• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გაზეთის შექმნის ისტორია გურიიდან

5 years ago
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
გაზეთის შექმნის ისტორია გურიიდან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნებისმიერი ტიპის მედიასაშუალების შექმნა ბევრ სირთულეს უკავშირდება. გარდა იმისა, რომ აუცილებელია მყარი ბიუჯეტი და ადამიანური რესურსი, ასევე აუდიტორიის მზაობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, რეალობის ასახვა და მისი საზოგადოებისთვის ჩვენება არც ისე მარტივი საქმეა, მით უფრო თუ რეგიონზე ვსაუბრობთ.

საქართველოში რეგიონული მედია საკმაოდ განვითარებულია . რეგიონული მედია რუკის მიხედვით, ბეჭდვითი მედიის ტირაჟი და პერიოდულობა განსხვავებულია.  გაზეთების საშუალო ტირაჟი 500- დან 1000 ეგზემპლარამდეა, თუმცა ყველას აქვს უფლება მიიღოს სანდო და სარწმუნო ინფორმაცია, ამიტომაც ძლიერი და მონდომებული, ენთუზიაზმით სავსე ადამიანების მხრებზე დგას ბევრ რეგიონში მედიასაშუალებების ფუნქციონირება .

წარმოიდგინეთ  შავ-ბნელი 90-იანების დასასრული, გურია, სიცოცხლის სამოსახლოს  რა გითხრათ მაგრამ წელში გაუტეხელ გურულებს ისევ სჯერათ და იმედი აცოცხლებთ, ამ დროს ახალგაზრდა , აქტიური ჟურნალისტი ქალაქ ლანჩხუთში დამოუკიდებელ გაზეთს ქმნის და ზუსტად იცის, რომ წინ სირთულეები ელოდება, თუმცა მაინც სჯერა, რომ ცვლილებები ნაბიჯებს მოაქვს და ამ რწმენით ამ რთულ საქმეს ეჭიდება .

21 წლის წინ ნონა გიგინეიშვილმა ლანჩხუთში რიგით მეორე გაზეთი „ ჰო და არა „  დააფუძნა და სწორედ აქედან დაიწყო არდავიწყება.  „ გურიაში რა გინდოდა , თუ სიკვდილი არ გინდოდაო „ ცნობილი გამონათქვამი ამბობს და სიკვდილი არა, თუმცა სიმართლე ზოგჯერ დიდი ბრძოლის ფასად გვიჯდება. ეს მასზე კარგად არავინ იცის. გაზეთის შექმნის ისტორიას, რედაქტორობის ამბავსა და რეგიონში ჟურნალისტური საქმიანობის სირთულეებზე თბილისი თაიმს ესაუბრა გაზეთ „ ჰო და არა „ რედაქტორი და დამფუძნებელი ნონა გიგინეიშვილი :

„ რეგიონში ნებისმიერი საქმის კეთება რთულია.  რაც შეეხება დამოუკიდებელი მედია საშუალების შექმნას, მიმაჩნია, რომ ეს ურთულესია.  ამის მიზეზი არის ის უკიდურესი გაჭირვება, რომელიც რეგიონებში არის. გამომდინარე გაჭირვებისა მოსახლეობა არ არის გადახდისუნარიანი, იგი ცდილობს თავისი შემოსავლები განკარგოს უკიდურესად აუცილებელ  საჭიროებებზე. ვგულისხმობ კვებას და სამედიცინო მომსახურებას.

მხოლოდ ამის შემდეგ იხედება ადამიანი სხვა რამისკენ, იგივე მედიისკენ. მედიასაშუალება, ჩვენს შემთხვევაში გაზეთი რომ მიიღო, გარკვეული თანხა უნდა გადაიხადო,  ეს მოსახლეობას უჭირს. არადა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ ხომ თავისი შემოსავლებით უნდა ირჩინოს თავი, დამოუკიდებლობას ხომ თვითდაფინანსება ქმნის. ანუ ეკონომიკურად არ ხარ სხვაზე დამოკიდებული, ესე იგი, ხარ დამოუკიდებელი. გარდა გაზეთის გაყიდვიდან შემოსავლებისა, შემოსავალს იძლევა, და მეტწილ შემოსავალსაც, რეკლამიდან შემოსული თანხები. რეგიონში, სადაც კერძო სტრუქტურა  ძალიან ნელა ვითარდება, ფაქტობრივად , არ იქმნება კერძო სტრუქტურები, რომლის საქმიანობას სჭირდება რეკლამა. შესაბამისად ასეთი ტიპის შემოსავალიც ნაკლებია მედიასაშუალებაში.

ურთულესია დამოუკიდებელი მედიასაშუალების ფუნქციონირება რეგიონში და არა მარტო რეგიონში. მიუხედავად ამისა ამ საქმის კეთება და დამოუკიდებლობის შენარჩუნება მაინც შესაძლებელია, თუ სწორად არის მედიასაშუალების მენეჯმენტი გათვლილი. მიმაჩნია, რომ ამის ნათელი მაგალითია ჩემს მიერ დაფუძნებული გაზეთი ,,ჰო და არა”, რომელიც უკვე 21 წელია კვირაში სამჯერ გამოდის საკმაოდ მაღალი ტირაჟით.

როგორც აღვნიშნე ზემოთ, გაზეთი 21 წლისაა. ამდენივე წელია გაზეთს ვრედაქტორობ. ეს იყო ჩემთვის ურთულესი წლები, მაგრამ ძალიან საინტერესოც. ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მომწევია, მაგრამ შემიძლია თავაწეულმა ვთქვა, მთავარი პრინციპისთვის არ გადამიხვევია _ მედიის დამოუკიდებლობა. მიმაჩნია, რომ ამ უმძიმეს გარემოში ეს არის გამარჯვება, რითაც გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, ვამაყობ.

რაც შეეხება ოჯახურ ცხოვრებასთან ამ რთული საქმის შეთანხმებას, ეს მართლაც საკითხავია. მხოლოდ დიდი სიყვარული საქმის, ასევე დიდი შრომისმოყვარეობა მაძლებინებს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ  არა მეუღლის სწორი დამოკიდებულება ჩემი საქმის მიმართ და სერიოზული გვერდში დგომა, ალბათ შევფერხდებოდი. დავამატებ_ სწორი მიდგომები, რწმენა და მიზანსწრაფულობა ყოველთვის ამართლებს.

პანდემიის პირველი შემოტევის დროსაც და ახლაც გაზეთს მუშაობა არ შეუწყვეტია. იგი კვლავ კვირაში სამჯერ გამოდის. ამ გაჭირვების დროს გაზეთს თითქოს ფუნქცია მოემატა კიდევაც. ადამიანები იმედით ელიან ყველა ახალი ნომრის მისვლას მათ ოჯახებში. ამ საქმეს ჩვენი 60-ზე მეტი გამავრცელებელი ახორციელებს რაიონის მასშტაბით.

ამჯერად დაინტერესებული ვართ გაზეთის საიტისა და ფეისბუქ გვერდის პოპულარიზაციით. იმას, რომ ბევრი სხვა გაზეთივით არსებობა არ შეგვიწყვეტია, სწორ მენეჯმენტთან ერთად ვახერხებთ იმით, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი სტამბა და გაზეთი ადგილზე იბეჭდება.

გურია იუმორის გარეშე წარმოუდგენელია, ამ საოცარ კუთხეში ჟურნალისტურ საქმიანობას ბევრ სირთულესთან ერთად თან ახლავს კიდევ უფრო ბევრი სახალისო ისტორია. ერთერთ მათგანს გავიხსენებ, წლების წინ ერთერთ სოფელში გასვლა გავაკეთეთ. დავდიოდით, ვიძახით ოჯახებში და ვეკითხებოდით მასპინძელს ჰქონდა თუ არა გამოწერილი გაზეთი ,,ჰო და არა”.  გამოვიდა ერთი ქალბატონი და როცა შეკითხვა დავუსვით გაზეთის გამოწერის თაობაზე,  მჭახედ გვიპასუხა: მქონდა მაგი გაზეთი გამოწერილი, მაგრამ აღარ მაქვს. იმდენი განცხადებას შიგ მიცვალებულების შესახებ აღარ მინდაო.  _ გაბრუნდა და წავიდა.

„ კარგით,  ქალბატონო, 100 წლის შემდეგ ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ვერ მოხვდებით – მეთქი, მივაძახე ქალბატონს.

ჩვენდა გასაკვირად მობრუნდა და მოგვაძახა: _ აჰ, მაგი არ გამუა, სხვაზე ნაკლები ვარ მე? რას ქვია არ მოვხვდები… გამომიწერეთ გაზეთი, უყურე მაგენს შენ?! _ ის ქალბატონი დღესაც ჩვენი გაზეთის ხელმომწერია, ღმერთმა დიდხანს სიცოცხლე უბოძოს მას და მთლიანად ქართველობას. „

მასალა მოამზადა : ანა ურუშაძემ 

Share1Tweet1

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი
ახალი ამბები

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026

საინტერესო

ირაკლი ალასანია: “იმედი გამოვთქვით, რომ საზოგადოებისთვის ცნობილ საქმეებზე სასამართლო და გამოძიება წარიმართება ღიად”

ირაკლი ალასანია: “იმედი გამოვთქვით, რომ საზოგადოებისთვის ცნობილ საქმეებზე სასამართლო და გამოძიება წარიმართება ღიად”

12 years ago
არქეოლოგიურ სამუშაოებში სტუდენტები ჩაერთვებიან

არქეოლოგიურ სამუშაოებში სტუდენტები ჩაერთვებიან

11 years ago

შსს-მ თბილისში უკანონო იარაღი ამოიღო

12 years ago

ოთო კოხაძე: „ხელისუფლება ზურაბ ადეიშვილს ჯანსაღად აფასებს, როგორც კარგ მენეჯერს“

13 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by