• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ევოლუშენ ჯორჯიას“ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის 110 796 ლარის გადახდა დაეკისრა – პროფკავშირები

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„ევოლუშენ ჯორჯიას“ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის 110 796 ლარის გადახდა დაეკისრა – პროფკავშირები
17
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ  შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” წინააღმდეგ პროფკავშირების სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანიას სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, კორნელი ქაცარავას სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის სახით 110 796 ლარის ანაზღაურება დააკისრა. ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათი განმარტებით, კორნელი ქაცარავა წლების განმავლობაში იყო დასაქმებული შპს “ევოლუშენ ჯორჯიაში” ბანქოს მჩეხავთა გუნდის ლიდერის პოზიციაზე. ამასთან, ის კომპანიის ხელმძღვანელობას აწვდიდა ინფორმაციას სამუშაო ადგილზე ანტისანიტარიის, ანტისანიტარიის გამო დასაქმებულებს შორის კანის დაავადებების გავრცელების, ჰაერის ვენტილაციის ხარვეზიანობისა და სამუშაო მოცულობის ზრდის მიუხედავად შრომის ანაზღაურების უცვლელად დატოვების მიმართ დასაქმებულთა უკმაყოფილების თაობაზე. 

“ამ საკითხებზე ქაცარავას მონაწილეობით შეხვედრაც კი შედგა დასაქმებულებსა და ხელმძღვანელობას შორის, მაგრამ უშედეგოდ. სწორედ ხელმძღვანელობის გულგრილობამ გამოიწვია ის, რომ 2019 წლის 30 ივლისი – 4 აგვისტოს დღეებში კორნელი ქაცარავამ სხვა დასაქმებულებთან ერთად სამუშაოს დასრულების შემდეგ დაიწყო საპროტესტო აქცია. კომპანიამ ნაცვლად იმისა, რომ დაეწყო პრობლემების მოგვარების მიზნით აქციის მონაწილეებთან თანამშრომლობა, აქციის დაწყებიდან მალევე დაბლოკა სამუშაო ადგილზე დასაქმებულების შესვლის შესაძლებლობა. დამსაქმებელი, მიუხედავად ზაფხულის სიცხისა, აქციის მონაწილე დასაქმებულებს წყლის დასალევადაც კი აღარ უშვებდა შენობაში. ამგვარად, 30 ივლისის შემდეგ კორნელი ქაცარავას დამსაქმებლის ბრალით აღარ მისცემია სამუშაო ადგილზე გამოცხადების შესაძლებლობა. 2019 წლის 5 აგვისტოს კი დამსაქმებელმა დასაქმებულს გამოუცხადა საყვედური სამსახურში გამოუცხადებლობის გამო და იმავე დღესვე ამავე ქმედების გამო ქაცარავა გაათავისუფლა სამსახურიდან”, – განმარტავს პროფკავშურები.

მათი ცნობით, დამსაქმებელმა  კორნელი ქაცარავას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მიუთითა არა უკანონო გაფიცვაში მონაწილეობა, არამედ თითქოსდა სამსახურში გამოუცხადებლობა.

“სასამართლო დარწმუნდა, რომ ქაცარავასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მისი დასჯა ედო საფუძვლად შრომის პირობებზე გამოთქმული პროტესტის გამო და არა ის, რაც ფორმალურად ჩაიწერა გათავისუფლების ბრძანებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ევოლუშენ ჯორჯია” პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებას განცხადებითვე პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ვოლუშენი პატივს სცემს და მხარს უჭერს გუნდის თითოეული წევრის შეკრების თავისუფლებასა და კოლექტიური ქმედებების განხორციელების უფლებას იმ ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, სადაც დაფუძნებულია დასაქმებული. 2019 წლის ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში, რამდენიმე დღის განმავლობაში, ევოლუშენ საქართველოს 2000 ადამიანისგან შემდგარი გუნდის 200 თანამშრომელი ჩაერთო პროტესტში, რომელიც საქართველოს სასამართლოს მიერ 2021 წლის გაზაფხულზე დაკვალიფიცირდა როგორც უკანონო გაფიცვა, რადგან პროტესტი არ შეესაბამებოდა საქართველოს შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებს. 

ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა არის ევოლუშენის პირველი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიზნით, ხშირად გვაქვს კონსტრუქციული დიალოგი თანამშრომლებთან მათი სამუშაო გარემოს შესახებ. შემთხვევა, რომელიც ამჟამად განიხილება ქართულ მედიაში წარმოადგენს კონკრეტული ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევას სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო და არ არის დაკავშირებული 2019 წლის უკანონო პროტესტთან ან კომპანიის სამუშაო პირობებთან. ევოლუშენ საქართველო განიხილავს სასამართლო გადაწყვეტილებას სამომავლო ქმედებების განსახორციელებლად, თუმცა არასდროს აკეთებს დეტალურ კომენტარს კონკრეტულ თანამშრომელთან დაკავშირებულ საკითხებზე, სწორედ ამ ადამიანის პატივისცემის მოტივით”.

წყარო : bm.ge

Share7Tweet4

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

საინტერესო

“ყველა პოლიციელი თავისუფალია თავის არჩევანში” – გიორგი მღებრიშვილი

10 years ago

დავით ზალკანიანი გაეროს ასაბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

12 years ago

თალიბანის წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება

13 years ago

მამა გიორგის ადვოკატის თქმით, დეკანოზი შოკისმომგვრელ ინფორმაციას გაასაჯაროებს

9 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by