• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნატო უკრაინას დამატებით შეიარაღებას აწვდის – იენს სტოლტენბერგი

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“მობილიზებული გვყავს NATO-ს სწრაფი რეაგირების სახმელეთო და საჰაერო ძალები ” – იენს სტოლტენბერგი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში, რომელსაც ხელი ბელარუსმაც შეუწყო – ამის შესახებ NATO-ს განცხადებაშია საუბარი, რომელიც შტაბბინაში გამართული საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ გაავრცელა.

განცხადებაში წერია ისიც, რომ ნატო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო იერიში და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან. ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთ ნაწილში თავდაცვით ძალებს აქტიურად ამატებს.

განცხადება სრულად: 

მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო იერიში და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან… ეს თავდასხმა დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი დამოუკიდებელ, მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანაზე, ეს სასტიკი და სრულიად არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმაა. ვწუხვართ რუსეთის ქმედებების შედეგად გამოწვეულ ადამიანურ დანაკარგზე, უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვასა და ნგრევაზე.

ევროპაში მშვიდობა ფუნდამენტურად დარღვეულია. მსოფლიო რუსეთს, ისევე როგორც ბელარუსს, პასუხს აგებინებს თავიანთ ქმედებებზე. მოვუწოდებთ ყველა სახელწიფოს, დაგმოს ეს არაკეთილსინდისიერი თავდასხმა. რუსეთის ხელისუფლების ტყუილებმა არავინ არ უნდა მოატყუოს. ამ კონფლიქტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მან უარი თქვა დიპლომატიისა და დიალოგის გზაზე, რაც მათ NATO-მ და მოკავშირეებმა არაერთხელ შევთავაზეთ. მან საერთაშორისო სამართალი ფუნდამენტურად დაარღვია, მათ შორის გაეროს წესდება. რუსეთის ქმედებები, ასევე NATO-რუსეთის დამფუძნებელი აქტით გათვალისწინებული პრინციპების აშკარა უარყოფაა: ეს არის რუსეთი, რომელმაც უღალატა აქტით ნაკისრ ვალდებულებებს. 

პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაზე თავდასხმის შესახებ, საშინელი სტრატეგიული შეცდომაა, რისთვისაც რუსეთი, მომდევნო წლების განმავლობაში, მძიმე ფასს გადაიხდის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. რუსეთის წინააღმდეგ მასიური და უპრეცედენტო სანქციები უკვე დაწესებულია. NATO გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან. გენერალური მდივნის მოწვევით, დღეს ჩვენ შემოგვიერთდნენ ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. 

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას და უკრაინის მამაც ხალხს, რომლებიც ახლა საკუთარ სამშობლოს იცავენ. ჩვენი ფიქრები რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულებთან, დაშავებულებთან, დევნილებთან და მათ ოჯახებთანაა.  NATO რჩება ევროპული უსაფრთხოების ყველა ძირითადი პრინციპირ ერთგული, მათ შორის, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რადგან ის აგრძელებს თავის დაცვას და სხვებსაც იგივეს მოუწოდებს. ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის მის ტერიტორიულ წყლებში. ეს პრინციპული პოზიცია არასდროს შეიცვლება. 

რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ ყველა აუცილებელ შედეგს NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის პოზიციისთვის. მოკავშირეებმა გამართეს კონსულტაციები ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ზომისა და გადაწყვეტილების მიღებას, რაც ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფადაა საჭირო. ჩვენ განვათავსეთ თავდაცვითი სახმელეთო და საჰაერო ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და საზღვაო აქტივები NATO-ს ზონაში. ასევე, გავააქტიურეთ NATO-ს თავდაცვის გეგმები იმისთვის, რომ მოვემზადოთ უამრავ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და ალიანსის ტერიტორიის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის ჩვენი საპასუხო ძალების გამოყენებით. ჩვენ ახლა ვახორციელებთ ძალების მნიშვნელოვან დამატებით თავდაცვით განლაგებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ განვახორციელებთ ყველა საჭირო განლაგებას, რათა უზრუნველვყოთ ძლიერი და სანდო შეკავება და თავდაცვა ალიანსის მასშტაბით ახლა და მომავალში. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური. 

ჩვენი ვალდებულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ ურყევია. ჩვენ გაერთიანებული ვართ ყველა მოკავშირის დასაცავად. თავისუფლება ჩაგვრაზე ყოველთვის გაიმარჯვებს, – ნათქვამია განცხადებაში. 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026

საინტერესო

მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამზე მეტი ოქროს უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამზე მეტი ოქროს უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

11 years ago
„იცით, რატომ მიყვარს ამერიკა? ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და ამის გამო არავინ არავის ბლოკავს… ამხელა სიბოროტით ვერავინ ვერაფერს დამაკლებს და ჩემს საქმეს არაფერი გააფუჭებს“ – ნუცა ბუზალაძე „იმედის დღეში“

2 years ago
წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა – რა ხდება ცნობილი კორპუსის შესახებ, სადაც 13 წლის ბიჭი დაიღუპა?

წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა – რა ხდება ცნობილი კორპუსის შესახებ, სადაც 13 წლის ბიჭი დაიღუპა?

1 year ago
,,აუდიტორია #115″ დღეს, 13:00 საათზე ახალ აქციას მართავს

,,აუდიტორია #115″ დღეს, 13:00 საათზე ახალ აქციას მართავს

11 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by