• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ვჩაგრავთ მეგრულსა და სვანურ ენებს, მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში მათი არჩევით შესწავლის საშუალება” – სალომე ზურაბიშვილი

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, განათლება და მეცნიერება, მთავარი მოვლენები
A A
“ვჩაგრავთ მეგრულსა და სვანურ ენებს, მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში მათი არჩევით შესწავლის საშუალება” – სალომე ზურაბიშვილი
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პრეზიდენტი, დედაენის დღისადმი მიძღვნილი მიმართვას ავრცელებს და სადაც ქართულის ფუძე ენებზე – სვანურსა და მეგრულ ენებზეც

საუბრობს.

“დედაენის დღის აღნიშვნისას, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელია იმ დროიდან თუნდაც, როცა გიორგი მერჩულემ დაგვიტოვა ცნობილი სიტყვები: „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“ქართულმა ენამ საუკუნეების მანძილზე ეს დანიშნულება არ დაკარგა, რომ არა თუ იყოს ჩვენი სახელმწიფოს განმსაზღვრელი, არამედ მისი დამცველი და მასთან გაიგივებული. ამიტომაც ქართულმა ენამ ბევრი განსაცდელი გამოიარა, მათ შორის, დევნა და აკრძალვები, თუმცა მას არ დაუკარგავს მისი ძალა იმდენად რომ, ეროვნული მოძრაობა სწორედ ამ ძალის შთაგონებით იწყება და გაიგივებულია ენის გადარჩენასთან.

ენა და სახელმწიფო ერთად ძლიერდება და ერთად ვითარდება! ასე მოვედით დღემდე, 21-ე საუკუნემდე, პატარა ქვეყანა საკუთარი უნიკალური ენით, სამი სახეობის უნიკალური ანბანით, მსოფლიოს მიერ აწ უკვე აღიარებული და სწორედ დაფასებული ფენომენით.

ისე მოვედით, რომ არცერთი ურთულესი განსაცდელის დროსაც კი, როცა ქვეყნის ტერიტორიებს და მოქალაქეებს უმძიმესი საფრთხეები ემუქრებოდათ, ქართული ენა მჩაგვრელი თუ შემავიწროებელი არასოდეს ყოფილა, თუნდაც თავისი ყოფილი დამპყრობლების ენის. ეს შემწყნარებლობა დღემდე მოგვყვება და ქმნის საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებულობას.

ჩვენ ეთნიკურ უმცირესობებს ისეთი პირობები შევუქმენით საკუთარი წარმოშობის ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, რომ მეორე უკიდურესობაში გადავედით და ამით ჩვენვე ვქმნით პრობლემას მათი სრულყოფილი ინტეგრაციის გზაზე, რამეთუ სრულყოფილ ინტეგრაციას სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნაც სჭირდება. ამაზე ერთად კიდევ უნდა ვიმუშაოთ.

ასევე, ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს – მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!

ახალი ეპოქა ენის განვითარებას ახალ გამოწვევებს უყენებს. ჩვენი უძველესი ენისთვის უნდა შევძლოთ ახალ ეტაპზე გადასვლა, ახალი ტექნოლოგიების დაუფლება და ახალი სივრცეების გახსნა.

მსოფლიოში ამ ენაზე ცოტა ადამიანი საუბრობს, თუმცა ამ ენას მსოფლიოსთვის ბევრი საიდუმლო და ბევრი სიმდიდრე აქვს გასაზიარებელი, რაც დამოკიდებულია სწორედ იმაზე თუ რამდენად შევძლებთ ეს უძველესი ენა ყველაზე თანამედროვე საშუალებებით აღვჭურვოთ.

პირველ რიგში, გვჭირდება ციფრული ინსტრუმენტები, როგორიცაა ქართული ენის კომპიუტერული მოდელი და მანქანური თარგმნის პროგრამები, რათა ქართულმა ენამ ციფრულ სივრცეში ახალი სიცოცხლე შეიძინოს.

დედაენის დღე შევარჩიე, რათა ღირსების მედლით დამეჯილდოვებინა ადამიანები, ვინც სხვადასხვა კუთხით ემსახურებიან ქართული ენის გადარჩენასა და განვითარებას.

– ამისი ერთ-ერთი მაგალითია ბატონი ვახტანგ ელერდაშვილი, რომელმაც მის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებთან ერთად სწორედ ციფრული ინსტრუმენტები შექმნა და ქართული ენა ციფრულ სივრცეში შეიყვანა.

– ბატონმა ზაქარია ფურცხვანიძემ კი, გერმანულ სამეცნიერო სივრცეში ქართული ენის კვლევითი მიმართულება გააცოცხლა და ქართული ენა გააჟღერა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

– ქალბატონი მაია დარჩია და ქალბატონი ლელა ჟორჟოლიანი წლების მანძილზე ასწავლიან ქართულ ენას პრაღის კარლის უნივერსიტეტში, თარგმნიან და აცოცხლებენ მას.

– თანამედროვე მოთხოვნებმა არ უნდა დაგვავიწყოს ძველი ქართული ენის და მწერლობის კვლევები, რომლებიც გვიხსნიან იმ მდიდარ საფუძველს, რასაც ქართული ენა ეყრდნობა. ამ მიმართულებით გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის ვაჯილდოვებ პროფესორ ენრიკო გაბიძაშვილს.

ყველას გილოცავთ ამ დღეს საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა, რამეთუ ქართული ენა გვაერთიანებს, გვაძლიერებს და ქმნის ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების მყარ საფუძველს.

უცხოეთში გაზრდილ ყველა ახალგაზრდას ვუსურვებ ისწავლოს, დაიცვას და გაითავისოს ქართული ენა! ეს არის ყველაზე დიდი მომავლის იმედის ნიშანი – სახელმწიფო გაძლიერების, გაერთიანების და ევროპულ ოჯახში ღირსეული დაბრუნების!

გილოცავთ დღევანდელ დღეს!”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet2

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In