კრისტიან ერიქსენი გადარჩა. ამის შესახებ განცხადება სტადიონზე ოფიციალურად დაადასტურეს. მათი ინფორმაციით ფეხბურთელი ამ დროისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
რამდენიმე წუთში ცნობილი გახდება გაგრძელდება თუ არა მატჩი.
„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს გაურკვეველი ინციდენტი მოხდა და დანიის ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მიწაზე დაეცა.






