• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, December 7, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მეცნიერებმა ღორის თირკმელი ადამიანს გადაუნერგეს!

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
მეცნიერებმა ღორის თირკმელი ადამიანს გადაუნერგეს!
45
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ისტორიაში პირველად ექიმებმა ადამიანს წარმატებით გადაუნერგეს ღორის თირკმელი. NYU ლანგონის სამედიცინო ცენტრის ქირურგებმა ღორის ორგანო მკვდარი რეციპიენტის სხეულს გარეთ უზარმაზარ სისხლძარღვთა წყვილს მიუერთეს – შემდეგ კი მას ორი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

“შედეგი იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით და ველოდით. ეს ცოცხალი დონორისგან განხორციელებულ ტრანსპლანტაციას ჰგავდა, რომელიც აქამდე არაერთხელ გამიკეთებია. რაც შეეხება გარდაცვლილთა თირკმელს, მის ამუშავებას დღეები ან კვირები სჭირდება. ხოლო ახლად ჩატარებულ ექსპერიმენტში თირკმელი მაშინვე ამუშავდა” – განაცხადა დოქტორმა რობერტ მონტგომერიმ, რომელიც სექტემბერში NYU ლანგონის სამედიცინო ცენტრში ქირურგიულ გუნდს წარუძღვა.

ღორის თირკმელთან დაკავშირებულ საკითხს მეცნიერები უკვე გარკვეული პერიოდია, იკვლევენ. თავის მხრივ, ეს ორგანოთა დეფიციტის პრობლემის მოგვარებას უკავშირდება. თუმცა პრობლემას ის ქმნიდა, რომ ცხოველში არსებული შაქარი, რომელიც ადამიანის სხეულისათვის უცხოა, ორგანოს უკუგდებას დაუყოვნებლივ იწვევს. ამიტომაც, ექსპერიმენტში მონაწილე თირკმელი გენეტიკურად მოდიფიცირებულ ცხოველს ეკუთვნოდა – იგი ამ შაქრისა და იმუნური რეაქციის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა.

დოქტორი დორი სეგევის თქმით, ეს უზარმაზარი და მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ პროცედურის ეფექტურობის დასადასტურებლად, დამატებითი კვლევებია საჭირო. “ჩვენ მეტად უნდა შევისწავლოთ ორგანოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები”. 

ამასთანავე, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პაციენტის სხეულმა საბოლოოდ შეიძლება, ახალი თირკმელი უარყოს. ეს ბუნებრივია, რადგან ორგანოს უარყოფა მაშინაც კი დასაშვებია, როდესაც დონორის ორგანო ზუსტად შეესაბამება პაციენტის ორგანიზმს. ახლა კი საქმე სახეობათაშორისი ბარიერების გადალახვას ეხება…

სახეობებს შორის ორგანოებისა და კიდურების გადანერგვის პროცესი ცნობილია როგორც ქსენოტრანსპლანტაცია. ცხოველების ორგანოები, როგორიცაა შიმპანზეები და ღორები, წარსულში დიდწილად არაეფექტური იყო, ადამიანის სხეულის გრძელვადიან პერსპექტივაში შესანარჩუნებლად… თუმცა გენის რედაქტირების ტექნოლოგია, შესაძლოა, წარმატებული ტრანსპლანტაციის გასაღები აღმოჩნდეს.

რა თქმა უნდა, პროცესს თან ახლავს მრავალი კითხვა, რომელიც ეთიკას უკავშირდება – რამდენად მართებულია ცხოველების გაზრდა მათი ორგანოების მიღების მიზნით? თუმცა, NYT-ის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიონი ღორი იკვლება საკვების მისაღებად. ამრიგად, არც ისე რთული უნდა იყოს ამ არსებების ორგანოების სანაცვლოდ გამოყენება. “გენმოდიფიცირებულ ღორებს აქვთ პოტენციალი, იყვნენ ორგანოების მდგრადი, განახლებადი წყარო” – აღნიშნავს მონტგომერი.

fb-share-icon
Tweet
Share18Tweet11

ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია

12/05/2025
“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In