• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჯორჯ კობი – პირველი ქართველი მილიონერი ამერიკაში, რომელიც ახალი წლის ერთ– ერთი სიმბოლოა ამერიკელთათვის

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
ჯორჯ კობი – პირველი ქართველი მილიონერი ამერიკაში, რომელიც ახალი წლის ერთ– ერთი სიმბოლოა ამერიკელთათვის
15
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე პირველი ქართველი იყო, რომელიც ამერიკაში საკუთარი გამოგონებით მილიონერი გახდა.  ჯამში, 70-მდე გამოგონება და უნიკალური პატენტია დაკავშირებული მის სახელთან. მათ შორის არის წყალგამძლე ცემენტი და მინა-ბლოკი, რის გამოც ცათამბჯენების მშენებლობაში მის განსაკუთრებულ წვლილს ხაზგასმით აღნიშნავენ. ასევე, მისი შექმნილია ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები მეხანძრეთათვის, ნაძვის ხის მინის ფერადი სანთლები და ნაძვის ხის სათამაშოები.

გრიგოლი (გიგო) დაიბადა 1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, გლეხ დავით კობახიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის მღვდელთან მიიღო. 10 წლისა შინიდან გაიპარა, ბორჯომში ჩავიდა, სადაც მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი (ლეონტი) მუშაობდა. იქ 4 წელი დაყო. გარჯითა და შრომისმოყვარეობით მალე მოიპოვა ავტორიტეტი. დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო. გამომგონებლობის ნიჭიც აღმოაჩნდა – შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გიგო ჯერ თბილისის, 1902 წელს ოდესის, 1903 წელს – კრასნოდარის გუბერნიაში, დომბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში ჩავიდა. იქ გაიცნო და დაქორწინდა დაშა ნოდვიკოვაზე.

1903 წელს გრიგოლი პოლონეთის გავლით გერმანიაში  ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და იქ შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო შექმნა.

1909 წელს კი მეუღლესთან ერთად  საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, სადაც რაჭველ მეპურეებს შეაფარა თავი და მათი დახმარებით ნიუ-იორკში მოეწყო, სადაც პურის ცხობით ირჩენდა თავს. 9 წელი მეუღლესთან ერთად მუშაობდა ”ჯენერალ ელექტრონიქსის” ფირმაში, ამავე პერიოდებში გამომგონებლური ნიჭის მქონე გრიგოლმა საკუთარი ხელით შექმნა საწერკალამი.

1919 წელს მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ეტლებოროში დიდი ქარხანა გამართა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ The Cobi Glass Produkts Company-მ აღმოსავლეთ შტატების სამრეწველო ცხოვრებაში სახელი გაითქვა. 1929 წელს წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, შემოსავალი კი  4 მილიონს,  რითიც  ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის სტატუსი მოიპოვა.  მილიონერის სტატუსის მიუხედავად, უსაქმოდ არასოდეს მჯდარა – მისი 60-ზე მეტი პატენტი პრესტიჟს მატებდა წარმოებას.

გრიგოლ კობახიძე საქართველოს დამოუკიდებლობას აღტაცებით შეეგება. სამშობლოში დაბრუნება და ქვეყნის სამსახურში ჩადგომა სურდა, მაგრამ 1919-21 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. ოკუპაციის შემდეგაც ცდილობდა სამშობლოს დახმარებას. “ნეპი” (“ახალი ეკონომიკური პოლიტიკა”, რომელიც სსრკ-ში გამოცხადდა 20-იან წლებში) ხელს უწყობდა უცხოურ კონცესიებს, ამიტომ ხელისუფლებას მინის დიდი ქარხნის მშენებლობა შესთავაზა. მოსთხოვეს კაპიტალის ჩადება, მაგრამ გრიგოლი არ დათანხმდა, – მას თვითონვე სურდა მშენებლობისათვის ეხელმძღვანელა, რადგან ფულს ვერ ანდობდა ბოლშევიკებს.

1925 წელს სამშობლოში ჩამოვიდა, ფეხით გაიარა ის გზა, რომელიც პატარა ბიჭმა განვლო 33 წლის წინ. სახლი აუშენა იმ ოჯახს, ვინც მაშინ ბავშვს ღამე გაათევინა და მოუარა, დედას კი ბავშვობაში შეპირებული 10000 მანეთის საჩუქრები ჩაუტანა. მეორედ 1928 წელს ეწვია საქართველოს. 4 წელიწადში ბევრი რამ გაუკეთა რაჭას. დაეხმარა მრავალ გაჭირვებულ ოჯახს, სოფელ თხმორს აუშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია და მღვდლის სახლი, გახსნა სავაჭროები, მოამარაგა საქონლით და მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. მასთან დახმარების სათხოვნელად, არა მარტო რაჭისა და იმერეთის სოფლებიდან, არამედ – ქუთაისიდანაც მიდიოდნენ. ამ დროს ძმისშვილი ჩავიდა თბილისიდან და შეატყობინა, რომ დაჭერას უპირებდნენ, ამიტომ სასწრაფოდ გაემგზავრა სოფლიდან და ქვეყნიდანაც.

1929 წელს დაიწყო თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით არნახული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. დიდი დეპრესიის პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, რის გამოც 1930 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა. კობი ფარ–ხმალს არ ყრიდა და თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ–კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა. ჯორჯ კობი ამზადებდა სუნამოს ფლაკონებს გიორგი მაცაბლის ფირმისთვის Prince Matchabeli.

1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობიმ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და $2 მილიონი.

განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ახალგამოგონებულ მინის ამპულებზე ინექციებისათვის. მისი ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე, მოკავშირეებსაც.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობმა სიახლე დანერგა თავის წარმოებაში – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. “Babel Lamps”, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც “ორნამენტი” უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა “კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა”. რადგანაც სათამაშოები კანადაშიც გადიოდა წარწერა ფრანგულ ენაზეც კეთდებოდა.

“კობი ეს შობაა”, რაჭველი გრიგოლ კობხიძე დიდხანს რჩებოდა ახალი წლის ერთ– ერთ სიმბოლოდ ამერიკელთათვის.

აღსანიშნავია, რომ 1934 წელს მის მიერ წარმოებულ თეთრ სათამაშოზე ყვითელი ფერით იყო შესრულებული ,,შვლის ნუკრის ნაამბობი”.

გრიგოლ კობახიძე რამდენჯერმე მოხვდა უმდიდრეს ამერიკელთა ათეულში, სადაც ხშირად წამყვან ადგილებსაც იკავებდა.

გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრამნტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. მას და დაშა ნოდვიკოვას შვილი არ ჰყავდათ და სურდათ კომპანიონად მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნათ. როგორც ჩანს ქართველთაგან ვერავინ დააინტერესეს წარმოებით. გრიგოლ კობახიძის წერილებიდან ირკვევა, რომ თავის დროზე ძმისშვილების, ან ახლო ნათესავების წაყვანა უნდოდა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო იძულებული იყო საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.

1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაგლისებს მისი სახელი დავიწყებისთვის არ მიუციათ და არც წარმოებისთვის შეუცვლიათ სახელი.

Share6Tweet4

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026
მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

08/08/2026

საინტერესო

“ჩვენი მთავრობა დგამს თანამიმდევრულ ნაბიჯებს”

“ჩვენი მთავრობა დგამს თანამიმდევრულ ნაბიჯებს”

11 years ago

გვარის შეცვლისთვის ახალი რეგულაციები დაწესდება

8 years ago
ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვთა დასახმარებლად 16 ქალაქში საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს

ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვთა დასახმარებლად 16 ქალაქში საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს

10 years ago
პარლამენტი, რა თქმა უნდა შეიკრიბება, დამტკიცდება მთავრობა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს – კახა კალაძე

პარლამენტი, რა თქმა უნდა შეიკრიბება, დამტკიცდება მთავრობა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს – კახა კალაძე

2 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by