• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სახალხო დმაცველის რელიგიათა საბჭო “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” რელიგიური გრძნობების შელახვასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ეთანხმება

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო პარლამენტს მიმართავს, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” რელიგიური გრძნობების შელახვასთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანა არ დაუშვას.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და სიძულვილის გამოხატვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას ხელს 19 რელიგიური ორგანიზაცია და ჯგუფი აწერს.

აღნიშნულ განცხადებას “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტს “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს კოდექსისთვის ახალი 169 პრიმა მუხლის დამატებას.

აღნიშნული მუხლი სამართალდარღვევად აცხადებს რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას ან/და სხვაგვარ დამამცირებელ ქმედებას, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას და ამ ნიადაგზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას.

მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში რელიგიასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის კონფლიქტი არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი და რელიგიათა საბჭოს წევრებს ამ საკითზე ადრეც გაგვიკეთებია განცხადება, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ ხსენებული ნორმის შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებს და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები ზედმიწევნით კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მწვავე და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს შეუწყნარებლობის გამოხატვა საჯარო სივრცეში თუ მედიით.

ჩვენ, წლებია, სწორედ სიტყვიერი თავდასხმების, სიძულვილის, შეურაცხყოფის, დამცირების, დისკრიმინაციული მოპყრობის სამიზნე ვართ. ამ თვალსაზრისით, უაღრესად შემაშფოთებელია ის ტენდენციები, რაც შეიმჩნევა სხვადასხვა ტიპის მედიაში, პოლიტიკოსებისა და საჯარო პერსონების რიტორიკაში. მაგრამ, ჩვენ, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ კუთხით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამართლებრივი შეზღუდვების დაწესების გზა რეალურად ვერ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.

სანაცვლოდ, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა საზოგადოების ობიექტური ინფორმირებით, მართებული და აქტიური საგანმანათლებლო მოღვაწეობით, სამოძღვრო შეგონებით და, რაც მთავარია, სიძულვილით აღსავსე ადამიანებისადმი ჰუმანური, რელიგიური პასუხისმგებლობით გამსჭვალული მოპყრობით დავიწყოთ ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრა. გამოხატვის თავისუფლების ამა თუ იმ სახით შეზღუდვას კი არა, არამედ, სწორედ ამ ფართო საგანმანათლებლო მიდგომას შეიძლება დაეფუძნოს რელიგიური გზა სიძულვილის დაძლევისაკენ.

რელიგიათა საბჭოს წევრები ასევე ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ გამოხატვის თავისუფლების ამგვარი რეგულაციის დაწესებით საფრთხე შეიძლება შეექმნას დემოკრატიულ განვითარებას, პლურალიზმს საზოგადოებაში, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ფართო დისკუსიებსა და ამ თუ იმ რელიგიური გაერთიანებისადმი უბრალოდ კრიტიკული პოზიციის გამოხატვასაც.
ზოგადად, რელიგიურ საკითხებზე დისკუსიებისა და დიალოგის პროცესს რაიმე ბარიერი კი არ უნდა აღვუმართოთ, არამედ, პირიქით, გზა უნდა გავუხსნათ მას, რათა ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად ინფორმირებული გახდეს და დაძლიოს ამა თუ იმ რელიგიურ თემასთან დაკავშირებული შიში, ნეგატიური სტერეოტიპები და ტაბუები, რაც წარმოადგენს კიდევაც სიძულვილის გაღვივების უმთავრეს წყაროს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რათა არ დაუშვას ზემოთ ხსენებული კანონპროექტის მიღება და კითხვის ქვეშ არ დააყენოს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დემოკრატიული და პლურალისტური განვითარების პერსპექტივა”, _ ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ განცხადება რელიგიური გაერთიანებებისთვის ხელმოსაწერად ღიაა. ამ ეტაპზე, ხელს აწერენ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შემდეგი წევრები: ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია; ეზიდთა სასულიერო კრება; ქართველ მუსლიმთა კავშირი; სომეხთა კათოლიკე ეკლესია; ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია; სახარების რწმენის ეკლესია; მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია; საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია; წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია; საქართველოს ევანგელისტური ეკლესია; ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა; ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია მადლი; საერთაშირისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია; კრიშნას ცნობიერების საზოგადოება; ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი; მეგობართა რელიგიური საზოგადოება – კვაკერები; სვედენბორგის საზოგადოება საქართველოში; სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის ერი და თბილისის საენტოლოგიური ეკლესია.

07.11.13

Tags: სახალხო დმაცველთა რელიგიათა საბჭო "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" რელიგიური გრძნობების შელახვასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ეთანხმება
ShareTweet

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა
ახალი ამბები

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

საინტერესო

იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადი შემცირდა

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

7 years ago
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

10 years ago
ჩემო ცხოვრების ადამიანო! ბედნიერი ვარ, რომ არსებობ ჩემს ცხოვრებაში და მინდა, ცხოვრების ბოლომდე “თვალებში მეჩხირებოდე” – თამარ ივერის ემოციური მილოცვა მეუღლეს

ჩემო ცხოვრების ადამიანო! ბედნიერი ვარ, რომ არსებობ ჩემს ცხოვრებაში და მინდა, ცხოვრების ბოლომდე “თვალებში მეჩხირებოდე” – თამარ ივერის ემოციური მილოცვა მეუღლეს

3 years ago
თბილისის მერია მშენებლებს მწვანე ნერგების გადარგვასა და მოვლა-პატრონობას მოსთხოვს

თბილისის მერია ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთებს გამოყოფს

8 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by