• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ორი ლილის ამბავი – “ ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ”

7 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
ორი ლილის ამბავი – “ ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ”
20
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მოულოდნელად შემოპარული ნაოჭები ხელის გულზე და ჭაღარა თმებში… ნაბიჯები კიბის სათავისკენ და ყრმობის წლები, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდება. დრომ თავისი ქნა, ძალა შემოგაკლდა ხელებში, თვალებში სინათლე, მაგრამ ისევ გიყვარს სიცოცხლე, ისევ  გიყვარს ადამიანები და ისევ იბრძვი საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.  ისევ ადამიანი ხარ, სასურველი, საყვარელი და კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლო სწორედ მათ გამო, ვისაც მიუძღვენი მთელი შენი ცხოვრება.

წლების მატებასთან ერთად ადამიანების ცხოვრებაში ბევრი სირთულე ჩნდება. გარდა ჯანმრთელობის პრობლემებისა, ასაკოვან ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში სხვა ბევრი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემაც აწუხებთ. მიუხედავად ამისა, თუ დააკვირდებით, ყველა მოხუცს, როგორი ცხოვრებაც არ უნდა გამოევლოთ, მაინც საოცარი სითბო უდგათ თვალებში.

მე პირადად ბოლო რამდენიმე წელია ყველა მოხუცში ჩემს ბებოს ვხედავ, ქალს, რომელმაც გამზარდა და მაქცია იმად, ვინც ახლა ვარ. ალბათ ამ ეგოისტურ-სუბიექტური მიზეზების გამო განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობ ჭაღარაშეპარულ დანაოჭებულ ადამიანებთან და მჯერა, რომ მათ ბევრი, ძალიან ბევრი რამ აქვთ ჩვენთვის სათქმელი.

ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოს დაახლოებით, 732 ათასამდე პენსიონერი ჰყავს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხა გამოიყოფა მათი პენსიისთვის, თუმცა არასაკმარისი იმისთვის,  რომ მათი პრობლემები და ყოველდღიური სიმძიმეები შემსუბუქდეს. პენსიონრებს გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, სულიერი გვერდში დგომა და ყურადღება, დაფასება სჭირდებათ.

არადა დღევანდელ ჩვენს რეალობაში მოხუცთა თავშესაფრები და პანსიონატები გადავსებულია. აქ უამრავ ადამიანს შეხვდებით, განსხვავებული წარსულით და მიზეზებით, რამაც ისინი მიტოვებულებად აქციათ.

მისი ისტორია განსხვავებულია. მოსიყვარულე ბებო და მისი 21 წლის შვილიშვილი უკვე რამდენიმე წელია მარტო ცხოვრობს და ერთმანეთზე ზრუნავს. სწორედ ასე ერთმანეთის სიყვარულში, ზოგჯერ წაკამათებასა და საინტერესო ისტორიების მოყოლაში გადის დღეები.

82 წლის ლილი კარანაძე მზრუნველი, კეთილი, მაგრამ წესრიგის მოყვარული მკაცრი  ქალბატონია თბილისიდან. სტაჟიანი პენსიონერია, ასეც შეიძლება ითქვას. ოც წელზე მეტია იღებს პენსიას და მიაჩნია, რომ მოხუცების ცხოვრება საქართველოში არც ისე ადვილია. თავის სეხნია შვილიშვილს ხშირად უამბობს წარსულის ამბებს, თავის ახალგაზდრობის ისტორიებს, მერე სწავლა-განათლების მნიშვნელობაზეც ესაუბრება და ბრძნულად არიგებს. ყველაზე ხშირად ბებო-შვილიშვილი ტელევიზორის გამო კამათობს. როგორც ლიკა გვიყვება, ლილი ბებოს განსაკუთრებით პოლიტიკური გადაცემების ყურება უყვარს, თან ისე მაღალ ხმაზე, რომ მას ხშირად ხელი მეცადინეობაშიც კი ეშლება.

ლილი ბებოს საინტერესო ისტორია აქვს. „თბილისი თაიმსი„ დაინტერესდა მისი ამბით და წარმოგიდგენთ ქართველი ბებოს ნაამბობს თბილისიდან.

ლილი კარანაძე, 82 წლის

„დავიბადე ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში, მთაწმინდაზე. ნაბოლარა ვიყავი, 5 ძმის შემდეგ გავჩნდი და უფროსი ძმების გარემოცვაში ვიზრდებოდი. ცელქი და გათამამებული ვიყავი. დედა რაც ასაკში შედიოდა,მით უფრო მენატრებოდა ახალგაზრდა დედა. ყველაზე მეტად ბავშობიდან ჩემი უბანი და ქუჩა მენატრება,სადაც გავიზარდე.

სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე გავთხოვდი,სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება  არ მომეცა. მომავალმა მეუღლემ მომიტაცა(მაშინ ხშირად ხდებოდა ასე) და 17 წლის გამოუცდელი გოგო აღმოვჩნდი დიასახლისი.გათხოვების შემდეგ “ტექნიკუმი” დავამთავრე(არვიცი როგორ ქვია ახლა) და მალევე ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა.

პირველი პენსია დაახლოებით ოცი წლის წინ ავიღე და ძალიან მიხაროდა, მაგრამ ახლა ვერაფრით ვიხსენებ რაში დავხარჯე ის მანეთები.

ჩემი ყოველდღიური საფიქრალი ჩემი ერთადერთი შვილია, რომელიც ემიგრაციაშია წასული. რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა იმ ფაქტთან შეგუება,რომ ქვეყნიდან უნდა წასულიყო, ვინაიდან თითქოს სხვა გზა არსაიდან ჩანდა. 10 წლის წინ გახდა ჩემი შვილი ემიგრანტი და შვილიშვილების აღზრდა ჩემს თავზე ავიღე, ცოტა ხნის შემდეგ მეორე შვილიშვილიც გაემგზავრა და მე და ლიკა დავრჩით მარტო.

ჩვენი ურთიერთობა ძალიან თბილია,თუმცა ხშირად ვკამათობთ და ვჩხუბობთ, შემდეგ ვრიგდებით და ასე დაუსრულებლად… ჩემს დაბადების დღეზე დაიბადა და ლილი დავარქვით და ხშირად ვხუმრობთ- თითქოს ერთნაირები ვართ. ჩხუბით ყველა საკითხზე ვკამათობთ,ყველაფერზე სხვადახვა შეხედულება გვაქვს. ყველაზე მეტად  მასში მისი დამოუკიდებელი  ხასიათი მომწონს და ის რომ ბევრი მითითების მიცემა არ მჭირდება. ძლიერი გოგოა, ეს ჩემგან გამოყვა და ამიტომაც მგონია, რომ სულიერი მეგობრები ვართ. მხოლოდ სახელებით და გენეტიკით კი არა დამოკიდებულებებით და ფასეულობებითაც ერთნაირები ვართ და ამაზე საამაყო რა შეიძლება იყოს ბებიასთვის, რომელიც ზრდის საყვარელ შვილიშვილს.

ჩემი აზრით, პენსიონერების ცხოვრება საქართველოში ნამდვილად არ არის სახარბიელო, მცირედი პენსია არ იძლევა იმის საშუალებას,რომ ულხინდეთ. ყველაზე მეტად მაწუხებს ის,რომ წამლების სრულყოფილად შეძენას ვერ ვახერხებთ.

ბევრი რამის თქმა მინდა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ სრულყოფილი განათლება მიიღონ, განვითარდნენ და წინ წავიდნენ, ვფიქრობ,სწავლის ფასი არაფერი არ არის. ამას ვურჩევდი მე მომავალ თაობას, რომ სწავლა-განათლებას მიაქციონ ყურადღება და მოიგებენ ამ ცხოვრებაში. ბევრს მიაღწევენ და ეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას გამოადგება.

შიშები ასაკში უფრო მეტად შემომეპარა, მაგრამ ყველაზე დიდი შიში ალბათ იმის მაქვს, რომ  ავადმყოფობამ არ მძლიოს და ყველანაირად ვცდილობ, რომ ჯანმრთელობა ასე თუ ისე შევინარჩუნო. ამ საკითხზე ხშირად ვფიქრობ, ყველა მოხუცის ოცნებაც, ვფიქრობ, ამას უკავშირდება. სხვა განსაკუთრებული ოცნება არ მაქვს”.

 

ფოტოს გამოგზავნაზე რთულად დავითანხმეთ მე და ლიკამ, ამ ფოტოებში კიდევ უფრო მოხუცი ვჩანვარო და ხალხში ასეთს ნუ გამომაჩენთო. არადა მის სითბოჩამდგარ თვალებში და საოცარ ღიმილში ადვილად დაინახავთ ქართველი მოხუცების სახეს. რომელიც უზომოდ მზრუნველი და უკიდეგანოდ თავგადადებულია საკუთარი ოჯახისთვის. და ვამბობ იმას, რისი თქმაც სულ მინდოდა, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ ჩვენო უფროსო მეგობრებო და გაფასებთ. უზომოდ მადლობლები ვართ, რომ საქართველო შემოგვინახეთ, ჩვენი წილი სამშობლო.

ავტორი: ანა ურუშაძე

fb-share-icon
Tweet
Share8Tweet5

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In