• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

3-მილიონნახევრიან საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც ნიკა კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი ბრალდებულებმა – პროკურორი

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
3-მილიონნახევრიან საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც ნიკა კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი ბრალდებულებმა – პროკურორი
107
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეიდან სასამართლო, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულთა საქმის არსებით განხილვას იწყებს. პროცესი ბრალდების შესავალი სიტყვით გაიხსნა.

საქმის არსებითი განხილვისას შესავალი სიტყვის წარმოთქმისას პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა დეტალურად ისაუბრა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალებზე, მათ შორის, როგორ ჩაუსაფრდნენ მას ბრალდებულები, როგორ მოკლეს ის და როგორ მიიმალნენ.

პროკურორის თქმით, მკვლელობა ვიდეოკამერაზეა აღბეჭდილი და რაც მან ნახა, ჰოლივუდის სცენარს ჰგავს.

“15 სექტემბერს, დღის საათებში, ნიკოლოზ კვარაცხელია იმყოფებოდა პირად საქმეზე, კურიერს ელოდებოდა, გამოწერილი ნივთი უნდა გამოერთმია.

ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დღემდე დუმილის უფლებით სარგებლობდნენ, მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს იარაღი, საბრძოლო მასალა – ტყვიები და მოემზადნენ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის. “ჰიუნდაი ელანტრა” იქირავეს და მთელი დღის განმავლობაში უკან დასდევდნენ კვარაცხელიას კუთვნილ ავტომობილს და შესაფერის მომენტს ელოდებოდნენ.

საღამოს საათებში, კავილაძე იჯდა საჭესთან, გვერდით ეჯდა ალეკო ჭელიძე, ნახეს კვარაცხელიას ავტომობილი, გაჰყვნენ მას უკან და მას შემდეგ, რაც ის ანჯაფარიძის ქუჩაზე შევიდა და ავტომობილი დააპარკინგა, კურიერთან მივიდა და გამოწერილი ნივთი გამოართვა. გიორგი კავილაძემ მანქანა კვარცხელიას მანქანიდან 15-20 მეტრში გააჩერა, საიდანაც ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გადმოვიდა. ჭელიძე კვარაცხელიას ავტომობილთან დაელოდა, როდის დაბრუნდებოდა უკან.

ნივთის აღების შემდეგ, კვარაცხელია პირისპირ ხვდება აკო ჭელიძეს, ის ზურგით შეტრიალდა ჭელიძისკენ, ბრალდებული იღებს ცეცხლსასროლ იარაღს და თითქმის მიბჯენით, იწყებს მისთვის ზურგში სროლას, ვაზნები არ ელევა, ერთი, ორი, სამი, ოთხი მოარტყა, კვარაცხელიამ ვერაფერი ქნა, მანქანაშიც ვერ ჩაჯდა, ძალაც არ ეყო და მანქანის უკან გაიქცა. კვარაცხელიაც და ჭელიძეც ტოლები არიან, არ ვიცი რა უნდოდათ. კვარაცხელია უკან ცდილობს გაქცევას, ჭელიძე უკან მისდევს, არ ანებებს თავს, კიდევ ერთი სროლა, კიდევ მეორე სროლა, მაინც არ დაანება თავი, წაქცეულს ესვრის, დაიღალა თვითონაც და მჭიდიც დაცალა. კვარაცხელია სისხლისგან იცლებოდა, ჭელიძე გაიქცა და კავილაძის ავტომობილში ჩაჯდა და ორივე გარბის.

ორივე აგლაძის ქუჩაზე დატოვებულ მანქანაში გადასხდნენ, მერე ტაქსებში, ყოველდღე იცვლიდნენ ადგილსამყოფელს და ბოლოს დავაკავეთ. მკვლელობა კამერების ქვეშ ხდება, დათვლა შეიძლება სროლების, როგორ გარბის კვარაცხელია მანქანის უკან და როგორ ესვრის მას ჭელიძეს, ეს ყველაფერი ჰოლივუდური ფილმის სცენარია, ამ ყველაფერს მტკიცებულების სახით წარმოგიდგენთ და თქვენც ზუსტად ეს განცდა დაგრჩებათ, რა განცდითაც ახლა გესაუბრებით. არც პატარა ვარ და არც ცოტა მინახავს, მსგავსი არ მინახავს, სპეცეფექტებით არის გადაღებული, რომ იტყვიან. ამ კამერას თქვენ წინაშე რომ გამოვიკვლევთ, მერე ვკითხოთ ბრალდებულებს, ეს ქმედება რატომ ჩაიდინეს. არამხოლოდ კამერას, თვითმხილველებს წარმოგიდგენთ.

ნიკა კვარაცხელიას დაზიანებები იმდენად შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან, მისი გადარჩენა ვერ მოხდა.

ნიკოლოზ კვარაცხელიას შესახებ არ ვიცოდი, ადამიანმა საზღვარგარეთ მიიღო ძალიან მაგარი განათლება, მაგრამ იქ არ დარჩა, შექმნა საკმაოდ მნიშვნელოვანი ონლაინ პლატფორმა, ძალიან ბევრი პროექტი ჰქონდა, 3-მილიონნახევრიანი საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, პირიქით მას ყველა როგორც ნოვატორზე, როგორც სიახლეების გენერატორზე საუბრობს, მართლა მაქვს კითხვა – რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს”,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკოლოზ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ცხრა ტყვია ესროლეს.

22 წლის ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის ოფიციალური მოტივი, ამ დრომდე, უცნობია.

Share43Tweet27

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

საინტერესო

პრემია ივერია – ტოლერანტული ლიტერატურული პროექტი

პრემია ივერია – ტოლერანტული ლიტერატურული პროექტი

9 years ago
სსმ-ის მეურვეობის 5 კანდიდატი უკვე შერჩეულია

საკანონმდებლო ორგანო 2014 წელს მუშაობას მიმდინარე კვირაში განაახლებს

13 years ago
2013 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეული – თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა

2013 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეული – თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა

13 years ago
24-25 და 26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

24-25 და 26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

8 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by