• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თენგიზ ცერცვაძე გერმანიაში მცხოვრებ ექიმ იაგო ფრანგიშვილზე: მისი პოსტები, რომლებიც ხშირად საღ აზრს სცდება, სტრესავს ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ქართულ მოსახლეობას

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
თენგიზ ცერცვაძე გერმანიაში მცხოვრებ ექიმ იაგო ფრანგიშვილზე: მისი პოსტები, რომლებიც ხშირად საღ აზრს სცდება, სტრესავს ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ქართულ მოსახლეობას
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ბატონი იაგო ფრანგიშვილი სისტემატურად აქვეყნებს ფანტასმაგორიულ პოსტებს, სადაც გაუთავებლად ლაპარაკობს ქართველი ექიმების შეცდომებზე COVID ავადმყოფების მართვაში, იმაზე თუ რა უვიცები არიან ქართველი ექიმები და როგორ ცუდად მართავენ კოვიდს და როგორი კარგები არიან გერმანელი ექიმები და როგორ კარგად მართავენ თავიანთ COVID ავადმყოფებს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ამ კომიკური პერსონაჟის პოსტებზე, ალბათ რეაგირება არ ღირს და დიდხანს არც ვრეაგირებდით, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან გაუტია და დაუკრეფავში გადავიდა. ცუდი ის არის, რომ საქართველოში ვიღაცებს – საბედნიეროდ ძალიან მცირერიცხოვან ჯგუფს, მაგრამ მაინც მართლა სჯერათ ბ-ნი იაგოს სისულეელების,

დიდი ალბათობით იმიტომ, რომ ბ-ნი იაგო გერმანიაში საქმიანობს. მაგალითად როგორ არაადამიანურად მოექცეოდნენ და ცუდად უმკურნალებდნენ საქართველოში ბაიერნის ფეხბურთელ იოზუა კიმიხს?! (რა შუაშია?) და როგორ ადამიანურად მოექცნენ და კარგად უმკურნალეს მას გერმანიაში. ან ის, რომ COVID -ის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალება აზითრომიცინია?! (მისი გავლენით ვიღაცები საქართველოშიც მკურნალობენ აზითრომიცინით, რაც ნონსენსია) და ა.შ. ბ-ნი იაგოს პოსტები, რომლებიც ხშირად საღ აზრს სცდება, ეთიკურ მომენტს რომ თავი დავანებოთ, სტრესავს ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ქართულ მოსახლეობას, უკარგავს ნდობას ქართველი ექიმებისადმი და ა.შ. ისეთ კომენტარებსაც კი ვხვდებით, სადაც ცალკეული ქართველი მოქალაქეები ბ-ნ იაგოს სთხოვენ ჩამოვიდეს საქართველოში?!, დაიხსნას ისინი საშინელი ქართველი ექიმებისგან?! გადაარჩინოს ისინი COVID-ისგან და ა.შ. 

ვიმეორებ, ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, ვიღაცებს მართლა რომ არ სჯეროდეთ. ისე, მინდა ვკითხო ბ-ნ იაგოს – თუ ქართველი ექიმები ასეთი ცუდები არიან და მასიურად ასე ცუდად მკურნალობენ COVID პაციენტებს, ხოლო გერმანიაში პირიქით, შესანიშანვი ექიმები არიან და COVID პაციენტებს შესანიშნავად მკურნალობენ, მაშინ რატომ არის, რომ COVID პაციენტების კლინიკური მართვის მთავარი და პრაქტიკულად ერთადერთი ინდიკატორი – ყველა დადასტურებულ ავადმყოფს შორის სიკვდილობის პროცენტი ე.წ. CFR (case fatality rate) ა.წ. 1 იანვრისთვის გერმანიაში იყო 1.58%, ხოლო საქართველოში – 1.48%.

სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოში ექიმები უფრო მეტი COVID ავადმყოფის გადარჩენას ახერხებდნენ, ვიდრე გერმანიაში და ეს მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში საქართველოზე შეუდარებლად ძლიერია, შეუდარებლად ძლიერი ჯანდაცვის სისტემით და ამასთან გერმანიაში ამ დროისთვის უკვე ფართედ იყო გავრცელებული ე.წ. ომიკრონის შტამი, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლებად მძიმე დაავადებას და ნაკლებ სიკვდილობას იწვევს, ვიდრე ე.წ. დელტა შტამი, რომელიც დღემდე დომინანტურია საქართველოში. 
ისე, ვინმემ თუ იცით ეს კაცი მართლა მუშაობს გერმანიაში? საქართველოში ხომ მას სოფლის საავადმყოფოს ექიმადაც კი არ აიყვანდნენ და თუ ის გერმანიაში მართლა მუშაობს, მაშინ ეს ერთგვარი კურიოზი და სერიოზული განსჯის საგანია. 

ბ-ნ იაგოს კი ვაფრთხილებთ, რომ თუ ის კიდევ გააგრძელებს მსგავს ინსინუაციებს, ჩვენ ამოვკრეფთ მის მარგალიტებს, ვთარგმნით და გავუგზვანით მის ხელმძღვანელობას და/ან გავაცნობთ გერმანულ საზოგადოებას“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

Share2Tweet1

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by