• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მარინა მუსხელიშვილი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორი, პროფესორი მარინა მუსხელიშვილი გიორგი მარგველაშვილს, განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესა და თსუ-ს რექტორ ვლადიმერ პაპავას ღია წერილით მიმართავს.

მიმართვაში მუსხელიშვილი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და მიიჩმევს, რომ ადგილი აქვს სისტემურ მანკიერებას, რომლებსაც სასწრაფო გამოსწორება სჭრიდება.

“თბილისი თაიმსი” მუსხელიშვილის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“პატივცემულო ბატონო გიორგი, ქალბატონო თამარ, ბატონო ვლადიმერ, ქალბატონებო და ბატონებო, თავს ვალდებულად მივიჩნევ, გავაკეთო საჯარო კომენტარი იმ პრობლემებზე, რომლებიც სამწუხაროდ კვლავ ახასიათებს ვითარებას ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში.

აგვისტოს ბოლოს, რექტორის არჩევნების შემდეგ, მე შევიტანე საბუთები ამ უნივერსიტეტის პოლიტიკური მიმართულების სრული პროფესორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ეს თანამდებობა მე მეკავა 2006-2009 წლებში. კონკურსი, რომლითაც 2009 წელს თანამდებობა დავკარგე, საჯაროდ არაერთხელ შევაფასე როგორც გაყალბებული და დისკრიმინაციული. სამწუხაროდ, ამ ახალ ვითარებაში, იმავე პიროვნებებმა, იგივე შემართებით, ხმა მისცეს ჩემს წინააღმდეგ. ამით მათ ირიბად დაადასტურეს ადრე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულება და კვლავაც ჩამომართვეს ის უფლება, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით მე მეკუთვნის – ვასწავლო სტუდენტებს და წვლილი შევიტანო ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაში.

საჭიროდ ვთვლი, თქვენი ყურადღება მივაქციო ამ ვითარებას იმის გამო, რომ ეს არის არა მარტო ჩემი პირადი პრობლემა, არამედ იმ სისტემური მანკიერების გამოვლინება, რომელიც სასწრაფო გამოსწორებას საჭიროებს. არსებული საკონკურსო სისტემა არ პასუხობს სამართლიანი კონკურენციის, ეთიკის ნორმების დაცვისა და ხარიხსის უზრუნველყოფის ამოცანებს. ის კვლავაც ტოვებს სრული თვითნებობის, მიკერძოებისა და პოლიტიზირების ვრცელ შესაძლებლობებს. ამ შესაძლებლობებით დღეს სარგებლობენ ის ადამიანები, რომლებიც, გუნდურად, უფრო მაღალი კომპეტენციისა და განსხვავებული შეხედულებების მქონე კონკურენტებს იცილებენ.

თუკი არ გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადმინისტრაციული თვითნებობიდან შინაარსობრივ კონკურენციაზე გადასვლას, პრობლემის გამოსწორების ნაცვლად მოხდება მისი ახალი ინტერნალიზაცია და შემდგომი გამწვავება. ამგვარი რეფორმების განხორციელება დღევანდელ ვითარებაში მხოლოდ მეცნიერთა და პროფესორთა ძალისხმევით თითქმის შეუძლებელია. აუცილებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ხელისუფლებამ მთლიანობაში, საზოგადოების ფართო თანამონაწილეობით, დაიწყონ მსჯელობა იმ ცვლილებებზე, რომლებიც უნივერსიტეტებში მდგომარეობის გამოსწორებას მოიტანს.

აუცილებელია ეთიკასთან დაკავშირებული კონფლიქტების საჯარო განხილვა და არა მათი მიჩქმალვა ან სასამართლოში გადატანა. როდესაც 2013 წელს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება იგივე პიროვნება, ვინც ადრეც მებრძოდა, ხოლო ჩემი მხრიდან მისი აცილების მოთხოვნა არ კმაყოფილდება, ეს ზიანს აყენებს უნივერსიტეტის რეპუტაციას. როდესაც საჯაროდ ვაკეთებ განცხადებებს, რომლებიც ამ პიროვნების წესიერებასა და კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს, მე მოველი ასევე საჯარო რეაგირებას და მზად ვარ პასუხის გასაცემად. ეთიკის საკითხების გარე არბიტრაჟის გარეშე ვერ ჩამოყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება, ვერ დამკვიდრდება კონკურენციის სამართლიანი წესები და ვერ წავა წინ ვერც მეცნიერება და ვერც ცხოვრების სხვა სფეროები. მძიმე რეპუტაციული ბრალდებების იგნორირება, რომელიც ქართული პოლიტიკისთვის არის დამახასიათებელი, არ უნდა მეორდებოდეს უნივერსიტეტებში, სადაც ახალი თაობა ყალიბდება.
აუცილებელია, აგრეთვე გარე რეფერირებისა და რეცენზირების სისტემის ამუშავება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც, როგორც ეს ჩემთან მიმართებაში ხდება, უნივერსიტეტს შესაბამისი დარგის საკმარისად კვალიფიციური კადრები არა ყავს. ეს განსაკუთრებით ეხება უნივერსიტეტისთვის ისეთ შედარებით ახალ დისციპლინას, როგორიცაა პოლიტიკური მეცნიერება, თუმცა იგივე მიდგომა, ალბათ ნებისმიერი სხვა სფეროს განახლებასაც სჭირდება. უკვე განვლილ კონკურსთან მიმართებაში მივმართავ უნივერსიტეტს მოთხოვნით, განასაჯაროონ კონკურსანტების გასაუბრების ვიდეოჩანაწერები და სხვა დოკუმენტაცია, რათა დაინტერესებულ დამოუკიდებელ სპეციალისტებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა მიეცეთ.
ვგრძნობ რა ვალდებულებას, დავიცვა არა მართო საკუთარი ინტერესები, არამედ გამოვხატო იმ მეცნიერთა აზრიც, ვინც ამ სისტემის შეუვალობას ეწირება, მოვუწოდებ მათ, სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებას გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა ცვლილებების დასაჩქარებლად.

ბატონო ვლადიმერ, როგორც თქვენმა კონკურენტმა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში, მე გულწრფელად მოგილოცეთ გამარჯვება და კვლავაც ვადასტურებ ჩემს პატივისცემას და რწმენას, რომ თქვენ ყველაფერს იღონებთ უნივერსიტეტის განვითარებისთვის. მე ვიცი რომ თქვენ ეცადეთ რომ ეს კონკურსი სამართლიანად წარმართულიყო. მაგრამ ასევე მგონია, რომ მარტო თქვენი ძალებით, ხელისუფლებისა და ფართო საზოგადოების დახმარების გარეშე, ვერ მოახერხებთ ვითარების ძირეულ შეცვლას. მოგიწოდებთ უფრო აქტიურად და გახსნილად გაატაროთ ის რეფორმები, რომლებიც უნივერსიტეტში შექმნიან აკადემიური დაწესებულებისთვის შესაფერის კლიმატს და გახსნიან შემდგომი წინსვლის შესაძლებლობას.

იმედს გამოვთქვამ, რომ ეს წერილი ხელს შეუწყობს ახალი კონსტრუქციული პროცესის დაწყებას”, – წერს ღია წერილში მუსხელიშვილი.

30.10.13

Tags: მარინა მუსხელიშვილი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს
Share1Tweet1

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

საინტერესო

„რაც უფრო დიდხანს იქნება მონსტრის ფუნქციით შსს, უფრო ვდისტანცირდებით სამართლიანობის პერსპექტივისაგან” – სოსო ცისკარიშვილი

12 years ago
2018 წელი ლოგისტიკის წლად გამოცხადდა

2018 წელი ლოგისტიკის წლად გამოცხადდა

9 years ago
ფერმერთა სათათბირო ამოქმედდა

ფერმერთა სათათბირო ამოქმედდა

9 years ago
ბაზარზე  საბავშვო წყალი ბასტისა და ბუბუს გმირების გამოსახულებით გამოჩნდა

ბაზარზე  საბავშვო წყალი ბასტისა და ბუბუს გმირების გამოსახულებით გამოჩნდა

8 years ago

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილს გლოვობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა....

მეტის ნახვაDetails
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026
  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by