• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სქალაქო სასამართლო თვლის, რომ ახალაიას დამნაშავედ ცნობისათვის დამაჯერებელი მტკიცებულებები არ იყო

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე ბაჩო ახალაიას და სხვა პირთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

სასამართლოს განცხადებას “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“2013 წლის 31 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ბაჩანა ახალაიასა და სხვათა მიმართ. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ 2012 წლის 18 აგვისტოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შვიდი თანამშრომლის მიმართ განახორციელა დასჯა-წამება და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაუკეთა ორგანიზება სპეცრაზმელების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. 2012 წლის 19 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, ბრალდებულები მამუკა აბაშიძე, დავით ჩუბინიძე, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევა, დავით გიორგაშვილი, რობერტ სუთიძე და დავით ვეკუა შს იმჟამინდელი მინისტრის დავალებით, იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებით, ახორციელებდნენ სპეცრაზმელების წამებას, დამცირებას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირთა ბრალეულობას შერაცხულ ქმედებებში.
ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბაჩანა ახალაიას, მამუკა აბაშიძის, დავით ჩუბინიძის, ალექსი დავითაშვილის, ვლადიმერ ზანგიევას, დავით გიორგაშვილის, რობერტ სუთიძისა და დავით ვეკუას დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად, ბრალდებულები უდანაშაულოდ მიიჩნია და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა 23 სხდომა, რომლებზედაც განხორციელდა მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოწმის სახით დაიკითხა 10 დაცვის და 63 ბრალდების მოწმე, აქედან 7 დაზარალებული და 8 ბრალდებული
მხარეებს დასაბუთებული განაჩენი გადაეცემა 14 დღის ვადაში. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

30.10.13

Tags: რომ ახალაიას დამნაშავედ ცნობისათვის დამაჯერებელი მტკიცებულებები არ იყოსქალაქო სასამართლო თვლის
Share1Tweet1

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

კვების ახალი რეგულაცია თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში ამოქმედდა

თბილისის საბავშვო ბაღების კვებით მომსახურებას კომპანია ”ელფი” განახორციელებს

10 years ago
ონლაინ კაზინოებს ჯერ გადასახადები უნდა გაეზარდოს, მე-2 ეტაპზე აიკრძალოს – ღარიბაშვილი

ონლაინ კაზინოებს ჯერ გადასახადები უნდა გაეზარდოს, მე-2 ეტაპზე აიკრძალოს – ღარიბაშვილი

5 years ago

საქართველოს პარლამენტმა გაცვლით პროგრამებში მონაწილე ამერიკულ ოჯახებს უმასპინძლა

8 years ago
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა

9 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by