• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, December 7, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“აცრის გვერდითი მოვლენების ყველას ეშინია, მაგრამ ნახევარი საქართველო თვალდახუჭული იღებს ანალგინს, რომელიც სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებას იწვევს” – ბიძინა კულუმბეგოვი

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“აცრის გვერდითი მოვლენების ყველას ეშინია, მაგრამ ნახევარი საქართველო თვალდახუჭული იღებს ანალგინს, რომელიც სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებას იწვევს” – ბიძინა კულუმბეგოვი
14
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ალერგოლოგი, ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

“აცრის გვერდითი მოვლენების ყველას ეშინია, მაგრამ ანალგინს ნახევარი საქართველო თვალდახუჭული იღებს.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის თვალსაჩინოების სახით მინდა გაგაცნოთ ანალგინის გვერდითი მოვლენები:
“ანალგინმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდებიან მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 და <1/10), არახშირი (≥1/1000 და <1/100), იშვიათი (≥1/10 000 და <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემები არ იძლევიან შეფასების გაკეთების საშუალებას).

არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
კანის გამონაყარი, სისხლის წნევის დაწევა, გულის რიტმის დარღვევა (პალპიტაცია, ტაქიკარდია).

იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების საშიშროებას); მაკულოპაპულოზური გამონაყარი (კანის კვანძებისა და ბალთების განვითარება); ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები) – ქავილი, წვა, კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება, შეშუპება (გენერალიზებული ან ადგილობრივი), გართულებული სუნთქვა და იშვიათად ჩივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ლარინგული), გულის რიტმის დარღვევა, სისხლის წნევის დაქვეითება, დარღვევები თირკმელების მხრიდან, როგორიც არის ცილა შარდში, შარდის რაოდენობის შემცირება ან გაზრდა, თირკმელების ანთება.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება, რაც ზრდის ინფექციების განვითარების შესაძლებლობას).აგრანულოციტოზის დამახასიათებელი ნიშნებია კანისა და პირის ღრუს, ყელის, სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ანთებითი ცვლილებები; ყელის ტკივილი და მომატებული ტემპერატურა. საერთო მდგომარეობის უეცარი გაუარესების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და კანის მხრიდან მტკივნეული ცვლილებების გამოვლენისას ან როცა მაღალი ტემპერატურა არ იწევს დაბლა ან მეორდება, შეწყვიტეთ ანალგინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენისა და სილურჯეების განვითარების საშიშროებას), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე და სიყვითლე, სისუსტე ან მოხრჩობა); აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სილურჯეების განვითარებას ან ინფექციების განვითარების მომატებულ შესაძლებლობას); ასთმური შეტევა (ანალგეზური ასთმის მქონე პაციენტები); სტივენს-ჯონსონის ან ლაილის სინდრომი (მძიმე რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ბუშტების განვითარება კანზე, პირის ღრუში, თვალებსა ან სასქესო ორგანოებზე); ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული მდგომარეობა).

უცნობი სიხშირით: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის არეში, იშვიათ შემთხვევაში დაწყლულება ან სისხლდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსიდან”

p.s. ეს არ ნიშნავს, რომ ეს წამალი არ უნდა გამოვიყენოთ და არც იმას აცრაზე მასთან ასოცირებული გვერდითი მოვლენების გამო (რაც ანალგინზე გაცილებით ნაკლებია) უარი უნდა ვთქვათ!”

fb-share-icon
Tweet
Share6Tweet4

ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია

12/05/2025
“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In