ექსპერტი გია ხუხაშვილი რიგ აფთიაქებში პირბადის ფასის გაიაფების ფაქტს ეხმაურება სოციალურ ქსელში.
“ერთმა გულწრფელმა, უანგარო ადამიანმა მოახერხა ის, რაც ვერ, ან არ მოახერხეს მთავრობამ, ჯანდაცვამ, ათასი ჯურის ანტი და პრო-საბჭოებმა – პირბადე 18 თეთრი.
გიორგი ფხაკაძე”
ცნობისთვის, პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა , სადაც სააფთიაქო ქსელს მოუწოდა პირბადის ფასი შეემცირებინა.






