• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ადამაინებისათვის, რომლებმაც კოვიდის შედარებით მსუბუქი ფორმა გადაიტანეს, ვირუსს “მეორე სერია” აქვს შემონახული

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ქვეყანა ლოგიკურად შევიდა გამოუვალ, ფატალურ ჩიხში, რომელიც არაერთ ადამიანს იმსხვერპლებს – ზურაბ გურული
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული საზოგადოებას ახალი კვლევების შედეგს აცნობს და ყველა იმ ახალი გამოწვევის შესახებ აფრთხილებს, რაც კვლევების შედეგად გახდა ცნობილი.

“იმ ადამაინებისათვის, რომლებმაც კოვიდის შედარებით მსუბუქი ფორმა გადაიტანეს (ძირითადათ ახალგაზრდები და ჯანმრთელები), არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია და მალე მოიკეთეს, ზოგჯერ (საბედნიეროდ მეტნაკლებად იშვიათად) ვირუსს ე.წ. “მეორე სერია” აქვს შემონახული.

უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება; მეხსიერების და აზროვნების პრობლემები; კუჭნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების სიმპტომები; უცნაურად აჩქარებული გულისცემის სიხშირე და ზოგჯერ არითმიები; გამონაყარის გაჩენა და გაქრობა სხეულის სხვადასხვა ადგილებში; ტკივილი გულის არეში; თავის ტკივილები; თავბრუსხვევა; არტერიული წნევის უცნაური „თამაში“; თმის ცვენა; ტემპერატურის უცნაური ცვლილებები, კერძოდ, ზოგჯერ სუბფებრილიტეტი, ზოგჯერ კი უჩვეულოდ დაბალი სიცხეები ( 35 -ის ფარგლებში) იშვიათად კი მაღალი სიცხეების მოულოდნელი შეტევები – ის სიმპტომებია, რომლებიც კოვიდის მწვავე ეტაპის ჩამთავრების შემდეგ კვირეებისა და ზოგჯერ თვეების განმავლობაში გრძელდება.
ეს კოვიდის მორიგი პარადოქსია. კლასიკურად, გახანგრძლივებული სიმპტომატიკა დაავადების მძიმე ფორმების გადამტან პაციენტებს ახასიათებთ. ეს ბუნებრივიცაა. რაც უფრო მძიმეა დაავადება, მით უფრო მასიურია ორგანიზმის სხვადასხვა უბნის დაზიანება და შესაბამისად, მათ აღდგენას უფრო დიდი დრო სჭირდება. კოვიდთან კი ყველაფერი პირიქითაა. ამჟამად არსებული ჰიპოთეზებიდან ყველაზე პოპულარული და ლოგიკურია იმუნური სისტემის გახანგრძლივებული აქტივობის შენარჩუნება, ანთებითი პროცესების გახანგრძლივებასთან ერთად.

ფრანკფურტის უნივერსიტეტის კლინიკაში ჩატარებული კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ კოვიდგადატანილ, ახალგაზრდა, კარგად ნავარჯიშევ ადამიანებში, 100 გამოკვლეულიდან 78-ს აღენიშნებოდა გულის სხვადასხვა პრობლემები, და 60-ს კი მიოკარდიუმის, ანუ გულის კუნთის მიმდინარე ანთებითი პროცესი. (ეს ნაშრომი JAMA-ში გამოქვეყნდა ივლისში).

როგორც ფიქრობენ, ნერვული სისტემის ფუნქციების მოშლილობა ე.წ. დისავტონომიით, ანუ ავტონომიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევებითაა გაპირობებული. მოგეხსენებათ, ეს სისტემა აკონტროლებს სუნთქვასაც, საჭმლის მომნელებელ ტრაქტსაც და გულისცემის სიხშირესაც.

თავად ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება არის პასუხისმგებელი ე.წ. „გონების დაბინდვასთან“, გემოსა და ყნოსვის გაქრობა-დაქვეითებასთან.

ზოგჯერ სუნთქვის პრობლემები პნევმონიის სრული ალაგების შემდეგაც გვხვდება; კერძოდ სუნთქვის უკმარისობა, ასთმის მსგავსი შეტევები. მიზეზი არავინ იცის ჯერჯერობით ზუსტად. დიდი ალბათობით ესეც ნერვული სისტემის ანთებით მოშლილობას უფრო უკავშირდება, ვიდრე თავად ფილტვის ქსოვილის დაზიანებას.

კოვიდი ნაწლავების ბაქტერიული ფლორის ცვლილებასაც იწვევს. ამიტომ, ზოგ პაციენტებში დიდხანს გრძელდება მუცლის ტკივილები, დიარეა, შებერილობა.

თეორიები და ჰიპოთეზები საკმაოდ ბევრია. შესაძლოა ეს სიმპტომები გამოწვეული იყოს ე.წ. ციტოკინური შტორმის დროს იმუნური სისტემის მიერ განვითარებული მძლავრი რეაქციით; შესაძლოა ზოგიერთი ადამიანის სხეულში ვირუსი რჩება შეუმჩნეველი რეზერვუარების სახით (ინფექციური პოტენციალის მქონეც და გაუვნებლებულიც) და დროდადრო იწვევს იმუნური სისტემის გააქტივებას. არის მოსაზრებაც, რომ ეს ყველაფერი აუტოიმუნური პროცესის ბრალია და თავად დაბნეული იმუნური სისტემა უტევს საკუთარ სხეულს. ვინ იცის.
რეალურ, ორგანულ პრობლემებს ლოგიკურად თან ერთვის ფსიქოლოგიური პრობლემებიც, რომლებიც ბუნებრივია ნებისმიერი ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიური პროცესისათვის; და თავად პანდემიური დეპრესიით გამოწვეული მელანქოლიაც.

დიდი ალბათობით ორგანიზმი მოახერხებს დარღვეული ბალანსის აღდგენას. ამას შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ მაინც. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც კარდიალური სიმპტომები აწუხებთ. ახალგაზრდები ცხადია მოუთმენლად ელიან ჩვეული, რუტინად ქცეული, აქტიური ვარჯიშის განახლებას, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, რომ სანამ სიმპტომებს შეიგრძნობენ, მანამ მათი გულის კუნთის უჯრედებში ანთებითი პროცესები მიმდინარეობს და ამიტომ ფიზიკური დატვირთვის აღდგენა ფრთხილად და ზომიერად უნდა მოხდეს.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების მქონეთ გასტროენტეროლოგები დაეხმარებიან ნაწლავის ფლორის აღდგენასა და შესაბამისი დიეტის შერჩევაში.
თავის მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ფსიქოლოგებიც.

„ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი“ ალბათ კიდევ ერთი მკვეთრი არგუმენტია ვაქცინაციის სასარგებლოდ. კოვიდი არ არის გრიპი. ძალიან კომპლექსური ვირუსია. აქამდე არნახული კომპლექსური ზემოქმედებით ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა სისტემაზე. ალბათ წლები დასჭირდება ყველა მისი სივერაგის ბოლომდე გაშიფვრას. მანამ კი სჯობს რომ თავიდან ავიცილოთ, თუკი შევძლებთ.

P.S. აღსანიშნავია “გრძელი კოვიდის სინდრომი” პედიატრიულ პოპულაციაშიც, ბავშვებში. ძირითადათ აღინიშნება მაღალი სიცხეები, მიოკარდიტები, ენდოკარდიტები, პლევრიტები, უცნაური გამონაყარი სხეულის სხვადასხვა ნაწილებში; აუტოიმუნური პროცესები”, – წერს ზურაბ გურული.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

01/30/2026
ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე
ახალი ამბები

ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე

01/30/2026
100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს
ახალი ამბები

100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს

01/30/2026
სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული
ახალი ამბები

სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული

01/30/2026
„უდიდესი ტრაგედიაა… ოღონდ ეს არ გამეგო“ – ზუგდიდში მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ
ახალი ამბები

„უდიდესი ტრაგედიაა… ოღონდ ეს არ გამეგო“ – ზუგდიდში მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ

01/29/2026

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In