ევროკავშირმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად, სტუდენტებს ბორჯომში (Crowne Plaza Borjomi) ზამთრის სკოლაში მონაწილეობის საშუალება მისცა.
ზამთრის სკოლა 28-31 იანვარს მიმდინარეობდა. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ მეტი ინფომრაცია საერთაშორისო და ეროვნული ინსტრუმენტები ქალის უფლებათა დაცვის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ამასთანავე, რეალურ შემთხვევებზე დაყრდნობით სტუდენტებმა მოაწყვეს იმიტირებული სასამართლოები.
პირველი სესია სტუდენტებს გუნდის ხელმძღვანელმა პატირიცა როსა გარსიამ ჩაუტარა, რომელიც სპეციალურად ზამთრის სკოლისთვის იყო მოწვეული. ტრენინგებისა და იმიტირებული სასამართლოს შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ნინი ჭრიკიშვილი