• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

5 years ago
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
25
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. მისი განცხადება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე ვრცელდება. ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი იუშენკო ყვება, როგორ შეცვალა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო საკუთარი მმართველობის დროს.

მის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

ძვირფასო საქართველო, ძვირფასო ქართველებო, ძვირფასო მეგობრებო!

ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა საშუალება, თქვენთვის ამ მოკლე წერილით მომემართა. ამ მიმართვას ვიწყებ უდიდესი პატივისცემითა და იმ უდიდესი სიყვარულით, რომელიც ყველა უკრაინელის გულშია საქართველოსადმი და ქართველებისადმი. ეს გრძნობა მრავალი, მრავალი საუკუნის მანძილზე ყალიბდებოდა, დღეს კი სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ჩვენ ვისწავლეთ ურთიერთპასუხისმგებლობა და ახლა ერთმანეთი გვეიმედება სიხარულის, მწუხარების, დიდი განსაცდელებისა თუ ზეიმის დროს. ჩემი დღევანდელი სათქმელი უკავშირდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და მინდა, ჩემი პოზიცია და ლოგიკა გაგაცნოთ, მაგრამ მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად.

2003 წელს ქართველმა ერმა ახალი პოლიტიკური კურსი აირჩია. კურსი, რომელმაც თქვენი ერი მალევე მიიყვანა სამართლიან არჩევნებამდე, თავისუფალ ჟურნალისტებამდე და, ზოგადად, პრესის თავისუფლებამდე. თქვენს ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრება უსაფრთხო გახდა. გაქრა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული. თქვენს სახლებში ელექტროენერგია და სითბო უკვე რეგულარულადაა.

მოკლედ, საქართველო შეიცვალა მთელი მსოფლიოსთვის გაიხსნა – აქ მილიონობით ტურისტი ჩამოვიდა, რომლებსაც საქართველო შეუყვარდათ. თქვენ გეწვიეთ ათასობით, შესაძლოა, ათიათასობით ინვესტორი, რომლებიც საქართველოსთვის შთამაგონებელი სინერგიის წევრები გახდნენ. მოკლედ, საქართველოს სამყარო შეიცვალა როგორც შინაგანად, ასევე გარედან. მაგრამ თქვენს მტრებს ასეთი საქართველო არ მოეწონათ.

მაშასადამე, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ საქართველო ნაწილობრივი ოკუპირება მოახდინა. რუსეთს არ სჭირდება თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და, რაც მთავარია, წარმატებული საქართველო. არც იმ დროს და არც ახლა. მაშინ, როდესაც ოკუპანტი თქვენი დედაქალაქიდან 20 ან 30 კილომეტრში იყო, მე, პრეზიდენტ კაჩინსკისთან, პრეზიდენტ ადამკუსთან, ესტონეთის პრეზიდენტთან და ლატვიის პრემიერმინისტრთან ერთად თბილისის მოედანზე, პარლამენტის წინ ვიდექი და ერთ ლოზუნგს გავიძახდით:

“დღეს ყველანი ქართველები ვართ, დღეს ყველანი ვართ თბილისი და საქართველოს ოკუპაციას არ დავუშვებთ. ჩვენ თქვენს დედაქალაქს დავიცავთ.”

მტერი არ მოსულა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქართველოს დიდი გამარჯვება იყო. მილიონობით ქართველისა საქართველოსა და მთელს მსოფლიოში და არამხოლოდ ქართველებისა.

ყველა ეს მოვლენა, რომელზეც მოვყევი, იყო არამარტო ერთი ადამიანის ოცნება, არამედ ქართველი ერის ამბიცია და მან წარმატებას მიაღწია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თქვენთან ერთად იდგა და ახლა გამოძიებასა და სასამართლო პროცესს ელოდება. მინდა, რამდენიმე პოზიციაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო არ შევიდეს დესტაბილიზაციის ზონაში, განსაკუთრებით, საშინაო საკითხებში. რომ საქართველომ არ დაუშვას დემოკრატიული დაცემა და იზოლაცია. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! – აცხადებს ვიქტორ იუშენკო.

Share10Tweet6

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი
ახალი ამბები

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026
ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა – სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები
ახალი ამბები

ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა – სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები

05/22/2026
გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

საინტერესო

თუშიშვილი თბილისის გრან-პრიზე ვერ იჭიდავებს – ქართველს ორთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

თუშიშვილი თბილისის გრან-პრიზე ვერ იჭიდავებს – ქართველს ორთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

7 years ago
ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში ნორვეგიის ელჩს შეხვდა

ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში ნორვეგიის ელჩს შეხვდა

12 years ago
სტიქიის ზონაში, ერთი ოჯახის სამ წევრს, დედას და შვილებს, ეძებენ

სტიქიის ზონაში, ერთი ოჯახის სამ წევრს, დედას და შვილებს, ეძებენ

3 years ago

რატი ბრეგაძე პოსტსკრიპტუმში გასულ სიუჟეტს ეხმაურება

10 years ago

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026

სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,როიალ ფიშ ბათუმი“(მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ...

Read moreDetails
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026
  • „პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე 05/22/2026
  • მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by