• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ ახალი პარტია „სამართლიანობისთვის“ შექმნეს

7 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ ახალი პარტია „სამართლიანობისთვის“ შექმნეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა „სამართლიანობისთვის“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელმაც დღეს ბრიფინგი დამოუკიდებელ დეპუტატებთან, გედევან ფოფხაძესთან და ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად გამართა.

მისი თქმით, სამართლიანობა არის არსი და მიზანი, რისთვისაც თანამოაზრეებთან ერთად, ახალ ეტაპს იწყებს.

„ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია და, რომლის დადებითად დაძლევის ისტორიული გამოცდილებაც არსებობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა „სამართლიანობისთვის“. სამართლიანობა არის თავისთავადი ღირებულება. ეს არის იდეა, მთავარი არსი და მიზანი,  რისთვისაც ვიწყებთ ახალ ეტაპს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ განმარტა, სამართლიანობა იყო ის იდეა და მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომლის გამო თავის დროზე, მან და ბევრმა სხვა ადამიანმა, საკუთარი პროფესიიდან პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს იყო იდეა, რომელმაც ჩვენ შეგვაძლებინა ძალიან ბევრ თანამოაზრესთან ერთად, გაგვევლო ურთულესი 2004-2012 წლები,  გაგვევლო ღირსეულად, რომელიც იყო ურთულესი წლები, იყო ბევრი სირთულე, მაგრამ იყო ის მთავარ იდეა, რომელმაც მოიტანა 2012 წლის  პირველი ოქტომბერი. ის იდეა, რომელიც იყო გამაერთიანებელი, არის დღესაც დასაცავი, მისაღწევი, ბოლომდე მისაყვანი. ეს არის იდეა, რომელმაც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების გზები გაყო „ქართული ოცნებისგან“. ეს არის მთავარი არსი, რომლის გამოც შეიქმნა გადაულახავი ბარიერი და ჩვენ მივიღეთ „ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა,  ისტორიულად ცნობილი ფაქტია, რომ მთავარი ღირებულებებისა და მთავარი საკითხისადმი უპრინციპო დამოკიდებულებას შეიძლება, ემსხვსრპლოს ყველაზე მთავარი და გადაყვეს მთელი ქვეყანა.

„ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, ვერავინ მიიღებს იმას, რომ სამართლიანობა დადგეს საფრთხის ქვეშ. ამიტომ ჩვენ იქ ვართ, სადაც ვიდექით 2012 წელს ძალიან ბევრ თანამოაზრესთან ერთად. დღეს ამ ვითარებაში ვხედავთ მოცემულობას, რომ ქვეყანა ორი პოლიტიკური ძალის ჭიდილისგან უნდა გამოვიდეს, უნდა შეიქმნას ახალი მოცემულობა და ძალა, რომელიც ყველა ასპექტს, ყველა საკითხს, ყველა სფეროს გადაწყვეტს სწორედ სამართლიანობის იდეით. დღეს დასაცავია ეს იდეა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ახალი გზა უნდა იყოს ყველა ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს განცდა, რომ ვერ აღიდგინა თავისი წილი სამართალი.

„ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა დაეფუძნება კონცეფციას, რომელიც დგას ფუნდამენტურ ტრიადაზე, არ დავუკარგავ ამ საავტორო უფლებას პროფესორ მინდია უგრეხელიძეს, ეს არის ცნობილი ტრიადა, რომელზეც უნდა იყოს აგებული სახელმწიფო. ეს არის სიმართლე, როდესაც ფაქტები უცნობლად, ისე, როგორც ის არის,  შეფასდება, მოცემულობას იღებ როგორც არის. სამართალი, რომლითაც უნდა გადაწყვიტო ყველა პრობლემა და ყველა საკითხი. სამართლიანობა – მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიო.  ეს არის მთავარი კონცეფცია, რომელზეც უნდა იდგეს ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელიც დაეფუძნება ცენტრისტულ მიმართულებას და იქნება ევროპული კონსერვატიზმის მიმართულებით. მიგვაჩნია, ჩვენი საგარეო კურსი უნდა იყოს შეუქცევადი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ახალ პოლიტიკურ ძალაში იწვევს ყველას, ვისთვისაც ღირებულია სამართლიანობა, როგორც იდეა.

„ვიწვევთ ყველა თანამოაზრეს, ვისთვისაც ღირებულია სამართლიანობა, როგორც იდეა. ჩვენთვის ღირებულია ყველა იმ ადამიანთან ერთად ამ ბრძოლაში ყოფნა, რომლისთვისაც სამართლიანობა მთავარი მიზანია. ამიტომაც ვართ ბევრნი და ამიტომაც გვჯერა, რომ ეს პოლიტიკური ძალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით შეცვლის არსებულ ვითარებას შეცვლის ხელისუფლებას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, პარტია 20 ივნისს დაფუძნდება.

„ჩვენ გვყავს ბევრი თანამოაზრე. რაც შეეხება ფინანსებს, დაინტერესების შემთხვევაში, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და შეძლებთ ინფორმაციის მიღებას“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ ბრიფინგზე.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

პეტრე კოლხი: უკვე ხარობს ბროწეულის ბაღი და ამხელს ციციკორეებს…

პეტრე კოლხი: უკვე ხარობს ბროწეულის ბაღი და ამხელს ციციკორეებს…

9 years ago

„თუ ასე გაგრძელდა, მომავალი კაცობრიობა ფაქტიურად წარმოდგენილი იქნება ობოლი ინდივიდებით“ – ასუნტინა მორესი

12 years ago
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა

6 years ago

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა

10 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by