• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, March 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მძიმე კოვიდპაციენტების 93%-მა, საავადმყოფო მედიკამენტის მიღებიდან 5 დღეში დატოვა – ისრაელში დამზადებული კოვიდპრეპარატის წარმატება

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
მძიმე კოვიდპაციენტების 93%-მა, საავადმყოფო მედიკამენტის მიღებიდან 5 დღეში დატოვა – ისრაელში დამზადებული კოვიდპრეპარატის წარმატება
187
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“90 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტის 93 %-მა, საავადმყოფო მედიკამენტის მიღებიდან 5 დღეში დატოვა” – საერთაშორისო მედია კიდევ ერთი ახალი, კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატის ეფექტიანობაზე წერს. 

ისრაელში დამზადებული მედიკამენტი საბერძნეთის რამდენიმე საავადმყოფოში მყოფ პაციენტებზე გამოსცადეს, რადგან, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ისრაელს არ ჰყავდა საკმარისი რაოდენობის შესაბამისი სიმძიმის პაციენტები.

კოვიდპრეპარატი თელავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის მიერ შეიქმნა და ის ახლა საცდელი პერიოდის მეორე ფაზას გადის.

ცდის ავტორების განცხადებით, კვლევის წინასწარმა ანალიზმა ექსპერიმენტის პირველი ფაზის შედეგები კვლავ გაიმეორა, მაშინ (კვლევის პირველი ეტაპი ზამთარში განხორციელდა) მედიკამენტის მიღების შემდეგ, ზომიერად მძიმე 30 პაციენტიდან 29-მდე, რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდა.

“აღნიშნული კვლევის მთავარი მიზანი იყო იმის შემოწმება, რომ პრეპარატი უსაფრთხოა. დღემდე, ჩვენ არ გვაქვს რეგისტრირებული რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენა, რომელიც კვლევის პირველ ან მეორე ფაზაში მონაწილე რომელიმე პაციენტში გამოვლინდა.” – თქვა პროფესორმა ნადირ არბერმა.

როგორც ისრაელის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო The Jerusalem Post წერს, არბერმა და მისმა გუნდმა, მათ შორის დოქტორმა შირან შაპირმა პრეპარატი შეიმუშავეს იმ მოლეკულის საფუძველზე, რომელსაც პროფესორი უკვე 25 წელია სწავლობს. ეს არის CD24, რომელიც ბუნებრივად არის ორგანიზმში. პროტეინი აკრავს უჯრედის მემბრანას და მრავალ ფუნქციასთან ერთად, აკონტროლებს მექანიზმს, რომელიც “ციტოკინურ შტორმზეა” პასუხისმგებელი.

“კლინიკური გაუარესების მთავარი მიზეზი იმუნური სისტემის გადაჭარბებული გააქტიურებაა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ციტოკინის ქარიშხალი”. კოვიდპაციენტთა შემთხვევაში, სისტემა იწყებს შეტევას ფილტვების ჯანსაღ უჯრედებზე. CD24 კი არის პატარა ცილა, რომელიც მიმაგრებულია უჯრედების მემბრანაზე და ის ასრულებს ბევრ ფუნქციას, მათ შორის ციტოკინის ქარიშხალზე პასუხისმგებელი მექანიზმის რეგულირების ჩათვლით.” – თქვა არბერმა და აღნიშნა, რომ ის, მთლიანობაში, გავლენას არ ახდენს იმუნურ სისტემაზე და მიზნად ისახავს სწორი ბალანსის პოვნას.

“მათი მიწოდებით ზუსტად იქ, სადაც საჭიროა, ჩვენ თავიდან ავიცილებთ ბევრ გვერდით ეფექტს.” – ამბობს პროფესორი.

ახლა გუნდი მზად არის, კვლევის ბოლო ეტაპი დაიწყოს.

აქვე, ნადირ არბერის განმარტებით, რაც უნდა პერსპექტიული იყოს მკურნალობის პირველი ფაზის დასკვნები, ვერავინ იქნება ბოლომდე დარწმუნებული, სანამ შედეგებს არ შეადარებენ იმ პაციენტების ანალიზს, რომლებიც პლაცებოს იღებენ.

კვლევაში მონაწილეობას მიიღებს, დაახლოებით, 155 კოვიდპაციენტი. მათს ორ მესამედს მისცემენ წამალს, ხოლო მესამედს – პლაცებოს.

კვლევა ისრაელში ჩატარდება და ის შეიძლება აგრეთვე ჩატარდეს სხვა ქვეყნებშიც, თუკი ისრაელში საჭირო პაციენტების რაოდენობა არ იქნება საკმარისი.

არბერი იმედოვნებს, რომ კვლევა წლის ბოლომდე დასრულდება და თუ შედეგები წარმატებული აღმოჩნდება, პროფესორი პირობას დებს, რომ მკურნალობა შესაძლებელი გახდება შედარებით სწრაფად და უფრო ხელმისაწვდომ ფასად.

“გარდა ამისა, წარმატებამ შეიძლება გზა გაგვიხსნას მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ” – ამბობს პროფესორი ნადირ არბერი.

შეგახსნებთ, ეს არ არის პირველი კოვიდპრეპარატი, რომლის ცდებიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

fb-share-icon
Tweet
Share75Tweet47

ახალი ამბები

ტრაგედია საგურამოში – ავარიას 26 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა: “სახლთან იყო უკვე მისული, როცა შემთხვევა მოხდა”
ახალი ამბები

ტრაგედია საგურამოში – ავარიას 26 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა: “სახლთან იყო უკვე მისული, როცა შემთხვევა მოხდა”

02/27/2026
რა უნდა გაითვალისწინო სოლო მოგზაურობისას
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო სოლო მოგზაურობისას

02/27/2026
თბილისში, კაცმა დედა დაჭრა – განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

თბილისში, კაცმა დედა დაჭრა – განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, პოლიციამ ბრალდებული დააკავა

02/27/2026
სასიხარულო ამბავი! – პატარა კირა, რომელიც 700 გრამი დაიბადა 2 თვის შემდეგ სახლში გაწერეს
ახალი ამბები

სასიხარულო ამბავი! – პატარა კირა, რომელიც 700 გრამი დაიბადა 2 თვის შემდეგ სახლში გაწერეს

02/25/2026
„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
ახალი ამბები

„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა

02/25/2026
კახეთში, ბიძამ დისშვილი დაჭრა
ახალი ამბები

ღამე ტუალეტში შესულა და უმშობიარია… ბავშვი ცოცხალია, მაგრამ ყელი აქვს გამოღადრული… – ექიმი ბათუმში, კლინიკაში მომხდარზე

02/22/2026

კალენდარი

March 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« Feb    

სიახლეები

  • ტრაგედია საგურამოში – ავარიას 26 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა: “სახლთან იყო უკვე მისული, როცა შემთხვევა მოხდა” 02/27/2026
  • რა უნდა გაითვალისწინო სოლო მოგზაურობისას 02/27/2026
  • თბილისში, კაცმა დედა დაჭრა – განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, პოლიციამ ბრალდებული დააკავა 02/27/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In