• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“დემა”-ვირის რძისაგან დამზადებული ქართული ხელნაკეთი საპნები

7 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“დემა”-ვირის რძისაგან დამზადებული ქართული ხელნაკეთი საპნები
18
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პიგიენა და თავის მოვლა ნებისმიერი ადამიანის უპირველესი საჭიროებაა. დღეს ამ კუთხით, მომხმარებელს საკმაოდ დიდი და ფართო არჩევანი აქვს, რომელსაც ქართული, ხელნაკეთი კოსმეტიკური პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები სთავაზობენ.  რამდენიმე წლის წინ ბაზარზე ნატურალური საპნების მწარმოებელი კომპანია გამოჩნდა. „დემა“ ქართული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ნატურალური და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქციის წარმოებაზე. პროდუქცია ხელნაკეთია, მაქსიმალურად ჯანსაღია და არ მუშავდება ქიმიურად. “თბილისი თაიმსს” ბრენდის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ მისი დამფუძნებელი მაია დევნოზაშვილი ესაუბრა. 

თავდაპირველად თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ, რას საქმიანობთ?

უკვე 28 წელია პედაგოგი ვარ და ვასწავლი უფროს კლასელებს.  მყავს დიდი ოჯახი შვილები, შვილიშვილები. ჩვენი სახლი მუდამ სავსეა ხალხმრავლობით. თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია მეორე, ჩემთვის საყვარელი საქმიანობისთვის მომეკიდა ხელი. ახალგაზრდობიდანვე დაინტერესებული ვიყავი სამკურნალო მცენარეებით და გადავწყვიტე საფუძვლიანად შემესწავლა ქართული და უცხოური ლიტერატურიდან, რაც ჩემი ოჯახის წევრების თანადგომის შედეგია.

საიდან გაგიჩნდათ ხელნაკეთი საპნების შექმნის იდეა?

სამკურნალო საპნებს ჩვენს ოჯახში ტრადიციულად ამზადებდნენ, ჩემი დიდი ბებო, შემდეგ ბებია და დედა. და ასე გადმოგვეცემოდა თაობიდან თაობას ეს ტრადიცია. თუმცა 2015 წელს ჩემი ოჯახის პატარა წევრს ალერგიული ფონი განუვითარდა, რის შედეგადაც გადავწყვიტეთ ამოგვეღო ხმარებიდან ყველა ის ალერგიის გამომწვევი ჰიგიენური საშუალებები რომელსაც მაშინ ვხმარობდით. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა ქალიშვილმა, რომელიც ქიმიკოსია, გაგვეხსენებინა ის ძველი ტრადიცია და ინტენსიურად გაგვეკეთებინა საპნები. შემდეგ 2016 წელს აწარმოე საქართველოს ფარგლებში მოვიპოვეთ მცირე დაფინანსება და საჭირო ინვენტარი შევიძინეთ. თუმცა სანამ გრანტს მივიღებდით მანამდე ერთი წლის განმავლობაში ტექნოლოგია დავხვეწეთ , გავაუმჯობესეთ და გავათანამედროვეთ, ტრადიციებთან ერთად ახლის ძიებაშიც ვიყავით და სწორედ ასე დაიბადა საპონი “დემა”.

როგორია „დემას“ საპნების დამზადების ტექნოლოგია, ძირითადად რისგან მზადდება პროდუქცია?

როგორც აღვნიშნე თავდაპირველად ტრადიციული რეცეპტურით დავამზადეთ, თუმცა შემდეგ სხვადასხვა ტექნოლოგია შევიმუშავეთ თითოეული საპნისთვის. დამზადების პროცესში ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იყოს ნატურალური ზეთები, სათუთად შეგროვილი და გადარჩეული მცენარეები და ის ნივთები რასაც დასამზადებლად ვიყენებთ. საპნის დამზადების პროცესში არ ვიყენებთ მეტალის ინსტრუმენტებს. ყალიბებიც კი ხისგან გვაქვს დამზადებული. თითოეული გამოყენებული კომპონენტის ნატურალურობას აქვს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც საბოლოო ჯამში  სძენს მათ სამკურნალო და დადებით თვისებებს.

რაში გამოიხატება მათი სამკურნალო ეფექტი?

საპნების დამზადებისას გამოყენებული კომპონენტების სასარგებლო თვისებები ბოლომდე შენარჩუნებულია ჩვენს პროდუქციაში. საპონი დადებითად მოქმედებს მათზე ვისაც ალერგია აწუხებს, ეგზემა, ფსორიაზი,ჭრილობები, გამონაყარი, აკნე, ან სულაც კოსმეტიკური თვალსაზრისით შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა. თუმცა არ მინდა არასწორად იქნას გაგებული თითქოს საპონი არის რაიმე მედიკამენტის შემცვლელი. საპონი შეიძლება გამოვიყენოთ კანის სხვადასხვა დაავადებების დროს ან პრევენციისას. მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად.

ამ კუთხით ქართულ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღლია, რა გამოგარჩევთ სხვებისგან?

როცა ჩვენ ოფიციალურად დავრეგისტრირდით 2016 წელს მაშინ სულ რამდენიმე აწარმოებდა საქართველოში. თუმცა გეთანხმებით ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი  დაინტერესდა საპნის წარმოებით, რაც თავისთავად კარგია საზოგადოების დაინტერესებაც და ცნობიერების ამაღლებაც ამ კუთხით  უფრო მეტად იზრდება. ჩვენი პროდუქცია სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ არის რთული ფორმულა, რაც სხვადასხვა სახეობის მცენარის თუ სამკურნალო ექსტრაქტის გაერთიანებას გულისხმობს. გვაქვს 30 სახეობამდე სხვადასხვა მცენარის საპონი, რომელთა მათგანსაც მხოლოდ ჩვენ ვამზადებთ ჯერჯერობით. ასევე ზუსტად ერთი წლის წინ პირველები ვიყავით ვინც საქართველოში ვირის რძისგან საპონი დავამზადეთ და დღეს ჩვენი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული საპონია. ასევე პირველები ვართ ვინც ქართული ლავანდის ყვავილებისგან ლავანდის საპონს ვამზადებთ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ქიმიურ დანამატებს ფერის ან სუნის მისაცემად, რის გამოც ჩვენს საპნებს აქვთ ბუნებრივი ფერები და ბუნებრივი სუნი იმ კომპონენტებისა რასაც კონკრეტული საპონი შეიცავს.

დემას“ რა სახეობებია ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის და როგორია საპონის ფასები?

როგორც უკვე გითხარით 30მდე სახეობის საპონს ვამზადებთ. თითოეულს აქვს ინდივიდუალური შემადგენლობა და გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებისამებრ. გვაქვს კოსმეტიკური საპნები მშრალი ნორმალური, კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის. გვაქვს ასევე საბავშვო საპნები, თმის ცვენის, ალერგიის, გამონაყრის და კანის სხვადასხვა დაავადებების დროს გამოსაყენებლად განკუთვნილი. სახეობებს რაც შეეხება ესენია:ვირის რძის, ჭინჭრის, ხნის, გვირილის, კალენდულის, ორკბილის, ლავანდის, , ფორთოხლის, ლიმნის, ვარდის, ნაცრის, ნახშირის და ა.შ. თითოეული ჩვენი პროდუქციისთვის სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად მივდივართ მაღალ მთიან რეგიონებში ისეთ ადგილებში სადაც ტრანსპორტი ვერ ხვდება და მცენარეები ველურ პირობებში იზრდებიან ყოველგვარი ქიმიური შხამ ქიმიკატების გარეშე. მართალია ეს ძალზედ შრომატევადი საქმეა მაგრამ დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ჩვენ ამის კეთება და შემდეგ სხვების გახარება. რაც შეეხება ფასებს ხელმისაწვდომია მათი ფასები, ვცდილობთ არ გავაძვიროთ პროდუქცია, ვინაიდან ნატურალური იგრენდიენტები საკმაოდ ძვირი ღირს წარმოება ცოტა ძვირი ჯდება,თითოეულ საპონს ინდივიდუალური ფასი აქვს შემადგენლობებიდან გამომდინარე. გვაქვს ინტერნეტ მაღაზია და თბილისში მიწოდების უფასო სერვისი, ხოლო რაიონებში ფოსტის მეშვეობით ვაგზავნით.  ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი საპნები საკმაოდ გამყოლია და დიდხანს ძლებს.

როგორია „დემას“ განვითარების სამომავლო გეგმები? თუ გეგმავთ წარმოების გაფართოებას ან პროდუქციის გამრავალფეროვნებას?

სამომავლო გეგმები დიდი გვაქვს. რა თქმა უნდა, გვინდა გაფართოება, გვინდა მოვიძიოთ თანადაფინანსება რაც ძალიან დაგვეხმარება. დღეს საპნების გარდა ვამზადებთ საბავშვო სარეცხ სითხეს, რომელიც არის ბიოდეგრადირებადი და ეკომეგობრული გარემოსათვის ნიადაგისთვის და წყალსატევებისთვის. გვინდა, ამ მიმართულებითაც განვითარება, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს მოხმარება ჩვენი პროდუქციის. ასევე რამდენიმე კოსმეტიკური საშუალებების შექმნის პროცესში ვართ, რომელიც სულ მალე იხილავს დღის სინათლეს. გვჯერა იმ ქართველი მომხმარებლების რომლებიც დღითი დღე ინტერესდებიან ნატუალური და ბიოდეგრადირებადი საპნებით.

Tags: დემახელნაკეთი საპნები
Share7Tweet5

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

ვფიქრობ, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო – კალაძე

2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება – კალაძე

3 years ago
გიორგი უგულავა ე.წ მატროსოვის ციხეში გამთენისას გადაიყვანეს

გიორგი უგულავა ე.წ მატროსოვის ციხეში გამთენისას გადაიყვანეს

12 years ago
დღეიდან  დიდი მარხვა იწყება

დღეიდან დიდი მარხვა იწყება

8 years ago

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის ათეული ცნობილია

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by