• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, December 6, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია” – 300-წლიანი წინანდლის ვაზი

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
“უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია” – 300-წლიანი წინანდლის ვაზი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მსოფლიოში ბევრი ხანდაზმული, საუკუნოვანი მცენარე ხარობს; მათ შორის არის ვაზიც. ამჯერად ძალიან დიდი ხნის ვაზის შესახებ გვინდა მოგითხროთ, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, ნიკო ნიკოლაიშვილის­ ეზო-კარში ხარობს. ბატონი ნიკო ამბობს, რომ სახლ-კარი და 300 წლის ვაზი შთამომავლობით ერგო.

– დავიბადე და გავზარდე თბილისში, მაგრამ სტუდენტობის შემდეგ ქალაქში ყველაფერს თავი დავანებე და სოფლურ ცხოვრებას მივყევი. მანამდე აქ მოხუცი­ პაპა-ბებია მყავდა. 12 წელიწადია­, წინ­ანდლის სკოლაში ვმუშაობ, ინფო­მენეჯერი და ინფორმატ­იკის მასწავლებელი ვარ, მაქვს­ საოჯახო­ სასტუმრო და ჩემს მეურნეობას ვუვლი.
ჩვენი ვაზი 300 წლისაა. მასზე­ ბევრი დაწერილა. ზოგი მიუთით­ებს,­ რომ 100 წლისაა, ზოგი – 150-ის. უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად. ბოლოს იტალიელებმა შეაფასეს და ლაბორატორიულად დაადგინეს, რომ 300 წლისაა. ასე რომ, ჩვენი ვაზი ევრაზიის სამეულში მოხვდა; ერთი სლოვენიაშია,  რომელიც 400 წლამდეა, ერთი – ინგლისში და მესამე ჩვენია.
– რა ჯიშია?

– ვერ დაადგინეს, ვერც ერთ კატალოგს ვერ მიუსადაგეს­ ვერც ქართველებმა და ვერც უცხოელებმა.

უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია (იტალიელების გარდა, კანა­დელებიც იყვნენ, ჩილელებიც, სამხრეთაფრიკელებიც). მოკლედ, ჩვენს ვაზს დავუტოვეთ სახელი – ქართული ენდემური ჯიში.

– თქვენი წინაპრებისგან გადმოცემით რა იცით?
– მამაჩემის დიდი პაპის დროინდელია. ის ეზოს ყოველთვის ამშვენებდა, ამასთან, მოსავ­ლ­იანი იყო. ამ ვაზის ოჯახის სხვა ორი ძირიც­ იდგა ეზოში, რომლებ­საც მეც მოვესწარი. პაპამ,­ ბავშვი ვიყავი, ერთი რომ მოჭრა. მოგვიანებით, მეორე მე მომაჭრევინა, რადგან გახმა. ვაზს ახლა ექცევა ყურადღება, ადრე ასე არ იყო – როცა ბერდებოდა, კაფავდნენ, რომ ახალი დაერგოთ და უფრო მოსავლიანი ყოფილიყო. მოკლედ, ეს შემორჩა და ოჯახის სიამაყე, რელიკვიაა… ვიცი, რომ ამის რქა თელავში, ერეკლეს მუზეუმის ეზოში ხარობდა. რომ ვკითხე, მითხრეს, ეს ვაზი 75 წლის არის, ცნობებში წერია, რომ რქა წინანდლიდან წამოიღესო…

– ანუ არ იცით, თავდაპირველად ვინ დარგო…
– წარმოშობით ჩემი გვარი რაჭიდან მოდის. კახეთში ახლა მეხუთე თაობა ვართ. ეს სახლ-კარი­ ჩემმა დიდმა პაპამ ჭავჭავაძეებისგან შეიძინა. აქაურობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ტერიტორია და პარკი ყოფილა, უმეტესად, დეკორატიული მცენარეები და კვიპაროსები ხარობდა. არც დასახლება­ ყოფილა და არც ხეხილი ან ვაზი. ჩემმა დიდმა პაპამ კვიპაროსები­ ამოძირკვა და მათ ადგილას ხეხილი გააშენა. მერე კომუნისტებმა­ მის გარშემო მიწის ნაკვეთები მუშებსა და გლეხებს დაურიგეს.

– არ გიცდიათ, მისგან აჭრილი­ რქა გაგემრავლებინათ?

– როგორ არა. ვისაც უთხოვია, ყველასთვის მიმიცია, მაგრამ თითქმის ვერავინ გაახარა. თავის დროზე ჩვენთან მომუშავე ღვინის­ ფრანგულმა კომპანიამაც წაიღო, თავიანთ სათბურში სცადეს გახ­არება, მაგრამ – უშედეგოდ. მე მხოლოდ ერთი რქისგან ვახარე ერთი ძირი და ერთიც კარდანახში გაახარა ნათესავმა. ჩემსას ჯერჯერობით არ დაუსხამს, ჩანს, მოსავალს გვიან იძლევა.

– ნაყოფი როგორი აქვს?

– საკმაოდ მსხვილია, დიდი მტევნები იცის, 1,5-დან 3 კილოგ-რამამდე, მაგრამ ბოლო დროს მტევნების წონა შემცირდა. ვაზი 2012 წლის ქარიშხლისა და სეტ­ყვის დროს ძალიან დაზიანდა. ბოლოს ყველაზე კარგი მოსავალი 2016 წელს მივიღეთ. შარშან 30 კგ-მდე მოვიდა.

 
– რამდენია მერქნის გარშემოწერილობა?

– 170 სმ-ია, რვიან­ივით ერთმანეთში გადახლართული.­ 2016 წელს ერთ-ერთ კომპანიასთან ერთობლივი ღვინო ჩამოვასხით; ბევრი არ არის და ბოთლებით საქველმოქმედო ღონისძიებებზე გაგვაქვს ხოლმე. ამ ვაზის დაკონსერვების გეგმა ვერავინ შემომთავაზა, ვერც ის მითხრეს, რა ნივთიერებით უნდა დამუშავდეს. როგორც სხვა ვაზს, ამასაც ისევე ვუვლი. ჩემს ღვინოს ვაყენებ, რომელიც შეძლებისდაგვარად ბიოლოგიურად მომყავს, შხამქიმიკატებს საერთოდ არ ვიყენებ.

– მკითხველს რას ეტყოდით?

– მამაპაპეულ ადგილებს დაუბრუნდნენ! მთელმა საქართველომ თბილისში მოიყარა თავი, ქვეყნის დანარჩენი ტერიტორია კი თითქმის აუთვისებელია. ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს ჩვენს მიწას?! ყველამ დავიკაპიწოთ ხელები და ავაღორძინოთ, რაც გვქონდა. მთავრობამაც რეგიონებს მეტი გასაქანი უნდა მისცეს.

მასალა მოამზადა : ლალი ფაცაცია

წყარო : kvirispalitra.ge

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია

12/05/2025
“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In