მსოფლიო ისწრაფვის სიმარტივისკენ. საქართველოც, მათ შორის, დგამს ნაბიჯებს, რომ მოსახლეობას ყოველდღიურობა გაუმარტივოს. გასტრონომია ჩვენი ყოველდღიური მოცემულობაა. ადამიანები და კომპანიები კი ცდილობენ, მასთან დაკავშირებული პროცედურები გახადონ სასიამოვნო.
“შენeat” ქართულ ბაზარზე ძალიან საინტერესო იდეით არის წარმოდგენილია. მისი კონცეფცია განსაკუთრებულად საინტერესო კოვიდრეალობიდან გამომდინარეა. ის მომხმარებელს მომზადებული და დაფასოებული ინგრედიენტებითა და დეტალური რეცეპტებით უზრუნველყოფს. დეტალებზე “თბილისი თაიმსს” ირაკლი ხუნდაძე, მმართველი პარტნიორი ესაუბრება.
დეტალურად რომ გვითხრათ, რას გულისხმობს თქვენი საქმიანობა?

კომპანია “შენeat” მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ გასტრონომიულ მომსახურებას, რაც მოიცავს მომხმარებლის მაღალი ხარისხის, მომზადებული და დაფასოებული ინგრედიენტებისა და დეტალური რეცეპტის მიწოდებას. შერჩეულ ინგრედიენტბს მხოლოდ საქართველოში მოღვაწე წამყვანი ბრენდებისგან ვყიდულობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადგილობრივი წარმოების საქონელი შევიძინოთ.
გამოვყოფდი ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს, სადაც ვანხორციელებთ ხორც პროდუქტების შეძენას: კომპანია “წერტი”. ასევე, ყველას სახის ბოსტენულს ვიმარაგებთ კომპანია “აგროჰაბიდან”.
რა შეღავათს ითვალისწინებს თქვენი მომსახურება?
მოცემული სერვისი გაუმარტივებს და მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის მომხმარებელს კერძის მოსამზადებლად, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე, სუფთა სამზარეულოში.
დაზოგილია დრო და ენერგია, რაც მოიცავს კერძის მოფიქრებას, ინგრედიენტების სიის ჩამოწერას, მაღაზიაში (საუკეთესო შემთხვევაში, 1 მაღაზია) წასვლას, შესყიდვასა და დაბრუნებას, ინგრედიენტების გარეცხვასა და დასუფთავებას. ამის შემდეგ, კერძის მომზადებასა და დაგემოვნებას.
“შენeat”-ი სერვისის შემთხვევაში, ომხმარებელს ხოლოდ კერძის მომზადება და შემდეგ დაგემოვნება უწევს.
ჩვენი სერვისი ეხმაურება ყველაზე აქტუალურ შეკითხვას: რა კერძი მოვამზადო ხვალ?
როგორ შეუძლია მსურველს თქვენი მომსახურებით სარგებლობა?
www.sheneat.ge – ვებგვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ, შეუკვეთოთ 58 კერძი, რომლის რაოდენობაც გაიზრდება
ყოველთვიურად. შეძენილ ინგრედიენტსა და რეცეპტს მომხმარებელს ვაწვდით შემდეგი განრიგის მიხედვით: დილის 11
საათამდე მიღებული შეკვეთა, იმავე საღამოს 5 საათიდან, ხოლო 11 საათის შემდეგ მიღბული შეკვეთები, მომდევნო
დღეს საღამოს 5 საათიდან. ახლო მომავალში ასევე გაეშვება შენeat აპლიკაცია. ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომია 24/7.
მთელს საქართველოს მოიცავთ?
ტერიტორიულად, ამ ეტაპზე, ვფარავთ მთელ თბილისსა და მის შემოგარენს, დაახლოებით – 10 -15 კმ რადიუსით.
“შენeat”-ს ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელს დავეხმაროთ გასტრონომოული კვირის დაგეგმვაში ისევე, როგორც ის გეგმავს ყველა სხვა აქტივობას.
საიდან გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო “შენeat”?
იდეა, დაახლოებით, 2 წლის წინ გაჩნდა, მაგრამ ეს იდეა ფარავდა მხოლოდ სეზონური კერძების მიმართულებას. 2020 წელს, Covid 19-ს პერიოდში, როდესაც თითქმის ყველას მოუწია სახლში მზარეულობა, თვალსაჩინო გახდა მოცემული სერვისის აქტუალობა. შესაბამისად, მე და ჩემი პარტნიორები – გიორგი ასათიანი და მიხეილ ნარიაშვილი გავაქტიურდით ადრე გაზაფხულზე და დავიწყეთ კომპანიის შექმნის პროცესი. ბაზარზე 2020 წლის 5 სექტემბრიდან ვოპერირებთ.
რატომ “შენeat?
სახელზე ბევრი ბჭობა მიდიოდა, მაგრამ ყველა წინადადება თუ აზრი სიტყვა “შენით” იწყებოდა ან მთავრდებოდა. უცებ გაანათა ინგლისურმა სიტყვამ – eat. ასე შეიქმნა სახელი, რაც კონცეპტუალურად იდეალურად მოერგო ბიზნეს იდეას.
ბევრი დაინტერესდა თქვენი მომსახურებით?
მინდა, აღვნიშნო, რომ პროდქტზე დაინტერესება დღითიდღე მატულობს მიუხეხავად იმისა, რომ სრულიად ახლებური სერვისია ქართული ბაზრისთვის. განვლილი თვე-ნახევრის განმავლობაში უკვე გვყავს რეგულარული კლიენტები, ვინც უკვე რამდენჯერმე განახორციელა შეკვეთა.
ჩემი აზრით, გარკვეული დრო დასჭირდება, მოცემულმა სერვისმა რომ კარგად დაიმკვიდროს თავი ბაზარზე, მაგრამ წარმატებაში ეჭვი არ მეპარება.
როგორ ფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში თქვენ ამ მიმართულებით გყავთ კონკურენტი?
პირდაპირი კონკურენტი არ გვყვას, მაგრამ ირიბ კონკურენტად შეიძლება, ჩაითვალოს ყველა ის კომპანია, ვინც ანხორციელებს ინგრედიენტების მიწოდებას. აქვე აღვნიშნავ, რომ მივესალმებთ ჯანსაღ კონკურენციას, რაც რეალურად განავითარებს მოცემული სეგმენტის განვითარებას საქართველოში.
მასალა მამზადა : მარიამ ტიელიძემ






