• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას განახლებული ორბელიანის მოედნის საზეიმო გახსნაზე იწვევს

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას განახლებული ორბელიანის მოედნის საზეიმო გახსნაზე იწვევს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ განახლებული ორბელიანის მოედნის გახსნამდე ერთი დღით ადრე, რეაბილიტაციის დასრულებული სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა და მოსახლეობა 3 ივნისს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„პირველ ეტაპზე გაკეთდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შემდეგ უკვე განხორციელდა ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაცია. აქ 20 ნაგებობიდან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ყველა მათგანი შენარჩუნებულია. 3 ივნისს, 20:00 საათზე აქ იქნება მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიება, სადაც სტუმრებს ლამაზი სანახაობა და საინტერესო შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ელოდებათ. ვეპატიჟებით ყველას, თბილისელებს თუ დედაქალაქის სტუმრებს. მობრძანდით და შეაფასეთ ჩვენი ნამუშევარი. თუმცა ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ეს არ არის ერთადერთი მასშტაბური პროექტი. ჩვენ არაერთ მსგავს პროექტს ვახორციელებთ და კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ძეგლის რეაბილიტაცია მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში 2 წელი დასჭირდა.

აღნიშნულ ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5700 კვადრატული მეტრია.

დასკვნით ეტაპზე განხორციელდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ორი ძეგლის სტატუსის მქონე რეკრეაციული ზონის – 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც განახლდა ინფრასტრუქტურა და გამწვანების კომპონენტი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 1.5 მლნ ლარია.

რეაბილიტაცია დასრულდა კეთილმოწყობის სამუშაოებით, რაც გულისხმობს 7 სარეაბილიტაციო ქუჩის, მათ შორის 2 ძირითადი ქუჩის საფეხმავლო მონაკვეთად მოწყობას. ქუჩები სრულად მოპირკეთდა, შეიცვალა განათება, დაირგო მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის განათებები, მოეწყო ახალი სატრანსპორტო კვანძები, ადაპტირებისა და რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. სივრცეში განთავსდა მხატვრული სცენა და გამოფენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. განხორციელდა წვდომის სისტემების მონტაჟი საფეხმავლო მონაკვეთების იზოლირებისთვის. კეთილმოწყობის კომპონენტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარია“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

პოლონური მედიის ცნობით, პოზნანთან ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა

პოლონური მედიის ცნობით, პოზნანთან ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა

4 years ago
რეკორდული ვარდნა – ტურისტები საქართველოში დაგეგმილ ტურებს ყოველ დღიურად აუქმებენ

რეკორდული ვარდნა – ტურისტები საქართველოში დაგეგმილ ტურებს ყოველ დღიურად აუქმებენ

5 years ago
ოჯახის სიწმინდის დღე- თბილისში ხუთ ლოკაციაზე სასულიერო პირები და მრევლი იკრიბებიან

ოჯახის სიწმინდის დღე- თბილისში ხუთ ლოკაციაზე სასულიერო პირები და მრევლი იკრიბებიან

9 years ago
მსოფლიოში პირველად – იასამნის გამოხდის პრეცედენტი საქართველოში

მსოფლიოში პირველად – იასამნის გამოხდის პრეცედენტი საქართველოში

6 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by