ფართების დაკანონება ჩვენ დაწყებული გვაქვს, ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და მოვედით[სრულად…]

ძველი თბილისის ხედები

ძველი თბილისის ხედები

Please follow and like us:

8 მარტიდან ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს

8 მარტიდან ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს

„ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში, 8 მარტიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ ღამის ავტობუსი მუშაობას განაახლებს. ღამის ავტობუსი მოძრაობას მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ დაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილთან“ ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სააკაძის I[სრულად…]

დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, მთლიანად საბურთალოს რაიონში კი 23 სკვერის გაკეთებაა დაგეგმილი. საბურთალოს რაიონში მწვანე სივრცეების მოწყობის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძისგან ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას მოისმინა. ვიდეოდიალოგის ფარგლებში, ერთ-ერთმა მოქალაქემ დიდ დიღომში, “იმედის კლინიკის” უკან, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე სკვერის გაკეთება[სრულად…]

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახლადმოწყობილ სკვერს სატრენაჟორო სივრცეც დაემატება

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახლადმოწყობილ სკვერს სატრენაჟორო სივრცეც დაემატება

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძთან მდებარე ახლადმოწყობილ სკვერთან ტრენაჟორებიც დაიდგმება. აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქე სპარტაკ ბაგალაშვილის თხოვნის საპასუხოდ, ვიდეოდიალოგის ფორმატში გააკეთა. კახა კალაძის თქმით, თუ გამგეობას ამის შესაძლებლობა არ აქვს, თბილისის მერია მზადაა, ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში. „ცინცაძე-კარტოზიას სატრანსპორტო კვანძთან ახლო ძალიან ბევრი გამწვანების სამუშაო განხორციელდა და ძალიან[სრულად…]

ნებართვის მფლობელი ტაქსისტები პირველი მარტიდან ავტომანქანის გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

ნებართვის მფლობელი ტაქსისტები პირველი მარტიდან ავტომანქანის გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

ტაქსების რეფორმის ფარგლებში,პირველი მარტიდან ვიზუალური სტანდარტიზაციის პროცესი დაიწყება, რაც ნებართვის მფლობელ ტაქსისტებზე ავტომანქანის ექსტერიერის გადაღებვისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემას ითვალისწინებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ვაუჩერებს მიიღებენ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელები, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გავლილი[სრულად…]

ცისფერი სახლი-უნიკალური ნაგებობა კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი

ცისფერი სახლი-უნიკალური ნაგებობა კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი

სახ­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ამ სტა­ტი­ა­ში უნ­და გი­ამ­ბოთ, ბევრ თბი­ლი­სელს ნა­ნა­ხიც არ აქვს… ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ეზოს სიღ­რ­მე­ში დგას და კულ­ტუ­რულ ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი. თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი სა­გან­ძუ­რი, უნი­კა­ლუ­რი ცის­ფერ­მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი სახ­ლი, ერთ დროს გე­ნე­რალ ვა­სილ გა­ბაშ­ვილს ეკუთ­ვ­ნო­და. სახ­ლი 1897 წელს, ცნო­ბი­ლი რუ­სი არ­ქი­ტექ­ტო­რის, კორ­ნე­ლი ტა­ტიშ­ჩე­ვის პრო­ექ­ტით აშენ­და (რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის[სრულად…]

კახა კალაძე: ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა   

კახა კალაძე: ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა  

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარია კონცეფციაზე, რომელიც ითვალისწინებს ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლის მექანიზმებს, რაც მაქსიმალურად შეზღუდავს სამშენებლო, თუ სარეალიზაციო ობიექტებიდან, ასევე ტრანსპორტირების პროცესში სამშენებლო მასალის ჰაერში გაფრქვევას. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები დედაქალაქში არსებული[სრულად…]

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ფართებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ დამატებით20 ოჯახს გადასცემს, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.  როგორც მან აღნიშნა, დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. „თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა[სრულად…]

თბილისის მეტროს კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატა

თბილისის მეტროს კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატა

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი შემადგენლობების დამატებით, მოცდის პერიოდი 2.5 წუთამდე შემცირდება. „თებერვალის დასაწყისში მოგახსენეთ, რომ თბილისის მეტროს ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა. შესაბამისად, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. აქვე, ჩვენ პირობა დავდეთ, რომ თებერვლის ბოლოსთვის კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატებოდა. ისინი უკვე მზადაა. მეტროსორი[სრულად…]

ლადო გუდიაშვილის ისტორიული მოედანი

ლადო გუდიაშვილის ისტორიული მოედანი

არქიტექტურული მემკვიდრეობა ერის ისტორიას, მის ტემპერამენტს ასახავს. ცხოვრების წესსა და რიტმთან ერთად იცვლება ქალაქების იერსახეც. დღეს, როდესაც საქართველოში მრავალსართულიანი კომერციული ნაგებობების ბუმია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კოლორიტის შენარჩუნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ერთ-ერთი ისტორიული მოედანი  თბილისში ლადდო გუდიასვილის მოედანია.  მდებარეობს ძველი თბილისის რაიონში, თავისუფლების მოედანის მახლობლად; ლერმონტოვის, ბ. ახოსპირელის, გია აბესაძის, აბო თბილელისა და სხვა ქუჩების შესაყარზე.[სრულად…]

სახლი ბეთლემის ქუჩაზე – თბილისური შენობა ვიტრაჟებიანი სადარბაზოთი

სახლი ბეთლემის ქუჩაზე – თბილისური შენობა ვიტრაჟებიანი სადარბაზოთი

სახლი ბეთლემის ქუჩაზე – ერთადერთი შენობა თბილისში, რომელსაც ვიტრაჟებიანი სადარბაზო აქვს. მე-19 საუკუნის ულამაზესი შენობა თბილისის სტუმარი უცხოელი ტურისტებისთვსვისაც ერთ-ერთი მიმზიდველი სანახაობაა. უძველესი შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს – დაზიანებულია შესასვლელი კარი, სიძველისგან დეფორმირებულია ხის კიბეები და ულამაზესი ჩუქურთმიანი აივნები. სახლის მობინადრეებს, შენობის რეაბილიტაციის საშუალება არ აქვთ, ამიტომ ისტორიული შენობის გადარჩენას შესაბამის[სრულად…]

ორთაჭალაში მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა

ორთაჭალაში მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა

ორთაჭალაში მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა- ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მე-12 პენიტენციური დაწესებულება რუსთავში, მშენებელთა N60-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსდა. „დაწესებულების 248 პატიმრის ეტაპირება შაბათს 08:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათზე დასრულდა. ახალი პენიტენციური დაწესებულება მე-16 დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ 309 პირზე გათვლილ კორპუსში განთავსდა, რომელიც[სრულად…]

ავჭალაში სამი ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა

ავჭალაში სამი ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა

ავჭალის მოსახლეობა უახლოეს მომავალში სამი ახალი სპორტული მოედნით ისარგებლებს. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ლიბანის N6 კორპუსსა და N119 საჯარო სკოლას შორის, მონასტრის ქუჩაზე (ნაკვეთი #342) და ბაღნარის N47-ის მიმდებარედ, სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, სამივე მოედანზე მოეწყობა ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგება ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის[სრულად…]

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტები გამოავლინა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტები გამოავლინა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტები გამოავლინა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კონკრეტულ ტერიტორიებზე ტრანში უკვე გათხრილი იყო, რაზეც დროული რეაგირება მოხდა. „მინდა შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად მიტაცებას. ბოლო დღეების განმავლობაში,[სრულად…]

თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსის გზით შერჩეული კერძო კომპანია დაამონტაჟებს

თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსის გზით შერჩეული კერძო კომპანია დაამონტაჟებს

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე  განაცხადა,  კომპანიის შერჩევის მიზნით კონკურსი ორი კვირის ვადაში გამოცხადდება. „11 თებერვლიდან ჩვენს მიერ შექმნილმა ვებგვერდმა chargers.tbilisi.gov.ge დაიწყო მოქალაქეების მოთხოვნების მიღება ელექტროდამტენების მონტაჟთან დაკავშირებით. ჩვენ განცხადეთ, რომ ელექტრომობილების მფლობელების მომართვის საფუძველზე, ვიღებთ პასუხისგმებლობას, სხვადასხვა ქუჩაზე ელექტროდამტენები დავამონტაჟოთ. როგორც გითხარით, უპირატესად იმ ადგილებში დამონტაჟდება[სრულად…]

ვისთვის არ იქნება თბილისში საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სავალდებულო

ვისთვის არ იქნება თბილისში საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სავალდებულო

1 ივლისიდან თბილისში ზონალური და საათობრივი პარკირება ამოქმედდება- ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერიის ცნობით, საათობრივი პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება; ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომანქანებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს. რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის[სრულად…]

თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტოსანიტარიაში  არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებით დაიწყება 

თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტოსანიტარიაში  არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებით დაიწყება 

თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტოსანიტარიაში არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებითა   და დარგის უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებით იგეგემება. გარემოსდამცველი  ნატა ფერაძის კითხვას თემაზე, თუ როდის და რა სქემით იგეგემება დედაქალაქში მცენარეების მკურნალობა,   მერის მოადგილე მაია ბითაძემ თბილისის მერიაში გამართული ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას უპასუხა. მაია ბითაძის განმარტებით, მიმდინარე წელს მცენარეების შეწამვლის სამუშაოების შესასრულებლად[სრულად…]

2019 წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და ახალი უჯრედი გაიხსნება

2019 წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და ახალი უჯრედი გაიხსნება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტი ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას გეგმავს, რაშიც საერთაშორისო საფინანსოორგანიზაციებიც არიან ჩართული. ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ვანო ჯანიაშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. „ლილოს ნაგავსაყრელი რომ მოუწესრიგებელია, ეს სერიოზული და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემაა. რა თქმა უნდა, მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ეს[სრულად…]