• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბაჩო ახალაიას მორიგი გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოიტანილი

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

7 სპეცრაზმელების წამების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

მოსამართლე ამ საქმეზე განაჩენის გამოსატანად 13 აგვისტოს შემდეგ იყო გასული. სწორედ 13 აგვისტოს დაასრულა სასამართლომ აღნიშნული საქმის განხილვა.

ამ საქმეზე ახალაიას წამების ორგანიზებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის დაედო ბრალი. კერძოდ, პროკურატურის ვერსიით, ბაჩო ახალაიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, 2012 წლის აგვისტოში, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გადაწყვიტა 7 სპეცრაზმელის დასჯა და ისინი ვითომ საწვრთნელ პროგრამაში ჩართო, რა დროსაც ჯარისკაცები აწამეს – აიძულებდნენ შიშვლად სირბილს, ვარჯიშს, უკანა ტანში ერთ–ერთს გაუკეთეს ტოტები, ამცირებდნენ და აგინებდნენ, ეძახდნენ მოღალატეებს.

თავად ბაჩო ახალაიას თქმით კი, “ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, სამწვრთნელო, რეინჯერთა მოსამზადებელი პროგრამა”.

ახალაიასთან ერთად ბრალდებულმა ინსტრუქტორებმა სასამართლო პროცესებზე განაცხადეს, რომ ის მკაცრი პროგრამა, რომლითაც სპეცრაზმელებს წვრთნიდნენ, თავადაც აქვთ გავლილი და ეს კრიმინალს არ წარმოადგენდა.

პროკურატურის ცნობით, 7 სპეცრაზმელს იაღლუჯას პოლიგონზე 2012 წლის 18 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე აწამებდნენ. ადვოკატების განცხადებით კი, შვიდივე პირს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კომპენსაციის სახით თითოეულს 10 ათასი ლარი მისცა. როგორც ბრალდებულები ამბობენ, ეს გაკეთდა იმისთვის, რათა მათ გაევლოთ ფიზიკური რეაბილიტაციის კურსი და მოერჩინათ წამებისას მიღებული დაზიანებები. მაგალითად, პროკურატურის ვერსიით, ერთ–ერთ დაზარალებულ მამუკა ჟვანიას მოტეხილი ჰქონდა ფეხი და ნეკნი, თუმცა, ბრალდებულთა ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს 2012 წლის შემოდგომაზე კურორტ ანტალიაში გადაღებული ფოტოები, სადაც მამუკა ჟვანია და სხვა დაზარალებულები ცოლებთან ერთად ისვენებენ. ერთ–ერთ ფოტოზე კი აღბეჭდილია, ნეკნმოტეხილ მამუკა ჟვანიას ხელში როგორ უჭირავს თავისი ცოლი.

აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 143-ე და 144-ე მუხლებით გათვალსწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბაჩო ახალაიას გარდა ბრალი წაყენებული ჰქონდათ შემდეგ პირებს: შსს-ს სპეციალური ოპერატიული ცენტრის ყოფილი უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე, შსს–ს პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ვეკუა, თავდაცვის სამინისტროს სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები – დავით გიორგაშვილი, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევი და რობერტ სუთიძე. სასამართლომ დღეს ყველა მათგანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მანამდე დასრულდა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ წარმოებული კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა:

სენაკის სამხედრო ბრიგადაში ჯარისკაცების წამებისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 1 აგვისტოს.

28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაია (ეპიზოდი მოიცავს 2006 წლის მარტის პერიოდს, როცა ახალაია ხელმძღვანელობდა სასჯელაღსრულების სისტემას) დამნაშავეთ ცნო არაადამიანური მოპყრობის მუხლით, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების ნაწილში გაამართლა. აღნიშნულ საქმეზე ახალაიას მისჯილი აქვს პატიმრობა 3 წლით და 9 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

25 ოქტომბერს პროკურატურამ კიდევ ერთ საქმეზე წაუყენა ბრალი ბაჩო ახალაიას, რომელიც უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს.

30.10.13

Tags: ბაჩო ახალაიას მორიგი გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოიტანილი
ShareTweet

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ახალი ამბები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
ახალი ამბები

„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

07/14/2026
„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ
ახალი ამბები

„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

07/14/2026

საინტერესო

თბილისის რომელ ქუჩებზე ივლის ქალაქის პირველი ელექტროავტობუსი

თბილისის რომელ ქუჩებზე ივლის ქალაქის პირველი ელექტროავტობუსი

8 years ago
ანა დოლიძე აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძის მოსმენაზე არ შეუშვეს

ანა დოლიძე – არ ვიცი ვინმეს თუ სჯერა საქართველოში იმის, რომ ეს საპროკურორო საბჭო პოლიტიკურად დამოუკიდებელ გენერალურ პროკურორს აარჩევს

6 years ago
“ნოდარ დუმბაძე ჩემთვის, როგორც ასეთი, გენიოსი არ არის. მაგრამ… ის, პრაქტიკულად, ერთადერთი მწერალია, რომელიც წაკითხული აქვთ აფხაზებსა და ოსებს” – რას წერს თორნიკე შარაშენიძე ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე?

“ნოდარ დუმბაძე ჩემთვის, როგორც ასეთი, გენიოსი არ არის. მაგრამ… ის, პრაქტიკულად, ერთადერთი მწერალია, რომელიც წაკითხული აქვთ აფხაზებსა და ოსებს” – რას წერს თორნიკე შარაშენიძე ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე?

3 years ago
თეთნულდზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სათხილამურო ტურნირი გაიმართება

თეთნულდზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სათხილამურო ტურნირი გაიმართება

7 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by