• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები და უარი განვადებაზე

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები და უარი განვადებაზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი რეგულაცია გაატარა. ადრე არსებული ის პროცესები, რომლებიც მოსახლეობას ყოველდღიურ ცხოვრებას უმარტივებდა, დღეს შეზღუდული და გართულებულია. ერთი მხრივ, საზოგადოების საჭიროებები და, მეორე მხრივ, საფინანსო სექტორის ინტერესები, ცხადია, ერთმანეთს ვერ ემთხვევა. ამჯერად, რეგულაცია მოსახლეობისთვის განვადებაზე უარის თქმას ეხება.

აღნიშნულ საკითხზე, “თბილისის თაიმსის” შეკითხვებს “საზოგადოება და ბანკების”დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე პასუხობს:

რამ გამოიწვია ამ რეგულაციის საჭიროება?

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, ამ რეგულაციის საჭიროება განაპირობა  ჭარბვალიანობის პრობლემამ  და კრედიტების პასუხისმგებლიანი სისტემის შემოღების საჭიროებამ.  შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და გაატარა მკაცრი რეგულაციები, ჯერ კიდევ, მაისიდან, როდესაც, თვითდასაქმებული ადამიანებისთვის, შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის გაცემა შეზღუდა.

იანვრიდან, ამას უკვე მოჰყვა ახალი რეგულაციები. აქედან გამომდინარე, მივიღეთ შემდეგი მდგომარეობა – ძალიან არის შემცირებული განვადებების რაოდენობა, რამაც შეზღუდა იმ პროდუქტების გაყიდვა, რომლებიც იყიდებოდა საბანკო სესხით და პრობლემები შეექმნა არა უკვე კომერციულ ბანკებს (კომერციული ბანკები ამას, როგორმე, გადაიტანს), არამედ – ტექნიკის მაღაზიებს, ავეჯის მაღაზიებს, სამშენებლო ბიზნესს – ისინი ვეღარ ყიდიან საკუთარ პროდუქციას და,თავისთავად, უკვე უწევს ხარჯების შემცირება ნებისმიერი გზით, რათა შეძლოს საკუთარი ფინანსური ვალდებულებების დაფარვა.

უკვე თუ არის შესაძლებელი ამ რეგულაციით გამოწვეულ შედეგებზე საუბარი?

შედეგების შესაფასებლად, ალბათ, საჭიროა, რომ გარკვეული პერიოდი გავიდეს – ორი კვარტალი მაინც. როცა უკვე რიცხვები გვეცოდინება, შედეგებს უფრო ზუსტად შევაფასებთ. თუმცა, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს, შემიძლია, ვთქვა, რომ ტექნიკის არაერთ მაღაზიასა და სამშენებლო კომპანიას პრობლემები უკვე შეექმნა. ეს პრობლემები გაგრძელდება. არ ვიცი, ვინ გაკოტრდება და ვინ გადაურჩება რეგულაციას, მაგრამ, საბოლოოდ, შესაძლებელია, რომ მათ ხარჯები შეუმცირდეს და საქმიანობის შეწყვეტა მოუწიოს.

მოსახლეობაზე რა გავლენას იქონიებს ეს რეგულაცია?

ადამიანებს შეეზღუდათ სესხებზე ხელმისაწვდომობა. ისინი ისე მარტივად ვეღარ მოახერხებენ საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, როგორც ეს აქამდე შეეძლოთ. სწორედ იმის გამო, რომ ამ ტიპის სესხი ბევრს ჰქონდა აღებული, რეგულატორმა გადაწყვიტა, შესაბამისი პროცესები გაერთულებინა.  მოსახლეობას მოუწევს წლობით მოცდა იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება, მეტ-ნაკლებად, უზრუნველყოფილი გახადოს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Tags: ახალი რეგულაციებიგანვადებაგიორგი კეპულაძესაბანკო სექტორი
Share1Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

ილია მეორე იმედს გამოთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინი დაპირებას შეასრულებს და აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემები დოკუმენტში აისახება

13 years ago

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის თანამასპინძლობის სურვილი გამოთქვა

9 years ago

“ათონელის რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და ის ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა”

11 years ago
კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ჯვარი დაიწერეს

კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ჯვარი დაიწერეს

7 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by