• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ჩვენი ქვევრები საინგილოში ცნობილი ქვევრის ოსტატების მიერ არის დამზადებული“ – „ბალავარი“

6 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„ჩვენი ქვევრები საინგილოში  ცნობილი ქვევრის ოსტატების მიერ არის დამზადებული“ – „ბალავარი“
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ქართულ ღვინოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს სახელი განთქმული. საუკეთესოთა შორის საუკეთესო კი, საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არ დაილევა. კომპანია „ბალავარს“ ღვინის წარმოების საკუთარი ისტორია და წესები აქვს. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ქვევრები საინგილოშია დამზადებული.

ირინა ნამგალაური, კომპანია „ბალავარის“ მენეჯერი პასუხობს „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს.

რამდენი ხანია, რაც თქვენი მეღვინეობა არსებობს?

„ბალავარი“ 2016 წლიდან  აწარმოებს კლასიკური ხაზის ღვინოს, ხოლო 2017 წლიდან დავიწყეთ ქვევრის ღვინის წარმოება.

რით არის გამორჩეული თქვენი პროდუქტი?

მეღვინეობა „ბალავარში“ ღვინოს პატიოსნებითა და გულწრფელობით ვამზადებთ. ჩვენთან ისტორიულ, მრავალსაუკუნოვან ქვევრებში და თანამედროვე საღვინე ჭურჭელში დადუღებულ ღვინოზე ზრუნავენ ის პროფესიონალები,  რომლებსაც შეუძლიათ ოქროს თანაფარდობის დაცვა ტრადიციული  და თანამედროვე მეთოდების შერწყმისას.  ამით  საერთაშორისო ასპარეზზე  ღირსეულად წარვადგენთ ღვინის აკვნად წოდებულ ქვეყანას – საქართველოს.

„ბალავარის“ მეღვინეობა კახეთის რეგიონში, შირაქის ველის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ქედზე მდებარეობს.   საუკეთესო ღვინის საწინდარი კარგად მოვლილი ვენახია. ვაზის სიყვარული კი  „ბალავარის“ დამფუძნებელს – ნიკოლოზ ბენიაიძეს ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოჰყვება, როდესაც ის ვენახის მოვლასა და რთველში  უფროსებს ეხმარებოდა. მაშინ, როდესაც  მეღვინეობის და მევენახეობის მრავალწლიანი კულტურა დაკარგვის პირას იყო მისული და ხალხმა, 90-იანი წლების მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, გაჩეხილი ვენახების ადგილას მარცვლეული კულტურების მოყვანას მიჰყო ხელი,  ნიკოლოზ ბენიაიძემ  პროფესიულ დონეზე დაიწყო მევენახეობა-მეღვინეობის შესწავლა.  მეგობრებთან ერთად შეუდგა მიტოვებული ვენახების აღდგენას, მოგვიანებით კი სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ნამყენის გამოყვანა და ახალი ვენახების გაშენება დაიწყო.

ჩვენს ვენახებსა და მარანში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებით ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრისპირა რეგიონის გაძლიერებაში და მიგრაციის შემცირებაში.

როგორც ვიცი, საინგილოში დამზადებულ ქვევრებს იყენებთ – ამაზე რას გვეტყვით?

დიახ, ჩვენი ქვევრები საინგილოში  ცნობილი ქვევრის ოსტატების მიერ არის დამზადებული. ეს ქვევრები 50-იან წლებში გამოიტანეს საინგილოდან და  განაწილებული იყო შირაქის ველზე მდებარე რამოდენიმე მარანში. 2015 წლიდან დავიყეთ მათი შეძენა და აღდგენა, რათა მიგვენიჭებინა ახალი სიცოცხლე და მათში განსაკუთრები ხასიათის ღვინო დაგვეყენებინა. ზოგიერთი მათგანი 400 წელსაც კი ითვლის, მათზე დღემდე შემორჩენილია მათი შემქმნელის დამღები, ქვევრები ძირითადად არის ცნობილი გვარის ქვევრის ოსტატების, ჩუბინიძეების და თანდაშვილის მიერ შექმნილი. ამ ქვევრებში პირველი მოსავალი 2017 წელს ჩავწურეთ.  საუკუნოვან ქვევრებში დაყენებული ღვინო, სხვა ახალ ქვევრებში დაყენებულ ღვინოსთან შედარებით ხარისხით და თვისებებით სრულიად განსხვავებული  გამოვიდა.

თქვენი ღვინო მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება?

„ბალავარის“  ღვინის შეძენა შესაძლებელია როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე, ამ ეტაპზე აზიის ქვეყნებში. საქართველოში ძირითადად იმ მაღაზიებში ვყიდით,  სადაც აქცენტი გაკეთებულია მცირე მარნების და ხარისხიან ღვინოზე. ვმუშაობთ, რათა ექსპორტის  სარეალიზაციო ბაზარი გავზარდოთ და სხვა კონტინენტებზეც შევიტანოთ ჩვენს საუკუნოვან ქვევრებში დაყენებული და კლასიკური ხაზის ღვინო.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ 

Share2Tweet2

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

საინტერესო

,,ეს შენობა კონკურსგარეშე ჩემპიონია თბილისის გამორჩეულ მახინჯობათა შორის. არცერთი ერთნაირი აივანი!“

,,ეს შენობა კონკურსგარეშე ჩემპიონია თბილისის გამორჩეულ მახინჯობათა შორის. არცერთი ერთნაირი აივანი!“

11 years ago
საქართველოს ელჩი ახალ ზელანდიას ეწვია

საქართველოს ელჩი ახალ ზელანდიას ეწვია

8 years ago
რას ვთხოვთ უფალს ეფრემ ასურის ლოცვით?

რას ვთხოვთ უფალს ეფრემ ასურის ლოცვით?

11 years ago

ლევან იზორია IOM-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

12 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by