მივყვებით გეგმას, არაფერი იცვლება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ქვეყანაში 3 იანვრიდან სრული ლოქდაუნი გამოცხადდეს.
„არაფერი იცვლება, არ იქნება არანაირი სრული ლოქდაუნი, არ იქნება არანაირი შეზღუდვა ავტომობილებით, ან ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვები ქვეყანაში არ იქნება, მათ შორის არც გადაადგილების. სრული ლოქდაუნის საჭიროება ქვეყანაში არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ინფორმაციისთვის, ის ეკონომიკრი აქტივობა, რაც 24 დეკემბრიდან არის დაშვებული 3 იანვარს კვლავ იზღუდება. მთავრობას შეზღუდვების გეგმა უკვე გაცხადებული აქვს.






