• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ზღვის ფსკერზე დაძველებული ქართული ღვინო – როგორ მიმდინარეობს პროცესი

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ზღვის ფსკერზე დაძველებული ქართული ღვინო – როგორ მიმდინარეობს პროცესი
28
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველო ღვინით, ყურძნის ჯიშებით რომ მრავალფეროვანი ქვეყანაა, ეს მსოფლიომ უკვე ძალიან კარგად იცის. ჩვენს ქვეყანაში მეღვინეობა უამრავ წელს ითვლის. სწორედ ამიტომ, ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხით არიან დაინტერესებულები, ატარებენ ცდებს და ახალ მიგნებებს ეძებენ.

ზღვის ფსკერზე დაძველებული ღვინო სწორედაც რომ ექსპერიმენტის შედეგია. ამ პროცესის, იდეისა და შედეგების შესახებ, “თბილისი თაიმსს” ზურაბ ქუმსიაშვილმა თავად უამბო.

“ადრე მე მქონდა ღვინის, კონიაკის, შამპანიურის წარმოება, იყო ასეთი კომპანია – “ვაზიანი”. ეს გახლდათ ბაბუაჩემის დაარსებული კომპანია და მე მარკეტინგის დირექტორად ვმუშაობდი. პროფესიით ექიმი ვარ, თუმცა, მეღვინეობის თემა შევისწავლე და ამ კომპანიაში დიდი ხნის მანძილზე ვიმუშავე. შემდეგ, იმავე პერიოდში, საქართველოში ჩამოვაყალიბე დაივინგის ასოციაცია ჩემს მეგობრებთან ერთად. გავიდა წლები და კვლავ დავუბრუნდი მედიცინას. შემდგომ, მომივიდა იდეა – რატომ უნდა დაგვეძველებინა ღვინო მხოლოდ მარნებში, როცა ეს ზღვის ფსკერზეც შესაძლებელია. გადავხედე, თუ იყო ეს მეთოდი მსოფლიოში გამოცდილი. ვნახე, რომ რამდენიმე ქვეყანაში აძველებდნენ ღვინოს ზღვის ფსკერზე – ეს გახლავთ ხორვატია, ესპანეთი, იტალია, რუსეთი. თუმცა, მცირე რაოდენობით და მხოლოდ მინის ბოთლებით. მე მინის ბოთლების გამოყენება არ მაინტერესებდა. მინდოდა, რომ თიხის, ნატურალურ ჭურჭელში დამეძველებინა.

დაახლოებით, ასეთი დიზაინი შევქმენი – ლიტრიანი, ნატურალური თიხის ამფორები. მაგრამ აქ პრობლემა გახლდათ შესაბამისი თიხის მიღება, რომელიც არ იქნებოდა დამუშავებული ქიმიური დანამატებით, რადგან უნდა იყოს ბიოღვინო, ასევე, შავი ზღვის მარილიან წყალს შიგნით არ უნდა ატარებდეს. როდესაც ფსკერზე ჩავდივართ, იქ დაძველება უნდა მოხდეს, დაახლოებით, 20-30 მეტრის სიღრმეზე და იქ წნევა კიდევ უფრო ემატება. დაახლოებით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვატარებდი ცდებს, რომ შესაბამისი თიხა მიმეღო. მივიღე ისეთი თიხა, რომელიც უძლებს ატმოსფეროს და, რაც მთავარია, არის ძალიან თხელი და მსუბუქი”, – გვიყვება რესპონდენტი და ამბობს, რომ, დაახლოებით, 1 წლის მანძილზე აძველებდა. ასევე, ზოგ თიხას ისე ძირავდა, რომ მასში არაფერს ასხამდა – აინტერესებდა, ჭურჭელში თუ შეაღწევდა რაიმე.

როგორც ქუმსიაშვილი ამბობს, საბოლოო შედეგები უკვე მიღებულია.

“აქ ორი მომენტია – ზღვის ფსკერზე ღვინო სამჯერ სწრაფად ძველდება, ვიდრე, მაგალითად, ქვევრში ან სხვა ჭურჭელში. მე მსოფლიოს მასშტაბით ყველას ვესაუბრე, ვინც ღვინის დაძველების ამ მეთოდს იყენებს. მათაც იგივე აღნიშნეს, რომ ამ შემთხვევაში სამჯერ სწრაფად ძველდება. ღვინო ამ დროს განსაკუთრებულ გემოვნურ და ა.შ. თვისებებს იძენს. სხვათა შორის, უამრავი სომელიე დამიკავშირდა, ვისაც სურს, გასინჯოს და ჩატარდეს დეგუსტაციები. მეორე მომენტი, უფრო მეტად, მარკეტინგს ეხება – ზღვის ფსკერზე ხდება ზღვის მიკროორგანიზმების დაჯდომა ბოთლებზე და მთლიანად იმოსება ჭურჭლის გარსი, ამიტომ, ვიზუალური ეფექტიც ძალიან საინტერესოა. სხვათა შორის, ეს ვიზუალური ეფექტი, რომელიც ჩვენ შავ ზღვაში მივიღეთ, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ხორვატიაში, ესპანეთსა და იტალიაში მიღებული ეფექტები, რაც მე ვნახე. ეს ყველამ აღნიშნა. ანუ, შავი ზღვის გამოყენება ამ მხრივ ძალიან საინტერესოა”, – ამბობს ზურაბ ქუმსიაშვილი და აღნიშნავს, რომ ეძებს ინვესტორს.

“ამ ეტაპზე, ვეძებ ისეთ ინვესტორს, მოწილეს, რომელიც ჩადებს თანხას. პროექტი დასაწყისში, დაახლოებით, 100 000-ევროიანია. ძირითადად, საყიდელია სპეცაღჭურვილობა. იმ აღჭურვილობით, რაც მე მაქვს, მუშაობა საკმაოდ რთულია. 100 000-ევროიანი პროექტი რამდენიმე ათას ბოთლ ღვინოზეა გათვლილი, რომელიც თავის თავს პირველივე წელს ამოიღებს. ამ შემთხვევაში, დაძველებას არ სჭირდება წლები, ამისთვის საჭიროა, დაახლოებით, 9-10 თვე. თებერვალში რომ ჩავდე, ახლა ამოვიღე და შედეგი უკვე სერიოზულია”, – ამბობს ქუმსიაშვილი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ

Share11Tweet7

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს
ახალი ამბები

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

საინტერესო

„დაკავებული იძახის თურმე…“ – რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება ბიჭზე, რომელსაც მეტროში ხელი ჰკრეს და მოკლეს

„დაკავებული იძახის თურმე…“ – რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება ბიჭზე, რომელსაც მეტროში ხელი ჰკრეს და მოკლეს

2 years ago

იოჰანეს ჰანი: “მივესალმები შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევას”

10 years ago
პრემიერმა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა

პრემიერმა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა

11 years ago
ქუთაისში, 32 წლის ლევან ხაჭაპურიძეს ეძებენ

ქუთაისში, 32 წლის ლევან ხაჭაპურიძეს ეძებენ

9 months ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by