როგორც ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნებილ ფეჰმიმ განაცხადა, ამჟამად ამერიკასა და ეგვიპტეს შორის არასტაბილური ურთიერთობებია და თუ ეს მდგომარეობა კიდევ რამდენიმე ხანს გაგრძელდა მაშინ, იგი უარყოფით ზეგავლენას მოახდენს არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, არამედ მთელს რეგიონზე.
მისივე თქმით ეგვიპტის ხელისუფლება ახალი საგარეო პოლიტიკის ფარგლებში საერთაშორისო პლატფორმაზე გააგრძელებს ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას როგორც არაბულ, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან და ხალხებთანაც.
ობამას მთავრობამ ეგვიპტის ახალი ხელისუფლებისათვის გადასაცემი 1 მილიარდ 300 მილიონი დოლარის დახმარების გადაცემა მანამდე შეაჩერა, სანამ კაირო დემოკრატიულ და სამოქალაქო არჩევნებზე არ წავა.
18.10.13