• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Scope Ratings GmbH-მა „ლისი დეველოპმენტის“ საჯარო ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა

7 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
Scope Ratings GmbH-მა „ლისი დეველოპმენტის“ საჯარო ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიის „ლისი დეველოპმენტის“ (სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“) ობლიგაციას BB რეიტინგი მიანიჭა. ამავდროულად, Scope Ratings GmbH-მა განაახლა კომპანიის რეიტინგის პროგნოზი B+ პოზიტიური პერსპექტივით. ამის შესახებ ინფორმაციას „ლისი დეველოპმენტი“ ავრცელებს.

„საქართველოში „ლისი დეველოპმენტი“ ერთადერთი კომპანიაა უძრავი ქონების სექტორში, რომელმაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მოიპოვა.საერთაშორისო კორპორაციული საკრედიტო რეიტინგი კომპანიამ Scope Ratings GmbH-ისგან 2018 წლის ივლისში მიიღო და ეს რეიტინგი წარმოადგენდა B+ სტაბილური პერსპექტივით. რეიტინგის მოძიებაში კომპანიას ფინანსური რეკომენდაცია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანიამ „თიბისი კაპიტალმა“ გაუწია.

გარდა ამისა, 2019 წლის თებერვალის მონაცემებით, „ლისი დეველოპმენტის“ მიერ გამოშვებული საჯარო ობლიგაცია დაშვებულია ქლიარსტრიმის (Clearstream Banking S.A.)[1] სისტემაში, რაც ობლიგაციებს ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისათვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„აღნიშნული სარეიტინგო პროგნოზის გაუმჯობესება სტაბილურიდან პოზიტიურ პერსპექტივამდე ხაზს უსვამს ერთი მხრივ, კომპანიის ფინანსურ მდგრადობას, მეორე მხრივ კი ფასიანი ქაღალდის ძლიერ პარამეტრებს“, – აღნიშნა ლისი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ადეიშვილმა.

„ობლიგაციის რეიტინგის BB ნიშნული საამაყო შედეგია. Scope Ratings GmbH-ის მიერ აღნიშნული რეტინგის მინიჭება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფასიანი ქაღალდის საკრედიტო ხარისხს“,- განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ დირექტორმა ირაკლი ელაშვილმა.

„უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“ 2018 წლის დეკემბერში 12,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე დიდი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ფასიანი ქაღალდი დაილისტა საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2018 წლის დეკემბერში. აღნიშნული ემისია კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა, რაც „თიბისი ბანკის“ შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.

„ლისი დეველოპმენტი“ უძრავი ქონების პრემიუმ სეგმენტის წამყვანი დეველოპერული ჯგუფის ფარგლებში 350 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2017 წელს კომპანიამ შეიძინა მიწის ნაკვეთი შავი ზღვის სანაპიროზე და გეგმავს მულტიფუნქციური კომპლექსისა და სასტუმროს განვითარებას. „ლისი დეველოპმენტი“ ერთადერთი კომპანიაა უძრავი ქონების სექტორში საქართველოში, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი.

„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ გახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. „თიბისი კაპიტალი“ საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Share3Tweet2

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

ბრიტანეთში ღვთის მგმობი მასალის გამოქვეყნება სისხლის სამართლის დანაშაულია

ბრიტანეთში ღვთის მგმობი მასალის გამოქვეყნება სისხლის სამართლის დანაშაულია

12 years ago
ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები 30 %-ით გაიზარდა – გოგიტა თოდრაძე

ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები 30 %-ით გაიზარდა – გოგიტა თოდრაძე

9 years ago
თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო საკითხებზე სპეციალური კომისია იმუშავებს –  გიორგი გახარია

გიორგი გახარია: „ეს სტიგმაა, რომ დეტალების გაურკვევლად ვადანაშაულებთ პოლიციელს“

9 years ago

“ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ალიანსში გაწევრიანებისკენ”

11 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by