• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბიზნესომბუდსმენი ლარის კურსზე – ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან აჟიოტაჟის შექმნა

7 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ბიზნესომბუდსმენი ლარის კურსზე – ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან აჟიოტაჟის შექმნა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კურსის ფორმირებაში ნეგატიური მოლოდინების გავლენის შესამცირებლად, ეროვნული ბანკის მხრიდან ბიზნესთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო. დღეს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა არის ლარის კურსის მერყეობა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გარშემო ნეგატიური მოლოდინებით არის განპირობებული, – ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დოლართან მიმართებაში ლარის მკვეთრ გაუფასურებას.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის გარკვეული ჯგუფების მხრიდან აჟიოტაჟის შექმნა.

„ნეგატიურ მოლოდინებს ბიზნესსა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში თავისი საფუძველი აქვს. მთავარი მაინც არის რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა და მისი ნეგატიური გავლენა სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიებზე. ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან აჟიოტაჟის შექმნა,“ – ამბობს ლექვინაძე.

კითხვაზე, ვის გულისხმობს ბიზნესომბუდსმენი გარკვეულ ჯგუფებში და ადანაშაულებს თუ არა ოპოზიციას აჟიოტაჟის შექმნაში, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ის რაც მოქმედებს პოლიტიკურ სტაბილურობაზე და ნეგატიური პროცესის ხელოვნურად კიდევ უფრო მეტად გაღვივებაზე, ბიზნეს გარემოს აზიანებს.

„ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და სიცხადე გრძელვადიან პროცესში. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, რომ ბიზნესს დავანახოთ გრძელვადიანი პერსპექტივა. მნიშვნელოვანი და საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაციის ხარისხი ეროვნული ბანკის მხრიდან შესაბამის ბიზნეს სუბიექტებთან, რათა ნეგატიური მოლოდინების როლი კურსის ფორმირებისას შემცირდეს“, – ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

ირაკლი ლექვინაძე “თიბისი ბანკზეც” ამახვილებს ყურადღებას და ყველა მხარეს განცხადებებში სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ცხადია, რომ მიმდინარე პროცესს ყველა იმ ბიზნეს საქმიანობაზე ექნება ასახვა, სადაც აღნიშნული ბიზნესმენები არიან წარმოდგენილები. აქციების მყისიერი გაუფასურებაც ამას ადასტურებს, ამიტომ სასამართლოს დასრულებამდე სწორია მათი მხრიდან სამეთვალყურეო საბჭოში პოზიციების დატოვება. ყველა მხარე ძალიან ფრთხილი უნდა იყოს განცხადებებში, რადგან პროცესში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია „თიბისი ბანკი“, სისტემური ბანკი, რომლის გამართულად მუშაობა და სტაბილურად განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

პონტოს მუხის გადასარჩენად გურიაში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა

პონტოს მუხის გადასარჩენად გურიაში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა

7 years ago
რატომ დაიხარჯა რიყეზე არსებული კარკასის ასაშენებლად 89 მილიონი ლარი?  – თემურ ხომერიკი

რატომ დაიხარჯა რიყეზე არსებული კარკასის ასაშენებლად 89 მილიონი ლარი? – თემურ ხომერიკი

12 years ago

სასტუმროებში ელექტრონული დაჯავნის ახალი სისტემა ამოქმედდება

11 years ago
რუსეთის ბაზარზე ბოლო 5 თვიან თანამშრომლობას ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აფასებენ

ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

11 years ago

ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, უმუდ სოფიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან იყო. თანასოფლელების ინფორმაციით,...

მეტის ნახვაDetails
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by