• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აპრილში საქართველოს ეკონომიკა რეკორდული – 44.8%-ით გაიზარდა

5 years ago
in ახალი ამბები, ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
აპრილში საქართველოს ეკონომიკა რეკორდული – 44.8%-ით გაიზარდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქსტატმა 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა – დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით 44.8%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა ძირითადად ე.წ. “საბაზო ეფექტით” არის განპირობებული, რადგანაც 2020 წლის აპრილში ქვეყანაში მოქმედი ლოქდაუნის გამო ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდა 8.1% იყო.

“2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში,”- ნათქვამია დოკუმენტში.

საქსტატის მონაცემებით, აპრილში დღგ-ის გადამხელ საწარმოთა ბრუნვამ 8.44 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 93%-ით აღემატება, რაც ასევე “საბაზო ეფექტით” არის განპირობებული.

ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა ექსპორტმა, რომელიც წელს 19.6%-ით არის გაზრდილი.

რას უკავშირდება ასეთი მაღალი ზრდა? – საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის პასუხი:

“წინა წლის შესაბამის პერიოდში იყო ვარდნა 16.6%-ით. ესეც გასათვალისწინებელია. ამასთან, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია იყო ყველა კუთხით. ასევე ზრდის ტენდენცია იყო ექსპორტის და იმპორტის კუთხითაც რამაც ასევე დადებითი წვლილი შეიტანა შედეგებში. რამდენიმე დომინანტი დარგი გამოიყოფა – დამამუშავებელ მრეწველობაში მეტალურგია არის გააქტიურებული, ასევე გაიზარდა სამშენებლო მასალების წარმოება, რამდენიმეჯერ არის გაზრდილი ცემენტის წარმოების მაჩვენებელი. მშენებლობის დარგში ზრდა არის არამხოლოდ საცოხვრებელი სახლების, არამედ სპეციალიზებული ნაგებობების მშენებლობაც – წყალაყვანილობის, ელექტროტექნიკური სამუშაოები. გაიზარდა იმპორტ-ექსპორტის ბრუნვა, გაიზარდა სატრანსპორტო დარგის დატვირთვაც. 51%-ით გაიზარდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორის გამოშვება. ვაჭრობა გააქტიურდა, მასზე დიდი გავლენა მოახდინა ავტომობილებით ვაჭრობამ, ავტოიმპორტი წინა წელთან შედარებით 86%-ით გაიზარდა, რეექსპორტი კი გაზრდილია ექვსჯერ, ესეც დადებითი წვლილის შემტანია,”- აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

წყარო : bm.ge
ShareTweet

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი
ახალი ამბები

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026

საინტერესო

გიორგი მღებრიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

10 years ago

ირანში 686 საპრეზიდენტი კანდიდატი იბრძვის გამარჯვებისთვის

13 years ago
გიგა ბუკია: „თავისუფლად შეუძლიათ საქართველო „პლანაქეშთა“ სამოთხედ აღიარონ“

გიგა ბუკია: „თავისუფლად შეუძლიათ საქართველო „პლანაქეშთა“ სამოთხედ აღიარონ“

8 years ago
,,თბილისობა” წელს საკრებულოს შენობის გახსნით დაიწყება

,,თბილისობა” წელს საკრებულოს შენობის გახსნით დაიწყება

12 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by