Post Tagged with: "მამუკა ხაზარაძე"

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ეს ტყუილები ივანიშვილმა შექმნა, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი დაპირებები

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ეს ტყუილები ივანიშვილმა შექმნა, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი დაპირებები

ბიძინა ივანიშვილმა ტყუილები შექმნა. ტყუილი სასამართლო, პროკურატურა, დიპლომი, ურთიერთობები, დაპირებები. ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს ტყუილი დავამარცხოთ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ჩვენი მომავლისთვის საჭირო ურთიერთობები გამჭვირვალე გახადოს. „რაც შეეხება საქმის მასალებს, გთხოვთ ადვოკატს ესაუბროთ, რადგან[სრულად…]

2019/10/10 პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა. ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე გალაკტიონის ლექსი  – „,მშობლიურო ჩემო მიწავ“  წაიკითხა. ამასთან, პრეზენტაციაზე ხაზარაძემ ანაკლიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ ახლა ანაკლიაში ვიმყოფებით, იმ ადგილას, სადაც ე.წ. საზღვარი გვყოფს ჩვენ ძმებს, ჩვენ აფხაზებს; ადგილას, სადაც ყველაზე ახლო წერტილია[სრულად…]

2019/09/12 პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება ოფიციალურად შეუჩერდათ

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება ოფიციალურად შეუჩერდათ

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება ოფიციალურად შეუჩერდათ. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში აისახა. რეესტრის საიტზე ხელმისაწვდომია 13 თებერვლით დათარიღებული, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განკარგულებები „თიბისი ბანკის“ ადმინისტრატორებისთვისხელმოწერის უფლების შეჩერების შესახებ. ასევე პაპუნა ლეჟავას სახელით გაიგზავნა წერილები საჯარო რეესტრში 14 და 22 თებერვალს. „თიბისი ბანკის“ ამონაწერში ცვლილების შეტანის მოთხოვნით[სრულად…]

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებენ, თუმცა „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოში რჩებიან

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებენ, თუმცა „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოში რჩებიან

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მიდიან, თუმცა რჩებიან ბანკის მფლობელ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) დირექტორთა საბჭოში. ამის შესახებ საუბარია საქართველოს ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ ერთობლივ განცხადებაში. „გამომდინარე იქიდან, რომ „თიბისი ბანკი“ ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის,[სრულად…]

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკიდან“ მიდის

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკიდან“ მიდის

მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს. “მეგობრებო, თიბისელებო, ჩემი და “თიბისი” გუნდის გულშემატკივრებო! უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ 27 წლის განმავლობაში გაწეული მეგობრობისთვის, თანადგომისთვის და ერთად გაკეთებული საქმეებისთვის. ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს[სრულად…]

„თიბისი ბანკი“ – გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად

„თიბისი ბანკი“ – გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად

„თი-ბი-სი ბანკი“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება. „დღეს „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში.[სრულად…]