მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წელს 2 მაისს აღნიშნავს. აღდგომა უდიდესი და უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ამით ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ტვირთი ზიდა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე.
აღდგომის დღეს ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა!-ჭეშმარიტადაღდგა!“
ამ დღეს ყველა ოჯახში იშლება სადღესასწაულო სუფრა. აღდგომის მომდევნო დღეს ქართული მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, ადამიანები საფლავებზე გადიან და გარდაცვლილებს იხსენიებენ, მათ შორის, საფლავებზე წითელ კვერცხებს აგორებენ.
მასალა მოამზადა:თორნიკე ყრუაშვილმა.






