• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Washington post: რუსული „სპუტნიკით“ აცრილები შტატებში ვერ შევლენ

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
Washington post: რუსული „სპუტნიკით“ აცრილები შტატებში ვერ შევლენ
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ მალე გახსნის ქვეყანას უცხოელი მოგზაურებისთვის, მაგრამ ახალი წესები, რომლებიც ძალაში ნოემბერში შევა, ბევრს არ მოეწონება – ამერიკაში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ უცხოელებს ექნებათ და ვაშინგტონის მიერ აღიარებულ პრეპარატებს შორის არ მოხვდა რუსული „სპუტნიკი“.

ეს პირდაპირ ასობით ათას რუსს შეეხება. ქვეყნებს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების მიუხედავად, 2019 წელს ამერიკას 300 000 რუსი მოქალაქე ესტუმრა. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, აშშ-ის გეგმა არის დარტყმა რუსულ პრეპარატზე, რომელიც მოსკოვმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველ ვაქცინად გამოაცხადა.

პრეპარატი იყო ჩაფიქრებული, როგორც პანდემიური დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტი, მაგრამ მისმა შეზღუდულმა გავრცელებამ მსოფლიოში და მიწოდების ნელმა ტემპებმა „სპუტნიკის“ არა მხოლოდ დასავლური, არამედ ჩინური ვაქცინისგან ჩამორჩენა გამოიწვია.

„ეს დიდი პრობლემაა რუსებისთვის და ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც „სპუტნიკით“ აიცრნენ“, – განაცხადა ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა და რუსეთის ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტმა ჯუდიტტვიგმა.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რომელმაც დააფინანსა ვაქცინის შექმნა, განაცხადა, რომ „სპუტნიკი“ აღიარებულია 70 ქვეყანაში და მისი სანდოობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია როგორც კლინიკური კვლევებით, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში რეალური გამოყენებით.

ამავე დროს აშშ-ში ნებადართული იქნება შესვლა იმათთვის, ვინც ჩინური ვაქცინებით Sinopharm-ით და Sinovac-ით აიცრა.

„სპუტნიკის“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ აღიარებული არაა – ამის მიზეზია რუსეთის მიერ პრეპარატის სტაბილური წარმოების და ყველა სტანდარტის დაცვის კუთხით არსებული პრობლემები.

ჯანმოს სწორედ ეს პოზიცია გახდა გადამწყვეტი, რის გამოც ჩინური ვაქცინა აღიარეს, რუსული კი არა.

ახალი წესები რუსების გარდა სხვა, ძირითადად ღარიბი ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება – მსოფლიოში შესყიდულია „სპუტნიკის“ 448 მლნ დოზა, და ნოემბრიდან ამ ასობით მილიონი ადამიანისთვის შტატების კარები დიდი ხნით დაიკეტება.

მგზავრობის კუთხით შეზღუდვა სავარაუდოდ რუსული ვაქცინის პოპულარობას მსოფლიოში მკვეთრად შეამცირებს. „რუსეთმა ვაქცინის დიპლომატიურ იარაღად გამოყენების შესაძლებლობა ხელიდან უკვე გაუშვა“, – მიიჩნევსტვიგი.

რუსეთის მოქალაქეებისთვის პრობლემას ისიც ართულებს, რომ რუსეთში არც ერთი სხვა ვაქცინა არ არის, „სპუტნიკის“ გარდა და ადამიანებს, სურვილის შემთხვევაშიც კი, არჩევანი არ გააჩნიათ – ან უნდა აიცრა „სპუტნიკით“, ან საერთოდ აუცრელი დარჩე.

აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება სავაქცინო ტურიზმს ბიძგს მისცემს – ტურისტული კომპანიები უკვე სთავაზობენ შეძლებულ ადამიანებს მოგზაურობას, მაგალითად, სერბეთში, სადაც მათ „ფაიზერით“ ვაქცინირება შეუძლიათ.

იმის მიუხედავად, რომ „სპუტნიკი“ მეტ დაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე ჩინური ვაქცინები, საბოლოო ჯამში ჩინეთი უფრო სანდო პარტნიორი აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთი, რადგანაც მოსკოვმა საორგანიზაციო პრობლემები ვერ გადაწყვიტა.

გარდა ამისა,  ჯანმოს აღიარებამ ჩინური ვაქცინებისადმი ნდობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

washingtonpost.com

Share3Tweet2

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

საინტერესო

ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი ცხენი აჩუქა

ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი ცხენი აჩუქა

12 years ago
“საკანალიზაციო წყლების ჩადინება არ ხდება იმ ტერიტორიის სიახლოვეს სადაც მოხალისეები მუშაობენ”

“საკანალიზაციო წყლების ჩადინება არ ხდება იმ ტერიტორიის სიახლოვეს სადაც მოხალისეები მუშაობენ”

11 years ago
„შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის მფლობელია!

„შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის მფლობელია!

7 years ago
დაზარალებულებისთვის ფსიქოლოგიური ცენტრი იმუშავებს

კერძო კომპანიამ პროფესიული პროგრამით გადამზადებული სტუდენტები დაასაქმა

9 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by