• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქვეყნები, რომლებიც უკრაინას შეიარაღებით ეხმარებიან

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ქვეყნები, რომლებიც უკრაინას შეიარაღებით ეხმარებიან
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რუსეთან დიპლომატიური მოლაპარაკებების პარალელურად, დასავლეთის უკრაინას იარაღით ეხმარება იმ შემთხვევისთვის, თუ ომი გარდაუვალი იქნება. უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი მოაგროვა და სამხედრო წვრთნების მოტივით შეიარაღებული ძალები გადაიყვანა ბელარუსშიც.

თუმცა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში ერთიანი პოზიცია არ არის. მთავარი მოწინააღმდეგე გერმანიაა, რომელიც უკრაინაში მხოლოდ სამედიცინო ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თებერვალში გერმანიის თანადაფინანსებით უკრაინას გადაეცემა 5,3 მლნ ევროს ღირებულების საველე ჰოსპიტალი, თავისი აღჭურვილობის და ტრენინგების ჩათვლით, თუმცა იარაღის მიწოდება ამ მომენტისთვის სასარგებლო არ იქნება.

ქვეყნები, რომლებიც უკრაინას იარაღით ეხმარებიან:

აშშ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. დახმარების პირველი ნაწილი კიევის ბორისპოლის აეროპორტში 22 იანვარს ჩავიდა, მეორე კი — 23 იანვარს. დახმარება მოიცავს 90 ტონა ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით.

თეთრი სახლის ინფორმაციით, 2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად 2,7 მილიარდი დოლარი გამოყო. აშშ აცხადებს, რომ გააგრძელებს ასეთი დახმარების გაწევას უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად და რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, შეერთებული შტატები უკრაინას გაცილებით მეტ თავდაცვით აღჭურვილობას მიაწვდის.

გართიანებული სამეფო

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მიაწოდა მსუბუქი, ჯავშანსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. ასევე, მცირე რაოდენობით ბრიტანული სამხედრო პერსონალი გაემგზავრა უკრაინაში სწავლების ჩასატარებლად.

კანადა

კანადური მედიის ცნობით, კანადას აქვს სამხედრო მომზადების პროგრამა უკრაინასთან და ცოტა ხნის წინ გაგზავნა სპეციალური ძალების მცირე კონტინგენტი კიევის დასახმარებლად. არც გაერთიანებულ სამეფოს და არც კანადას არ დაუზუსტებიათ უკრაინაში გაგზავნილი იარაღისა და სამხედრო პერსონალის რაოდენობა.

ბალტიის ქვეყნები

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა — ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა — მიიღეს ნებართვა ბაიდენის ადმინისტრაციისგან უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის გაგზავნისთვის. ესტონეთი უკრაინას “ჯაველინის” ჯავშანსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის, ხოლო ლატვია და ლიტვა Stinger-ის საზენიტო რაკეტებს და თანმდევ აღჭურვილობას.

ჩეხეთი 

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოკოვამ მზადყოფნა გამოთქვა უკრაინისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების მიწოდებაზე. როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირას ის მთავრობას მიმართავს, 152-მილიმეტრიანი საარტილერიო ტყვიების განუსაზღვრელი რაოდენობით უკრაინის მომარაგების თაობაზე.

“ჩეხეთის რესპუბლიკა ისტორიულად, პოლიტიკურად უკრაინის გვერდში იდგა. თუ უკრაინას სჭირდება დახმარება, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია”, — თქვა მან.

ნიდერლანდები

უკრაინამ ნიდერლანდებს თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების თხოვნით მიმართა. ნიდერლანდები წარსულში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგი იყო, თუმცა ახლა აცხადებს, რომ „კონტექსტი შეიცვალა“. პარლამენტში გამოსვლისას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა, რომ ღიაა უკრაინისთვის თავდაცვითი სამხედრო დახმარების აღმოჩენისთვის. პარლამენტის უმრავლესობა უკრაინაში შეიარაღების გაგზავნას მხარს უჭერს.


რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს.

რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

წყარო : netgazeti.ge

Share4Tweet3

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ამსახველი ფოტომასალის გავრცელებას ეხმიანება

გიორგი მარგველაშვილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ამსახველი ფოტომასალის გავრცელებას ეხმიანება

12 years ago
რას ამბობენ თქვენზე ნახატები, რომლებსაც ფურცელზე გაუცნობიერებლად ხატავთ

თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

10 years ago
თბილისში 40-მა საზაფხულო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია მაისში დაიწყება

8 years ago
ე.წ. დეზერტირების ბაზრის ვეტექიმები დააკავეს

ე.წ. დეზერტირების ბაზრის ვეტექიმები დააკავეს

11 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by